შემოდგომაზე მოგზაურობა

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე

შემოდგომა შესანიშნავი სეზონია სამოგზაუროდ, დასასვენებლად და ახალი ქვეყნის მოსანახულებლად.

ცხელი ზაფხულის შემდეგ, შემოდგომის სასიამოვნო ამინდი და ბუნების ცვლილება, მას მოგზაურობის იდეალურ დროდ აქცევს.

ასე, რომ თუ გსურთ მოიწყოთ დაუვიწყარი დასვენება, ან ზაფხულში მოგზაურობა ვერ შეძელით, შემოდგომა მშვენიერი პერიოდია სამოგზაუროდ.

5 ქვეყანა სადაც შემოდგომაზე უნდა იმოგზაურო

თუ გადაწყვიტეთ შემოდგომაზე მოგზაურობა, გთავაზობთ ხუთ ქვეყანას, რომელიც საუკეთესო არჩევანი იქნება საშემოდგომო მოგზაურობისთვის და დასვენებისთვის.

1. იტალია

იტალიის ბუნება

იტალიაში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე შესანიშნავია, მაგრამ შემოდგომა კიდევ უფრო მომხიბვლელია თავისი რბილი ამინდითა და ფერადი პეიზაჟებით.

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რამ იტალიაში შემოდგომაზე არის ახალი პროდუქტებისა და ღვინის სიმრავლე. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ღვინის დეგუსტაციებით და სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით.

შემოდგომა ასევე შესანიშნავი დროა ქვეყნის ცნობილი ღირსშესანიშნაობების სანახავად, რადგან ზაფხულთან შედარებით, ნაკლები ტურისტი და მეტი თავისუფლებაა. შეგიძლიათ მოინახულოთ კოლიზეუმი, პიზას კოშკი, დაათვალიეროთ ვატიკანი და ა.შ.

და თუ გსურთ კომფორტული მოგზაურობა იტალიაში, შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიის ტური.

2. ესპანეთი

ესპანეთის შემოდგომა

ესპანეთი კიდევ ერთი დანიშნულებაა, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნოა შემოდგომაზე, მითუმეტეს სამხრეთ რეგიონებში, როგორიცაა ანდალუსია ან ვალენსია.

ამინდი რბილია და სანაპიროები ნაკლებად ხალხმრავალი, მაგრამ რეალური სანახაობა არის ქვეყნის მდიდარი კულტურა და ისტორია. ფლამენკოს შოუები, ტაპას ტურები და ისტორიული ადგილების მონახულება, როგორიცაა ალჰამბრა ან საგრადა ფამილია.

შემოდგომა ასევე იდეალური დროა ღვინის დეგუსტაციისთვის ლა რიოხასა ან კატალონიაში, ან დასასწრებად ერთ-ერთ ადგილობრივ ფესტივალზე, რომელიც შემოდგომაზე ტარდება.

ასევე, შეგიძლია იმოგზაურო დედაქალაქ მადრიდში და დატკბე მისი არქიტექტურით, ქუჩებით და მუზეუმებით. ტური მადრიდში ამის შესანიშნავი საშუალებაა.

3. პოლონეთი

პოლონეთი

პოლონეთი შეიძლება არ იყოს ის ქვეყანა, რომელიც პირველი გახსენდებათ შემოდგომაზე ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვისას, მაგრამ ეს არის ძვირფასი ქვა, რომელიც მრავალ სანახაობას გვთავაზობთ.

ბეშჩადების და ტატრების ეროვნული პარკები შემოდგომაზე განსაცვიფრებელია მათი ფერადი ფოთლებით, ხოლო დაბალი ტემპერატურა მას შესანიშნავს ხდის გარე აქტივობებისთვის, როგორიცაა ლაშქრობა.

მომხიბლავი ქალაქები კრაკოვი და გდანსკი გტავაზობენ კულტურულ ღონისძიებებს, მუსიკალური ფესტივალებიდან დაწყებული, კულინარული ბაზრებით დამთავრებული.

სამოგზაურო ტური შესანიშნავი შესაძლებლობაა, პოლონეთთან ერთად, მოინახულო სხვა ევროპული ქვეყანა.

4. არაბთა გაერთიანებული საამიროები

დუბაი შემოდგომაზე

არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავი არჩევანია შემოდგომაზე მოგზაურობისთვის, რადგან ამ დროს ტემპერატურა შედარებით დაბალია, ვიდრე ზაფხულში.

დუბაი და აბუ დაბი გვთავაზობენ მსოფლიო ბრენდების მაღაზიებს შოპინგისთვის, გასართობ ადგილებს და სხვა.

შეგიძლიათ მოინახულოთ პრეზიდენტის სასახლე, შეიხ ზაიედის მეჩეთი, ეწვიო ფერარის პარკს ექსტრემალური სიამოვნებისთვის და დააგემოვნო სხვადასხვა ადგილობრივი თუ უცხოური კერძი.

ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პოპულარული აქტივობები მოიცავს დიუნებზე გასეირნებას, აქლემზე ჯირითობას და ბურჯ ხალიფას მონახულებას.

5. ბელგია

გენტი

ბელგია პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს და ძალიან კარგი ქვეყანაა საშემოდგომო მოგზაურობისთვის.

შემოდგომაზე აქ იმართება სხვადასვხა ფესტივალები, სადაც შეგიძლია დააგემოვნო ბელგიური ლუდი, ტკბილეული და სხვა.

აუცილებლად უნდა ნახო ბრიუსელის ან ბრიუგეს ფერადი არქიტექტურა, რომელსაც შემოდგომის ფოთლები დამატებით სილამაზეს მატებს.

ასევე, თუ ხელოვნების მოყვარული ხარ, აუცილებლად უნდა ეწვიო წმ. ბავოს კათედრალს გენტში, სადაც დაცულია ჰუბერტ და იან ვან ეიკის “გენტის საკურთხეველი”, ჩრდილოეთის რენესანსის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი.

შეჯამება

შემოდგომა ფანტასტიკური დროა მოგზაურობისთვის და დასვენებისთვის, ხოლო აქ ჩამოთვლილი ქყვეყნები, იდეალური ადგილებია ამ პერიოდში სამოგზაუროდ.