“აფხაზები და ქართველები”

Europa, ad magnae Europae Gerardi Mercator
Europa, ad magnae Europae Gerardi Mercator / Rumoldi Mercatoris f.Mercator, Rumold 1623

ქართველ ერს და ახლადაღდგენილ ქართულ სახელმწიფოს, მის ინტერესებს, უამრავი გამოწვევა თუ წინაღობა აქვს თანამედროვე რეალობაში. ხშირია მსჯელობა იმის შესახებ, თუ „რა გვჭირდება, რა გადაგვარჩენს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი“. თუმცა ეს მსჯელობანი უმეტეს შემთხვევებში ან მეტად პრიმიტიულია, ან დემაგოგიური. ფუნდამენტური კონცეფციები ასეთ მნიშნელოვან საკითხებზე ჯერ არ შემუშავებულა.  სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ძირეული პრობლემები სწორედ თვით ქართველი ერის მსოფლაღქმასა და თვითინდეთიფიკაციაშია. მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევეხებით საკითხს, თუ რამდენად მართებულია ფრაზა “აფხაზი და ქართველი”, ან “აფხაზური მხარე”, ან “შერიგება ქართველებსა და აფხაზებს შორის” და ა.შ. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ფუნდამენტური ცოდნა ასეთ სიღრმისეულ და საკმაოდ რთულ საკითხზე, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა (მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადო სიღრმით ეს ყველაფერი შესწავლილი არ არის),  მაგრამ მცირე, ელემენტარულ ლოგიკაზე და აქსიომატურ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა მაინც შეგვიძლია.

bedia

საქმე ისაა, რომ თუ აფხაზებს ერად, ან რაიმე ეთნიკურ წარმონაქმნად მოვიხსენიებთ (ან რომელიმე კავკასიურ ტომს “აფხაზს” დავუძახებთ), მოგვიწევს ანგარიში გავუწიოთ და თვალი გავუსწოროთ ფაქტს, რომ ნებისმიერ ერს, ნებისმიერ ეთნიკურ ერთობას ყოველთვის აქვს თავისი ბუნებრივი და კანონზომიერი მისწრაფება – შექმნას საკუთარი ეროვნული, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ამ ეთნიკური ერთობის ეროვნული ინტერესების დაცვის გარანტი და ამ ინტერესებს გაუწევს საკანონმდებლო, თუ სხვა სახის მომსახურეობას. შესაბამისად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს იქ მცხოვრები ხალხი აფხაზებია და თანაც ისინი ერთ ეროვნულ თუ ეთნიკურ ერთობას წარმოადგენენ და უფრო მეტიც – ისინი ავტოქტონი ერია აფხაზეთის ტერიტორიაზე, აქ უკვე ყველაფერი არის შემოტრიალებული ჩვენს წინააღმდეგ ჩვენივე ხელით, შესაბამისად ყოველგვარი იდეოლოგიური საფუძველი გვაქვს გამოცლილი იმისათვის, რომ ჩვენ, ქართველებს (ანუ აფხაზეთისათვის „უცხოტომელებს“, “ბერიას მიერ ჩამოსახლებულებს”) ამ ტერიტორიაზე რაიმე პრეტენზია გვქონდეს. ზემოთ განხილული აბსურდული მიდგომები, ანტიქართული პროპაგანდის მიერ ფართოდ გავრცელებული და გულუბრყვილო ხალხის მიერ ფართოდ მიღებული “იდეა” “აფხაზებისა და ქართველების შერიგების” შესახებ, ყოველგვარ საფუძველს აცლის ქართულ სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ მიმართოს რაიმე ძალისხმევა.
ამიტომ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია, რომ სიტყვა “აფხაზის” ქართველი ერისაგან განცალკევებულად გამოყენება არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული.

აფხაზების ცალკე ეთნიკურ ჯგუფად გამოყოფა („აფხაზები და ქართველები“) ჩვენი აზრით ისეთივე აბსურდია, როგორც მაგალითად, „მეგრელები და ქართველები“, ან „კახელები და ქართველები“ და ა.შ. აფხაზი ერის, ან რაიმე მსგავსი ეთნიკური ერთობის არსებობას ქართველი ერისაგან გამოყოფილად ისტორია არ იცნობს (ყოველ შემთხვევაში XVII-XVIII ს.ს-მდე, თუმცა ამ პერიოდშიც, აფხაზეთი და აფხაზები ჯერ კიდევ მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ ეთნიკურ, კულტურულ  თუ პოლიტიკურ სივრცესთან ). მართალია, დღევანდელ დღეს აფხაზები, როგორც ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, აღარ არსებობენ, მაგრამ ისინი არც ცალკე ერად ჩამოყალიბებულან.

„უძველესი ქრისტიანი ერი“.
თვითმარქვია პრეზიდენტი ბაღაფში (რომელიც ახლა აღარაა ცოცხალი) აღნიშნავდა, „ჩვენ უძველესი ქრისტიანი ერი ვართო“ – თუმცა მას „დაავიწყდა“ დაესახელებინა ერთი აფხაზური ეკლესია მაინც, იქნებ იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს?! არც მას და არც სხვებს ასევე არაფერი უთქვამთ რომელიმე აფხაზი წმინდანის შესახებ, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილა?! მეტად უცნაურია, „უძველეს ქრისტიან ერს“ თავისი „ხანგრძლივი ისტორიის“ მანძილზე არ აეშენებინოს არცერთი ეკლესია, არ დაეტოვებინოს არცერთი წმინდანი, არცერთი ისტორიული ძეგლი! არ ჰქონდეს არცერთი ისტორიული წყარო, იქნებ იმიტომ, რომ აფხაზები ყოველთვის ქართველები იყვნენ და იქ არსებული ისტორიული ძეგლების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია?! როგორ შეიძლება აფხაზები ცალკე ერი ყოფილიყო, თანაც ქართულისგან განსხვავებული ენით, და ამავდროულად არცერთი აფხაზური წარწერა არსად იყოს შემორჩენილი?! ხოლო ყველა ის წარწერა, ძეგლი, ტოპონიმი (გარდა მოგვიანო ხანაში შემოსული ტოპონიმებისა) კარგად მიუთითებს მაშინდელი აფხაზების ეროვნული ვინაობის შესახებ.  მაშინდელი აფხაზები კი ქართველები იყვნენ და აშკარაა, რომ სატომო სახელი „აფხაზი“ ქართულია.

moqv
წიგნიდან “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთი. მოხსენებათა კრებული”. 2012 წ.

„უძველესი ქრისტიანი ერის“ შვილმა, დიმიტრი გულიამ სახარება „აფხაზურად“ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე გადათარგმნა, თუმცა ამაოდ, ამას თავადვე დანანებით აღნიშნავდა: „-ეს უზარმაზარი შრომა, რა თქმა უნდა, აფხაზმა ხალხმა მაინცდამაინც ვერ შენიშნა ქრისტიანობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, კაცმა რომ თქვას, ასეთივე გულგრილობას იჩენდა აფხაზობა მაჰმადიანობის მიმართაც“.
საინტერესოა დიმიტრი გულიას „აფხაზები“, ძველი აფხაზებისაგან განსხვავებით, რომლების რელიგიური იდენტობაც ბედიის, ილორისა თუ გაგრის ისტორიულ ქართულ ეკლესიებს უკავშირდება, რატომ იჩენდნენ (და დღესაც იჩენენ) გულგრილ დამოკიდებულებას ქრისტიანობის მიმართ?! პასუხი მარტივია – ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეცდომით აფხაზებს ვეძახით, სრულიად უცხოა აფხაზეთში არსებული ისტორიულ-რელიგიური კულტურის ნიმუშები.

იხ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე:  https://diaokh.wordpress.com/2012/12/17/საქართველოს-კულტურული-მე/

„შერიგება“

აფხაზეთის პრობლემის მოგვარების (ჩვენი თვალთახედვით – აფხაზეთის საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში დაბრუნების) ერთ-ერთ ძირითად გზად და საშუალებად ე.წ. „შერიგებას“ სახავენ. ეს, ერთი შეხედვით ჰუმანური და მშვიდობისკენ მიმართული იდეა, რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალაა და მეტი არაფერი, ბუნებრივია, ვერ იძლევა პრობლემის გადაწყვეტის ვერავითარ პერსპექტივას და ამავე პრობლემის აღქმის ადეკვატურობას (თუმცა, რასაკვირველია, დიალოგი, მშვიდობიანი პოლიტიკა ყოველთვის აუცილებელია). ჩვენი აზრით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია არა ამგვარი “იდეებით”, არამედ მოცემული ქვეყნის სახელმწიფო აპარატის, სახელმწიფოებრივი სისტემის გამართული ფუნქციონირებით, რაც, მოცემულ ეტაპზე, სამწუხაროდ, საქართველოსთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ნებისმიერი საუბარი „შერიგებაზე“ მხოლოდ გარკვეული დემაგოგიის ან იაფფასიანი პოპულიზმის საგანი შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, წინა პლანზე დღეს მხოლოდ ამგვარი დემაგოგიაა და არა პრობლემის ისტორიული საფუძვლების სიღრმისეული კვლევა….

პრობლემის ისტორიული სათავე იმაშია,  რომ ჩრდილოკავკასიურ ტომებს ყოველთვის ჰქონდათ მისწრაფება ფეხი მოეკიდებინათ საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, ოსებმა ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ისარგებლეს მონღოლთა შემოსევებით გამოწვეული საქართველოს სახელმწიფოებრივი დასუსტებით და ქალაქი გორიც კი დაიკავეს. შემდეგ, როცა საქართველოს სახელმწიფო ისევ მოძლიერდა XIV საუკუნეში, ისტორიული წყარო ამბობს: „მეფეთა შორის უბრწყინვალესმან გიორგიმ აღფხურნა და განასხნა ოვსნი“. განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში ჩრდილოკავკასიური ტომების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ფეხის მოკიდება და ნებისმიერი ფორმით მისი მიტაცება ცხადია, შეუძლებელი იყო. რთული ეთნო-დემოგრაფიული პროცესები იწყება საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდგომ. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ტერიტორიაზე ოსების ხელახალი შემოსვლა ჯერ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე დვალეთში და შემდეგ შიდა ქართლის სიღრმეში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ქვეყანას ჩამოშორდა ვრცელი ტერიტორია, რომლის შედეგად საზღვარმა აღ-სუზე (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) გადმოინაცვლა  და შემდეგ ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე ალის სასულტნოც დაარსდა. და სწორედ ამ დროს იწყება ჩრდილოკავკასიელ აფსუათა ტომის დამკვიდრება საქართველოს კიდევ ერთ მხარეში – აფხაზეთში [„XVII საუკუნეში, შაჰ-აბასის დროს  საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ვრცელი მონარქიის აღმოსავლეთი პროვინციები თანდათან ჩამოსცილდა საქართველოს და XVII საუკუნის დასაწყისისათვის უკვე ყანი-ყობით (სისხლიანი ღელე, კაკის აღმოსავლეთით 10 კმ.) შემოიფარგლა.  გაძლიერებული ანექსია ჯერ კიდევ მონღოლების დროს დაიწყო, როცა საქართველოს აღმოსავლეთის საზღვარმა აღ-სუზე (თეთრი წყალი), შემახასთან გადმოინაცვლა.“ – ლევან ჭილაშვილი – „კახეთის ქალაქები. თბ.1980.“].

jaruu
ენდრიუ ანდერსენის რუკა.

ისტორიკოსი ზურაბ რატიანი თავის წიგნში „წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო“ აღნიშნავს: აფხაზეთი რომ საქართველოს ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც ქართლ-კახეთი, მესხეთი და ნებისმიერი ქართული მხარე, როგორც აღვნიშნე, ეს დიდი ხანია გაარკვიეს ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და პავლე ინგოროყვამ, ისევე როგორც ის, რომ ძველი, ნამდვილი აფხაზები ქართველები იყვნენ, ხოლო აფსუები გადამთიელები არიან… ნიკო ბერძენიშვილისა და პავლე ინგოროყვას დასკვნები ვნახოთ: „აფხაზეთი ისეთივე საქართველო და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი (ნ. ბერძენიშვილი); „დასავლეთ საქართველოს ქართული სახელმწიფო შექმნილია ქართველი ტომების მიერ და ერთ-ერთი ამ ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები (პ. ინგოროყვა).“ 

ზურაბ რატიანი ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე: „რომ აღარაფერი ვთქვა დიდი ქართველი მეცნიერების – ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის, გნებავთ, დიდი რუსი ისტორიკოსის ვასილ ტატიშჩევის ნაშრომებზე და ბოლოს ამ ჩემს მიერ წარმოდგენილ „წყაროთა ღაღადზე, ანუ პირიქითა საქართველოზეც“, დღესაც აშკარად ჩანს აფსუათა ჭეშმარიტი სამშობლოს ადგილმდებარეობა რსფსრ-ს ადმინისტრაციული დაყოფის კრებულში, რომელიც 1974 წელს არის გამოცემული მოსკოვში, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ რსფსრ-ს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში არის ადიღეჰაბლის რაიონი და მასში შედის რვა სასოფლო საბჭო, რომელთაგან ერთს ჰქვია აფსუას (Апсуанский сельсовет) სასოფლო საბჭო, ე.ი. ერთი სოფელი კი არა , რამდენიმე სოფელიაო ამ სასოფლო საბჭოში შემავალი. ამრიგად, “აფსუანსკი” და არა “აფხაზსკი”,  ე.ი. იქ მათ საკუთარი სახელით იცნობენ, აქ კი მათ დაკარგეს ეს საკუთარი სახელი, რადგან შეერწყნენ კულტურულ ერს – ქართველობას და მიიღეს მისი ერთი კუთხის, აფხაზეთის მკვიდრი ქართველის – აფხაზის სახელწოდება.“

პროპაგანდა
დღეისათვის, ზემოთ აღნიშნული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემის და იდეოლოგიის გაუმართაობა განაპირობებს შემდეგ მძიმე მდგომარეობას – არ არსებობს ქართული პროპაგანდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით, მაშინ, როცა ანტიქართული პროპაგანდა ღრმადაა ფესვგამდგარი არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, არამედ მრავალი ქვეყნის აკადემიურ წრეებშიც კი. მათ შორის კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენდამი ისეთ კეთილგანწყობილ ქვეყნებშიც, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, თურქეთი და ა.შ. გამოიცემა წიგნები, ბროშურები, კეთდება ვებ-გვერდები, მზადდება ანტიქართული პროპაგანდისტული სატელევიზიო სიუჟეტები, რომლებშიც ზოგ შემთხვევაში იქამდე მიდის საქმე, რომ წარმოჩენილია „აფხაზი ერის მამაცური ბრძოლა თავისუფლებისათვის ქართველ ოკუპანტთა წინააღმდეგ“.

თუ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ახლო მომავალში არ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ეს კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს.

იხილეთ აგრეთვე:

1) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე

2)აფხაზეთი ისტორიულ რუკებზე: https://diaokh.wordpress.com/2012/12/17/აფხაზეთი-ისტორიულ-რუკებზ/

3)აფხაზეთის ისტორიული ძეგლები: http://saunje.ge/index.php?id=303

4)სიმართლე “აფხაზური” დროშის შესახებ:

5) საინტერესო გვერდი “ფეისბუქზე”:  Sanigia – სანიგეთი

ამონარიდი ზურაბ რატიანის წიგნიდან:
1
2

About diaokh

21 years old
This entry was posted in მხარეები, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები and tagged . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი