Digest Logo

ჩინეთში 2023 წელს მოსახლეობა 2 მლნ-ით შემცირდა

1705491600
ჩინეთში 2023 წელს მოსახლეობა 2 მლნ-ით შემცირდა

2023 წელს ჩინეთის მოსახლეობა 2 მლნ-ით შემცირდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს ჩინეთში 1 მლრდ. 410 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა, რაც წინა წლის მონაცემებზე 2,08 მლნ-ით ნაკლებია. ამის შესახებ Deutche Welle წერს.

2022 წელს ჩინეთის მოსახლეობა პირველად შემცირდა ბოლო 60 წლის განმავლობაში, მაშინ კლებამ 850 ათასი შეადგინა.

სპეციალისტები ამას კორონავირუსს და რთულ დემოგრაფიულ სიტუაციას უკავშირებენ. 2023 წელს ჩინეთში 9.02 მლნ ბავშვი დაიბადა, ხოლო 2022 წელს - 9,56 მლნ ბავშვი. გაიზარდა სიკვდილიანობა - თუ 2022 წელს მან 10,41 მლნ შეადგინა, 2023 წელს უკვე 11,1 მლნ იყო.

შობადობა ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია იკლებს. ეს „ერთი ბავშვის“ პოლიტიკის შედეგია, რასაც ჩინეთის ხელისუფლება მრავალი ათწლეულის განმავლობაში ახორციელებდა. ასევე ექსპერტები ამას უძრავი ქონების, განათლების და ჯანდაცვის მაღალ ფასს უკავშირებენ. სულ უფრო მეტ ქალს განათლების მიღება და მუშაობა სურს, და არა ოჯახის შექმნა.

ბოლოს ჩინეთში მოსახლეობის ზრდა 2021 წელს დაფიქსირდა - მაშინ მატებამ 450 ათასი შეადგინა. 2023 წელს ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით ინდოეთმა გაასწრო.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„21 იანვარს ეპოქალური მოვლენაა, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

🔵თედო ბექაურის ჩახუტება ბებიასთან გამარჯვების შემდეგ - ემოციური ფოტოები

🔵🎥 „მნიშვნელოვანია, ჩვენი მენტალური მდგომარეობისთვის ცხოველის ყოლა“ - გაიცანით გოგო, რომელმაც მარნეულში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ძაღლი შეიფარა