Digest Logo

„პარაზიტის“ ვარსკვლავი ლი სუნ კუნი გარდაიცვალა

1703659813
მსახიობიმსახიობი

სამხრეთ-კორეელი მსახიობი ლი სუნ კუნი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 48 წლის კაცის ცხედარი მის მანქანაში აღმოაჩინეს, რომელიც სეულის ცენტრალურ პარკში იყო გაჩერებული.

დაუდგენელია იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, თუმცა პოლიციამ მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ სახლიდან გასვლამდე მსახიობმა წერილი დატოვა.

ოქტომბრიდან სუნ კუნის წინააღმდეგ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მის რეპუტაციასა და კარიერას.

ნარკოტიკების მოხმარება სამხრეთ კორეაში სერიოზულ დანაშაულად ითვლება, მაგალითად მარიხუანის მოხმარება ქვეყანაში 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ლი სუნ კუნის კარიერა 20 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. მან არაერთ კორეულ ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველაზე ცნობილი თავისი როლი ოსკაროსან ფილმში „პარაზიტი“ შეასრულა. მსახიობს დარჩა ცოლი და ორი ვაჟი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „საქართველოში ურთულესი შემოდგომა იქნება...“ - როგორია 2024 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში?

🔵 „პერიოდი წარმატებულია, მოგების შანსი მაღალია ლატარიებში და კონკურსებში...“ - ვინ არის მიმდინარე კვირის ფავორიტი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად?

🔵 როგორ შევხვდეთ 2024 წელს - რა უნდა გავაკეთოთ დრაკონის გულის მოსაგებად, რომელი ხილი უნდა გვქონდეს სუფრაზე და რატომ 8 მანდარინი