Digest Logo

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გია „დლინნი“ დიაკვნიშვილი, რუსეთში, საკუთარ სახლში თავში დაჭრილი იპოვეს

1662460129
კანონიერი ქურდი გია „დლინნი“

„ნოვაია მასკვას" სოფელ მოსტოვსკოეში მდებარე საკუთარ სახლში, ცნობილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გია, იგივე „დლინნი“ დიაკვნიშვილი, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ტყვია საფეთქელში შევიდა და დიაკვნიშვილს თვალბუდე გაუხვრიტა. დაჭრილი დიაკვნიშვილი ამჯერად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას ექიმები მკურნალობენ.

ჩხრეკის დროს პოლიციამ საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი იპოვა. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული. გამოძიება ორ ვერსიას განიხილავს: მკვლელობის მცდელობას და თვითმკვლელობის მცდელობას.

როგორც რუსული მედია წერს, გია (გიორგი) დიაკვნიშვილი ქართველი წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსკოველი „კანონიერი ქურდია". ასევე ის არის ქურდების საერთო ფონდის ე.წ. "ობჩიაკის" მფლობელი. დიაკვნიშვილი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში მხარს დედ ჰასანს უჭერდა და ტარიელ ონიანის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ 👇

⚪13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები

🔘🎥 „საქართველოში ახალგაზრდები ისე იქცევიან, თითქოს რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს, ან თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი“ - რუსი ბლოგერი

🔘„შენი მოვლინება ამ ქვეყანაზე საოცრება იყო, ბუნებამ ვერ გაგიმეტა მოსაკლავად, ადამიანმა გაგიმეტა ისევ... .“ - მირიან კუკუვას ბებიის ემოციური პოსტი

წყარო: web1.rustavi2.ge