Digest Logo

ქეით მიდლტონი კლინიკაშია მოთავსებული - 42 წლის პრინცესა კიდევ ორი კვირა დარჩება ჰოსპიტალში

1705557685
ქეით მიდლტონი

ბრიტანეთის პრინცესა ქეით მიდლტონი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკაში მოხვდა, სადაც ოფიციალური ცნობებით, კიდევ ორი კვირა დარჩება.

სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა მიმართვა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა მეტ დეტალს არ აკონკრეტებენ.

„ქეითს იმედი აქვს, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება მის სურვილს, სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩეს. პრინცესას იმედი აქვს, რომ მალე აღიდგენს ძალებს, რადგან მის სამუშაოზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული“, - აღნიშნულია სამეფო ოჯახის მიმართვაში.

 ქეით მიდლტონი 9 იანვარს 42 წლის გახდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „საქართველოში ურთულესი შემოდგომა იქნება...“ - როგორია 2024 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგიურ ჭრილში?

🔵 „პერიოდი წარმატებულია, მოგების შანსი მაღალია ლატარიებში და კონკურსებში...“ - ვინ არის მიმდინარე კვირის ფავორიტი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად?

🔵 როგორ შევხვდეთ 2024 წელს - რა უნდა გავაკეთოთ დრაკონის გულის მოსაგებად, რომელი ხილი უნდა გვქონდეს სუფრაზე და რატომ 8 მანდარინი