Digest Logo

სად არის ქეით მიდლტონი? ლედი როუზ ჰანბერი დუმილს არღვევს - სამეფო ოჯახში სკანდალი გრძელდება

1711005472
სამეფო ოჯახში სკანდალი გრძელდება

ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 3 თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. მისმა გაუჩინარებამ შეთქმულების მრავალი თეორია წარმოშვა. კონსპიროლოგიის ჩაცხრობას არ დახმარებია, არც ქეით მიდლტონის ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო, რომელიც გამოაქვეყნეს, შემდეგ კი წაშალეს.

ქეით მიდლტონი ბოლოს საჯარო სივრცეში 2023 წლის 25 დეკემბერს საშობაო ღონისძიებაზე გამოჩნდა, 2024 წლის 16 იანვარს კი კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის ჩატარების შესახებ საზოგადოებამ მეორე დღეს, 17 იანვარს - კენსინგტონის სასახლის განცხადებით გაიგო. სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ქეითი საჯარო მოვალეობების შესრულებას აღდგომის შემდეგ დაუბრუნდება.

ამის შემდეგ, 29 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონმა კლინიკა დატოვა და პოსტოპერაციული პერიოდი სახლში, ადელაიდას კოტეჯში გააგრძელა. 2 თებერვალს სასახლემ "სრული აბსურდი" უწოდა გავრცელებულ ჭორებს, რომ ქეითი კომაშია.

29 თებერვალს კი სასახლის წყარო იტყობინებოდა, რომ ქეითი თავს უკეთ გრძნობს. თუმცა, ამის პარალელურად, პრინცი უილიამი არ დაესწრო მემორიალურ ცერემონიალს, რომელიც მის ახლახან გარდაცვლილ ნათლიას მიეძღვნა, მიზეზად კი „გაუმჟღავნებელი პირადი საკითხი“ დაასახელა.

უახლესი ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა ქეითის გაუჩინარებასთან დაკავშირებით

ლედი როუზ ჰანბერიმ დუმილი დაარღვია ჭორების ფონზე - მას ჰქონდა რომანი ქეით მიდლტონის მეუღლესთან, პრინც უილიამთან.

ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჟღერდა: ქეითი წლების განმავლობაში მეგობრობდა სარა როუზ ჰანბერისთან, ყოფილ მოდელთან და პოლიტიკის მკვლევართან, რომლის ოჯახსაც კავშირი აქვს სამეფო ოჯახთან.

რუზი და მისი ქმარი ასევე ქეითისა და პრინც უილიამის მეზობლები არიან. 2019 წელს ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერდა, რომ ქეითი აღარ მეგობრობს როუზთან უცნობი მიზეზების გამო. ამის საფუძველზე, გავრცელდა ჭორი როუზისა და პრინცი უილიამის შესაძლო ინტიმური ურთიერთობის შესახებ. 

40 წლის როუზი სამი შვილის დედაა, რომელიც 2009 წლიდან ქორწინებაში იმყოფება დევიდ ჩოლმონდელიზთან, სანამ სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები აგრძელებდნენ სპეკულირებას მიდლტონის გაუჩინარების შესახებ, მან გადაწყვიტა დროულად დაეფიქსირებინა აზრი.

ჰანბერიმ Business Insider-ს უთხრა - მისი ადვოკატების მეშვეობით - რომ ჭორები, რომ მას ჰქონდა რომანი უილიამთან „სრულიად მცდარია.“

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 ილია თოფურიას მეუღლე თბილისში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕ „როცა დავორსულდი მითხრეს, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს... მეუბნებოდნენ 3 ჯანმრთელი შვილი გყავს რად გინდა ესო“ - თეა დარჩია