Digest Logo

ე.წ. ქოლცენტრების საქმე – კურტ უოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ - „კვირა“

1668495598
ამერიკელი მაღალჩინოსანი კურტ უოლკერი, ქართველი ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი

„გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, „კვირას“ მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ უოლკერთან ერთად არის გადაღებული“, - ამის შესახებ ინფორმაციას Kvira.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დავით კეზერაშვილმა უოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ კურტ უოლკერი სტაჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსანია და ის წლების მანძილზე იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს ფავორიტი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

„თავისთავად ცხადია, რომ ამ რანგის მაღალჩინოსნები ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ და არ დგამენ. შესაბამისად, ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რატომ შეხვდა უოლკერი კეზერაშვილს და რა გზავნილები გაცვალეს მათ ლონდონში შემდგარ შეხვედრაზე“, - წერს გამოცემა.

წყარო: kvira.ge