Digest Logo

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

1692710103
ალერგია - მცენარე

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს:

21.08.2023-27.08.2023 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.

საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ერთეული სახით დაფიქსირდება: მჟაუნას (Rumex), მრავალძარღვას (Plantago) და ჭინჭრის (Urtica) ყვავილის მტვრის მარცვლები.

მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის ამბროზიას (Ambrosia) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  „ასე მგონია, ცხოვრება გაჩერდა, სიამაყე იყავი... დაუჯერებელია, რომ აღარ ხარ!“ - ცოტნე ბარამიძეს მეგობრები ემშვიდობებიან

🔵  სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

🔵  ძლიერი სეტყვა ადიგენში - სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა