Digest Logo

38 წლის ვარ, მაგრამ რომ მნახოთ, იტყვით, რომ ღრმად მოხუცი ვარ, სულ გავჭაღარავდი, წელში მოვიხარე და ეს ყველაფერი კი ქალის დამსახურებაა - ახალგაზრდა კაცის მძიმე ისტორია

1638714961
სევდიანი კაცი ტირის

38 წლის ვარ, მაგრამ რომ მნახოთ, იტყვით, რომ ღრმად მოხუცი ვარ. სულ მთლად გავჭაღარავდი, წელში მოვიხარე და ჯანმრთელობაც შემერყა. ეს ყველაფერი კი ქალის დამსახურებაა.

როდესაც ცოლი გარდამეცვალა, 27 წლის ვიყავი და 3 წლის ვაჟი დამრჩა. უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე, რის გამოც ცოლის ნათესავებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონდა. მათ, ფაქტობრივად, ნინოს ნათესაობაზეც ხელი აიღეს, მშობლები კი ოჯახშიც არ უშვებდნენ:

ჩემი სიმამრი საკმაოდ მდიდარი კაცი იყო და იუკადრისა ჩემნაირი კაცის დანათესავება. ნინოს უზომოდ ვუყვარდი, ამიტომ არჩევანი არასოდეს უნანია და 5 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით. ის მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც.

დაკრძალვამდე 2 დღით ადრე მამამისი მოვიდა, არც დამლაპარაკებია, არც რამე უკითხავს, თანმხლებ მამაკაცებს მითითება მისცა, რომ მიცვალებული ოთახიდან გაესვენებინათ. ხმა არ ამომიღია. ნინო მამის სახლში გადაასვენეს, მე და ბავშვი კი შინ დავრჩით.

ჩვენს მწუხარებას მხოლოდ მეზობლები და ჩემი და ნინოს მეგობრები იზიარებდნენ. იმ დროს, როცა ნინოს მამა მოვიდა, შინ მე, ლადუკა და მეზობლის 2 ქალი ვიყავით. რა თქმა უნდა, უფლება არ მომცეს, მიცვალებულს გავყოლოდი და სასტიკად გამაფრთხილეს, რომ მათ სახლში არ გამოვჩენილიყავი. საკუთარი ცოლის დაკრძალვას ვერ დავესწარი.

ბავშვი ხელში ავიყვანე და პროცესიას შორიახლო გავყევი. როდესაც ყველა გაიკრიფა, სასაფლაოზე მე და ლადო დავრჩით. გვიანობამდე ვიყავით და შინ დავბრუნდით. ბავშვი ჩემი ცხოვრების იმედად იქცა. მის გარდა არავინ მყავდა. ნინოს მშობლებს მისთვის არ მოუკითხავთ, მაგრამ მაინც სულ მეშინოდა, რომ ლადო ჩემთვის არ წაერთმიათ.

გადიოდა წლები, მე ვმუშაობდი, ლადო იზრდებოდა.. შემდეგ გავიცანი ერთი ქალი, რომელმაც თავგზა ამიბნია და უზომოდ შემიყვარდა. ამ დროს ლადო უკვე სკოლაში დადიოდა. ნუნუ და ჩემი შვილი თავიდანვე ვერ იტანდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად საყვარლები ვიყავით. ის ჩემთან მოდიოდა ხოლმე და ხანდახან რამდენიმე დღითაც რჩებოდა.

ვატყობდი, რომ ბავშვი მის მიმართ აგრესიული იყო. ვცდილობდი, ისინი ერთმანეთისთვის არ შემეხვედრებინა, ამიტომ ნუნუ შინ აღარ მომყავდა ხოლმე. ამის გამო სულ უკმაყოფილება გვქონდა ერთმანეთში. შემდეგ დავიწყე ბავშვის დატუქსვა, ხანდახან მიცემია კიდეც იმის გამო, რომ ნუნუს არ უჯერებდა და ცუდად ექცეოდა.

ამ ქალმა შვილის მიმართ სიყვარული რაღაცნაირად, გამინელა. მზად ვიყავი, მისი ნებისმიერი სურვილი შემესრულებინა, ოღონდაც ჩემ გვერდით ყოფილიყო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ვთხოვე, ცოლად გამომყოლოდა. მან კი პირობა წამომიყენა: – თუ ლადო ჩვენთან არ იცხოვრებს, იმ შემთხვევაში დავქორწინდებითო. გამოსავალიც თვითონ მოძებნა – შენც ხომ უპატრონო ბავშვთა სახლში ხარ გაზრდილი, რა უჭირს, ლადოსაც თუ იქ მივიყვანთ, სანახავად კი ხშირად მიხვალო?!

ასე იყო თუ ისე, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. თავდაპირველად ბავშვს კვირაში ერთხელ ვნახულობდი, შემდეგ – თვეში ერთხელ.. თუმცა, ლადოს სულაც არ ჰქონდა ჩემთან შეხვედრის სურვილი. რომ ველაპარაკებოდი, ზედაც არ მიყურებდა, ზევით, ცაში იყურებოდა და ფეხებს აქანავებდა.. ბოლოს საერთოდ შევწყვიტე მასთან ურთიერთობა. ნუნუმ მთლიანად გამახვია თავის ბადეში და მარიონეტივით მათამაშებდა.

გახსენებაც კი არ მინდა იმ წლების.. ჩემი გონება, აზრი, გული, არსება ამ ქალით იყო დაკავებული. თვალებში შევყურებდი და მხოლოდ იმას ვცდილობდი, რამით მესიამოვნებინა. დღედაღამ თავაუღებლივ ვმუშაობდი, რომ მისთვის ჩექმა, “შუბა”, ოქროს სამკაულები და ძვირფასი კაბები მეყიდა.

მე კი დავჩაჩანაკდი, ქუსლმოღრეცილი ფეხსაცმლითა და გახუნებული შარვლით სიარული არ მესირცხვილებოდა. ნუნუ ხომ კარგად იყო! – ჩემთვის მთავარი ეს გახლდათ. მეგობრები შემომეცალნენ და სულ მარტო დავრჩი.

ერთხელ ქუჩაში მოხუცი ქალი შემხვდა და მოწყალება მთხოვა. ხურდები მივეცი. იმან კი მითხრა – შენ მოჯადოებული ხარ, ვიღაც გმართავს, ისეთი ცარიელი გამოხედვა გაქვს, ვინც შემოგხედავს, ამას ყველა მიხვდებაო.

თითქოს ამ ქალის სიტყვებმა გამომაფხიზლა. გადავწყვიტე, მკითხავთან მივსულიყავი. ბევრი სიარულის მერე ერთ მოლას მივადექი და ჯადო მომიხსნა.

შესაძლოა, გაგეცინოთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მერწმუნეთ, მართლა ასე იყო. ამის შემდეგ ბავშვი მოვიკითხე. მუხლებზე დავარდნილმა ვთხოვე პატიება და შევპირდი, ერთ კვირაში შინ წაგიყვან-მეთქი. ნუნუს ეს არ მოეწონა და მაგრად ვიჩხუბეთ.

დიდი ხის კოვზი მომიქნია და კბილებში გამცხო. ისე გავმწარდი, მაგრად დავალილავე და საავადმყოფოში მოხვდა. მე კი პოლიციამ დამაკავა. ვიდრე ყველაფერი გაირკევოდა, 1 თვე გავიდა. ლადოს მხოლოდ ამის შემდეგ მივაკითხე და აღმოჩნდა, რომ 4 დღის წინ გაქცეულიყო და ეძებდნენ.

11 წლის ბიჭი უკვე თავმოყვარე ადამიანია და როგორც ჩანს, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო – ეგონა, რომ მოვატყუე. 2 თვის მერე მიაგნო პოლიციამ კახეთში. თურმე ღამეს კულტურის სახლის კიბეზე ათევდა, დღისით კი კეთილი ხალხი აპურებდა. რომ ვნახე, გულში ჩავიკარი და ხმამაღლა ვიტირე..

ახლა ჩემი შვილი უკვე 14 წლისაა. კვლავ ერთად ვცხოვრობთ. დაივიწყა ის გულისტკივილი, რომელიც მივაყენე, მაგრამ მე ვერ ვივიწყებ, რომ ეშმაკი შემიჩნდა ქალის სახით – შვილზეც კი უარი მათქმევინა. ახლა მე და ჩემი შვილი ერთად ვართ და ქალის ხსენებაც კი არ მინდა. პატივისცემით, ზურა.

მასალა მომზადებულია გამოცემა „ბემბზე“ დაყრდნობით.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯოჯოხეთი გავიარე, როცა საქართველოში ჩამოგასვენეს და მე ვტიროდი უცნობ დედას... გაუფრთხილდით დედებს. ხელი ჩასჭიდეთ, ხმელა პური ჭამეთ და გვერდით იყოლიეთ“ - ემიგრანტის შვილის სულის შემძვრელი წერილი

🔵„ჩემი დაიკო 20 წლის გახდებოდა...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის დის ტრაგიკული ისტორია

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

🔵47 წლის კაცი მარტოხელა გოგოებს „ტროსტით“ სცემდა და შემდეგ ახრჩობდა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც 58 ქალის სიცოცხლე შეიწირა

🔵ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა