Digest Logo

ჰელოუინის ისტორია და ტრადიციები - იცოდით, რომ ქართველებს ჰელოუინი ამერიკელებამდე გვქონდა?

1698608460
ჰელოუინი ბერიკაობა

გოგრა, კოსტიუმირება, ჯადოქრობა, ჯადოსნური ელექსირები - ალბათ, მიხვდით, რომ „ეშმაკის დღესასწაულზე“ უნდა გესაუბროთ.

ამ ტრადიციას საზღვარგარეთ ჰელოუინის დღესასწაული ჰქვია და ძველი რიტუალების თანახმად, ბნელ ძალებს აფრთხობს.

მიუხედავად ამისა, „მამების თაობას“ არ სურს ამ დღესასწაულის აღნიშვნა და არაქრისტიანულ რიტუალად აღიქვამს.

თუმცა გვავიწყდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჰელოუინამდე გვქონდა საკუთარი „ჰელოუინები“.

ჭიაკოკონობა

ვნების კვირის ოთხშაბათს ცეცხლი ინთებოდა და მასზე ეშმაკების განსადევნად ხტებოდნენ. ამ ტრადიციას ჭიაკოკონობა ეწოდებოდა. მიიჩნეოდა, რომ ამ დროს ცეცხლზე გადამხტარი ადამიანი დემონებს ცეცხლში ტოვებდა. ეს ტრადიცია დღემდე შემოგვრჩა, თუმცა ეშმაკისეულად საერთოდ არ აღვიქმთ და ბავშვებიც დიდი სიხარულით ელოდებიან ამ დღეს. აგროვებენ საბურავებს, ფიჩხებს, ვინც უფრო დიდ ცეცხლს გადაახტება, მით უფრო „მაგარი იქნება“ - ამით ხშირად დამწვრობასაც იღებენ, მაგრამ მაინც უწყინარი კოსტიუმირებული, ამერიკული ჰელოუინია საშიში და წარმართული.

ბერიკაობა

კოსტიუმირებული ბერიკაობა და ყეენობაც გავიხსენოთ. ისინი წარმართულ საფუძველზე აღმოცენებული თეატრალური იმპროვიზაციები იყო. ბერიკაობის ძეგლი თბილისში დღესაც დგას. ბერიკები უსულო საგნებსა და განყენებულ ცნებებსაც ასახიერებდნენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბერიაკობა საქართველოში, დაახლოებით, მე-18 საუკუნეში იღებს სათავეს, ჭიაკოკონა კი უფრო ძველი განწმენდის რიტუალი, ჰელოუინი კი მე-19 საუკუნიდან მკვიდრდება.

გამოდის, რომ ჩვენ უფრო ადრე გვქონია წარმართული დღესასწაული, ვიდრე ამერიკელებს.

ჰელოუინის (All Hallows' Eve ყოველთა წმიდათა საღამო) სახელი ქრისტიანულია და წინ უძღვის კათოლიკური ტრადიციით, ყველა წმინდანის მოხსენიების დღეს, რომელიც დასავლურ საქრისტიანოში მერვე საუკუნიდან 1-ელ ნოემბერს აღინიშნება.

თანამედროვე სახით ჰელოუინი დაცლილია რაიმე სახის რელიგიური შინაარსისგან და საკარნავალო ელემენტებით გართობას გულისხმობს, თუმცა ქართველებს მაინც „ეჰმაკის“ რიტუალი გვგონია და არ ვაღიარებთ.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ემიგრანტები ჩემთან ერთად მოგზაურობენ საქართველოში და მათთვის სიმღერა ეს არის საოცარი ემოცია“- ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში კონცერტს გამართავს  

🎥 „არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებს და ბედნიერად თანაცხოვრობენ მასთან, მაგრამ როცა გაწუხებს, ამ შემთხვევაში იღებ გადაწყვეტილებას“- როგორ აკონტროლებდა ინგა გრიგოლია წლების განმავლობაში წონას

🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები