Digest Logo

„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

1639815968
ნათელმხილველი ბიჭუნა

15 წლის ინდოელი აბიგია ანანდი მსოფლიოში გახდა ცნობილი. ბიჭუნა ჯერ კიდევ დაბადებიდან ვუნდერკინდად აღიარეს. მან მთელ პლანეტაზე კორონავირუსის გავრცელება ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა და მალევე გაითქვა სახელი. 

მან განაცხადა, რომ 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის გაზაფხულისთვის საშიში ვირუსი გამოჩნდებოდა, რომლის წინააღმდეგაც არსებული წამლები უსარგებლო იქნებოდა. უფრო მეტიც, ბიჭი არწმუნებდა საზოგადოებას, რომ კაცობრიობას რამდენიმე წელი გაუჭირდებოდა ამ დაავადებასთან ბრძოლა.

მაშინ იუთუბიზე ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ასე ერქვა: „სერიოზული საფრთხე მსოფლიოსთვის, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე".

ის ამბობდა, რომ სერიოზული კრიზისი დადგებოდა და აზუსტებდა, რომ ჩინეთი და „მდიდარი“ ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებოდნენ. მერე ისიც იწინასწარმეტყველა, რომ პანდემია ცოტათი ჩაცხრებოდა 2020 წლის 5 სექტემბრისთვის, თუმცა ახალი ტალღა მას კვლავ გაააქტიურებდა.

ამ ცნობილი წინასწარმეტყველების მერე ნათელმხილველის აზრს ბევრი უსმენს. ცოტა ხნის წინ მან გამოაცხადა, თუ როგორ ხედავს 2022 წელს. მისი პროგნოზი წინა დეკემბერს საკმაოდ პესიმისტური იყო, წელს კი შედარებით პოზიტიურია.

აბიგიას თქმით, მომავალ წელს აუცილებლად მოხდება გრანდიოზული მოვლენები. 2022 წელი შევა ისტორიაში, თუმცა საამისოდ გარკვეულ სირთულეებთან შეგუება მოუწევთ ადამიანებს.

„2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ის გავლენას მოახდენს შემდგომ 400 წელზე“.

რასაკვირველია, გამოთქვა აზრი კოვიდსა და ვაქცინაციაზეც. აბიგიას თქმით, მუდმივი მუტაციების გამო უახლოეს მომავალში პრეპარატებს გაუჭირდებათ ვირუსთან ბოლომდე გამკლავება და ძირითადი იმედები მაინც ადამიანის იმუნურ სისტემაზეა.

ის ამბობს, რომ კაცობრიობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ასევე, უნდა დაფიქრდეს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

„შეაგროვეთ წვიმის წყალი. თუ გამოგივათ, ისწავლეთ ენერგიის მიღება მზის ბატარეებიდან“.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც ვანგას ეშინოდა~

🔵 ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც COVID-19 არ შეხვდება

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი