Digest Logo

„ერთხელ შეხვედრაზე სამი საათით ადრე მივედი, მეშინოდა არ დამგვიანებოდა...“- რას წერს გია ჯაჯანიძე

1707900402
გია ჯაჯანიძე

ჟურნალისტი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში სიყვარულზე საუბრობს.

მისი თქმით, სხვისი შეგონება ლამაზ ლარნაკში ჩაწყობილ ვარდებს ჰგავს, დროებით წყლით აცოცხლებს, მერე კი დაჭკნება და მოკვდება.

„ბედმოცარული, ნეტა რა ნიშნით ირჩევენ ადამიანები ერთმანეთს, ინტუიციით, გულის თქმით, ანგარებით, სოციალური მდგომარეობით თუ გაუაზრებლად. მილიონობით მაგალითები, შეგონებები, სწავლებები, შემთხვევები და გამოცდილებები.

რატომ მოტყუვდი? რას ელოდი და რა დაგხვდა? რატომ დაუშვი შეცდომა? თუ, შეცდომა კი არ დაუშვი, გამოცდილება მიიღე? გამოცდილება რომ მიიღე, კიდევ რატომ შეცდი? - შენ რომელი ხარ, კეთილი, ჭკვიანი, მიმდობი, გულუბრყვილო, ანგარებიანი თუ გამოუსწორებელი სულელი.

ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი თუ აღზრდის, მეტი ვერავინ. ოჯახი მხოლოდ მეხსიერებაა, ტკბილი ან მწარე მოგონება. ფილოსოფიური აზრები პოეზიაა, მოგეწონა, ისწავლე, ასწავლე სხვას, დაიმახსოვრე და ვერ გამოიყენე.
ან გამოიყენე დროებით.

„არა შეჯდა მწყერი ხესა, არ იყო გვარი მისიო“ - სხვისი შეგონება ულამაზეს ვარდებს ჰგავს, ლარნაკში ჩაწყობილს, რომელსაც დროებით წყალი აცოცხლებს, მერე დაჭკნება, მოკვდება და დამთავრდა.

უთვალავი კეთილი შეგონება დაგვრჩა ბედმოცარული ადამიანებისგან, მათი მხოლოდ სახელი შემორჩა, თავად კი ჯოჯოხეთურად იცხოვრეს, დატოვეს სიბრძნე, ცოდნა, გამოცდილება, რომელსაც ეზიარებიან ადამიანები, მაგრამ ვერ იაზრებენ.

ერთხელ შეხვედრაზე სამი საათით ადრე მივედი, მეშინოდა არ დამგვიანებოდა. დრო მალე გავიდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარე.

ერთხელ, მეგობარს ვთხოვე სადღაც გამყოლოდა, ჩამეძინა, როცა გავიღვიძე სწრაფად ჩავიცვი და წავედი, მაშინ მობილურები არ იყო. მაინც მივედი იქ სადაც შეხვედრა დავთქვით, ორ საათ-ნახევარი იყო გასული, ის იქ იდგა, საყვედურიც არ უთქვამს.

ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ. ჩემი კატა ფეხმძიმედაა, მალე კნუტებს ველოდები“- წერს გია ჯაჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „დედის გული ძალიან ჩვილია... გიყვარდეს მაშინ, როცა გვერდით გყავს“ - 92 წლის პედაგოგის ემოციური ინტერვიუ დედაზე

🎥 „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანი გამომწერს პასუხობს

⭕„გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი...“ - რას წერს ეკო ფანგანი?