Digest Logo

🎥 ჯემალ სეფიაშვილი იუბილარია - კომპოზიტორი 77 წლის გახდა

1708339921
ჯემალ სეფიაშვილი

დღეს, 19 თებერვალს კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს 77 წელი შეუსრულდა. კომპოზიტორმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში თეატრალურის კვარტეტთან და მომღერალ ლიკა დოლიძესთან ერთად გადაცემაში ახალ პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, 13 მაისს კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

„პროექტს ვაკეთებ თეატრალურის კვარტეტთან ერთად, სადაც 16 ჩემი სიმღერა იქნება გაჟღერებული. რაც შეეხება 13 მაისის ღონისძიებას, აქ თეატრალურს ვასვენებ. მეკითხებიან რატომ ვაპირებ ღონისძიების გამართვას საოპერო თეატრში, და ვპასუხობ, რომ ვარსკვლავი არ მინდა“, - ამბობს ჯემალ სეფიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

🎥 ილია თოფურია მალე მამა გახდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიალიდან