Digest Logo

„ჯვრის გარეშე ვერავინ მივა სამოთხეში“ - მამა ლევან ჯიქური

1695832800
მამა ლევანი ჯიქური

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება.

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

აღნიშნულ დღესასწაულს კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჯვრის როლისა და ფუნქციის შესახებ მრევლს მიმართავს.

„ჯვრის გარეშე ვერავინ მივა სამოთხეში. ჯვარია ყველაფერი რაც სიცოცხლეში შეგვემთხვევა - შრომა, ჭირი, უბედურება.

ჯვარი ყველას აქვს, მაგრამ ის რომ მაცხოვნებელი იყვეს მაღლა უნდა გვეჭიროს, ძირს არ უნდა მივათრევდეთ.

ანუ არ უნდა გავიძახოდეთ რომ მე ვერ ვუძლებ ჩემ ცხოვრებას, ვერ ვერევი.

ჯვარი რომ მაღლა გეჭიროს კიდე, ამისთვის ისეთი მოძღვარი უნდა გყავდეს ვინც სულიერ მიზანს დაგანახებს, აი იქ მიგაქვს შვილო, სასუფეველში.

ღმერთო ყველას მოგვეხმარე, რა რთული ყოფილა ცხოვრება“,- წერს სასულიერო პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია

🔵 პირველადი დახმარება ცოფისა და ნაკბენის დროს - არჩილ მარშანიას რჩევები

🔵 „საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება“- GWP განცხადებას ავრცელებს