Digest Logo

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეუერთდა

1692890412
გერმანული ნაგაზი სახელად პრადა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად პრადა ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე.