Digest Logo

„უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო მომავალი აქვთ“ - ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

1684323829
ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება, „უკრაინის საელჩო საქართველოში“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„ძვირფასო მეგობრებო, დრო ძმურ და სტუმართმოყვარე საქართველოში ძალიან სწრაფად იწურება და ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველად თბილი და მეგობრული ბათუმის სანაპიროზე 4 წლის წინ შემოვდგი ფეხი.

მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვცდილობდი მაქსიმალური ძალისხმევა გამეწია საქართველოსთან უკრაინის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრუტალურმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის - ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.
მთელი ცხოვრება განმავლობაში მემახსოვრება ქართველი მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვანი, შემართება და შეუპოვრობა, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ მისცა თავშესაფარი, უზიარებდა ყველაფერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის ყოფნისა და განათლების ღირსეული პირობები უზრუნველეყო.

იმ უკრაინელებთან, რომლებიც დარჩნენ უკრაინის მშვიდობიან ნაწილში და იარაღით ხელში აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ქართული გულების სითბო და ქართული სულის სინათლე მიაღწია თქვენს მიერ გაგზავნილი ასობით ელექტრო გენერატორის და ტონობით ჰუმანიტარული ტვირთის წყალობით.

უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიმაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი, ისევე როგორც აქ, საქართველოში, ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის, დარჩება ჩვენი უკრაინელი ოჯახის, უკრაინელი ხალხის ადათ-წესების და ტრადიციების ნაწილი.

საქართველოდან წასვლისას მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა!

მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპული ხალხების ერთიან მეგობრულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი მხოლოდ უახლოესი მომავლის საკითხია!“, - წერს კასიანოვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„შოფინგით და ძვირად ღირებული სასტუმროებით მანებივრებს“ - ვინ არის კაცი, რომელიც კესარია აბრამიძესთან ერთად დუბაიში ისვენებს

🔵ჰყავს თუ არა კრისტი ყიფშიძეს მეგობარი მამაკაცი - მოდელი გამომწერებს პასუხობს

🔵რატო არ თხოვდება ბაბი კირკიტაძე - რას, ან ვის ელოდება მომღერალი?