Digest Logo

„ძველ ბიჭებს და ქურდული გაგების ხალხს უპირობოდ სჯერათ, სასწაულია, გააზიარეთ“

1626167672
ძველი ბიჭი და შსს

პარადოქსია, მაგრამ ორი ურთიერთსაპირისპირო, ერთმანეთის მტრად შერაცხული ინსტიტუტი შეთანხმდა. ეს იდეალური თანხმობა, ახლა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად შსს -ს მიერ დასახელებულმა  ვერსიამ გამოიწვია. 

ზოგადად თუ დააკვირდებით, კრიმინალურ სამყაროსა და მათ მიერვე მტრად გამოცხადებულ უწყებებს შორის კოჰაბიტაცია შედგა. ეს განსაკუთრებულად თვალსაჩინო არჩევნების დროს ხდება და კიდევ მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფოს მიმართ რეალური და ობიექტური პროტესტი უჩნდებათ.

ყველაფერი 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებით დაიწყო, რომელსაც საფუძვლად ციხეში გადაღებული კადრებით გამოწვეული პროტესტი დაედო. კადრები როგორც მოსახლეობის უმრავლესობამ იცის პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას ასახავდა. ეს ყველაფერი იმდენად მიუღებელი იყო რომ სრულიად საქართველომ მაშინდელ ხელისუფლებას უარი უთხრა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კრიმინალური სამყაროს წევრებმა და ადამიანებმა, რომლებსაც იმ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეში ყოფნა უწევდეთ „ქართული ოცნების“ მიმართ მადლიერების ნიშნით მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა ავიწყდებათ რომ იმ ხალხის პროტესტი, რომლებმაც მათივე არაადამიანური მოპყრობა გააპროტესტა, დღესაც გრძელდება და ისევე ეწინააღმდეგებიან სხვა და სხვა სახის ძალადობას, როგორც მაშინ 2012-ში. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ახლაც შსს მიერ, პერიოდულად მიმდინარეობს ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ, კრიმინალური სამყაროს წევრები მმართველ გუნდს საჭირო დროს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ. დღესაც ასეა. სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება პოსტები, რომლებშიც კრიმინალური ავტორიტეტების მხარდამჭერები ღიად აფიქსირებენ რომ ლექსო ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა და 5 ივლისს, როდესაც ის რადიკალური ჯგუფის მიერ ძალადობისგან სახელმწიფომ ვერ დაიცვა ამას არაუშავს.

ამ ფატქს სოციალურ ქსელში „გირჩის“ წევრი და დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ასე გამოეხმაურა:

„ძველ ბიჭებს და ქურდული გაგების ხალხს უპირობოდ სჯერათ შსს-სი, სასწაულია, გააზიარეთ“. ზურას ეს სარკასტული პოსტი რეალობას მოკლებული ნამდვილად არაა. მისი სტატუს კომენტარებში ზოგმა გაიზიარა პოლიტიკოსის მოსაზრება ზოგი კი დაუპირისპირდა მას:

ზურა პაპიაშვილი - კი , არჩევნებსაც ერთად „იგებენ“

დავით ვაშაკიძე - ანუ მგელი ცხვარი ერთად ძოვს, ისეთი დემოკრატია ავაშენეთ

დავით სუბელიანი - ზურა კარგად გამაცინე, მაგრამ ჰო, ეგეთი დრო დაგვიდგა

ანდრია აბულაძე - გეყოფა ტყუილების წერა, ჯაფარ. შსს-ს სიტყვაზე არავინ ენდობა. ვიდეო ჩანაწერები დევს საქმეში და თვითონ „ტვ პირველის” მიერ არჩეული ექსპერტი აცხადებს, რომ ტვინში სასიკვდილო სისხლჩაქცევები არ ჰქონდა ცემის შედეგად, საზარდულზე საეჭვო ნანემსარები უპოვეს, პირზე კი დუჟი. ჰოდა თავიდან რომ ცემის შედეგად მოკლულად გაასაღე, ახლა მაინც გეყოს სინდისი და გაჩერდი.

ცნობისთვის, XX­ საუკუნეში საქართველოში, ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა საფუძვლიანად მოიკიდა ფეხი. მათი კლანის წევრები ყველგან იყვნენ და ყველაფერს აკონტროლებდნენ.

„დაიჯესტი“ მოგიყვებათ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა და შეიცვალა ე.წ. კანონიერი ქურდების დაუწერელი კანონები.

როდის შეიქმნა „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი ?

ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი შეიქმნა XX­ საუკუნის 20-იან წლებში . მენშევიკებსა და ბოლშევი­კ­­ებს­ შორის, დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, უამრავი ადამიანი ე.წ. ლაგერებში გაუშვეს­. ციხეში გაჩნდა შიდა დაჯგუფებები და ქურდების დინასტია ჩამოყალიბდა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლებას - უარყოფდნენ პასპორტს, არ იღებდნენ ხელისუფლების იდეოლოგიას, უარს ამბობდნენ ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლ­ობაზე და უგულებელყოფდნენ სახელმწიფო კანონებს...

მათ საკუთარი, პერსონალური, დაუწერელი კანონები შექმნეს:

ქურდმა ქურდს ნებისმიერ კონფლიქტში მხარი უნდა დაუჭიროს, ქურდს არა აქვს უფლება, ჰქონდეს ოჯახი, ქონება და ა.შ.

ქურდი არჩევს საქმეებს და ქურდულ შემოსავალს სხვა პატიმრებსაც უნაწილებს, ანუ ქურდი იმ პერიოდში გახდა „რაინდი“, რომელიც მდიდარს ართმევდა და დაჩაგრულს აძლევდა.

„კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.

ასეთი იყო წესი ქურდებს თავიანთი კანონებით უნდა ეცხოვრათ. მათი მთავარი „კონსტიტუცია“ „დუმილის კანონს“, ეფუძნებოდა - ქურდებს არ ჰქონდათ უფლება, გაეცათ ინფორმაცია. ამ კანონებმა ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი საზოგადოება.

მათი ერთ-ერთი მისია იყო, „ლაგერში“, ციხეში თუ გარეთ, ქურდული საზოგ­ადოების გაკონტროლება და მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის რეჟიმის დროს მკაცრი კანონმდებლობა იყო და მილიონობით ადამიანი დახვრიტეს,­ „კანონიერ ქურდებს“ მაინც ჰქონდათ თავიანთი არაფორმალური ორგანიზაცია.

რატომ მოიკიდა ფეხი ამ ინსტიტუციამ ყველაზე წარმატებით საქართველოში?
სტალინს საბჭოთა კავშირში სერიოზული ავტორიტეტი ჰქონდა­ და მისი ეთნიკური­ წარმოშო­ბის გამო რუსეთში ქართველები ავტო­რი­ტეტით სარგებლობდნენ.

ქართველების მეორე უპირატესობა ისიც იყო, რომ ამ წრეში მუდმივად ლიდერები იყვნენ. დღესაც კი მთელ მსოფლიოში ქურდული სამყაროს ყველაზე ავტორიტეტული ნათლიები საქართველოდან არიან.

საბჭოეთის ნგრევის შემდეგ ჩეჩნური დაჯგუფებები გამოჩნდნენ, მაგრამ ისინი „კანონიერი ქურდები“ კი არა, უფრო ყაჩა­ღები და გამტაცებლები იყვნენ.

რა სხვაობაა XXI საუკუნის ქურდსა და ძველი ყაიდის ქურდს შორის?
თანამედროვე ქურდული საზოგადოება აბსოლუტურად განსხვავდება ძველი­სგან. ახლანდელი ქურდები მაფიოზური ტიპის კრიმინალები არიან:

აქვთ სიმდიდრე,

აქვთ ლეგალურ ბიზნესში წილები,

აღარ მიიჩნევენ აუცილებლად კრიმინალურ ბიოგრაფიასა და სპეციფიკურ ატრიბუტიკას...

დღეს საქართველო­ში „კანონიერი­ ქურდის“ ინსტიტუტი სახელმწიფოს ვერ დაანგრევს. ქართველი ქურდები, ძირითადად­, უცხოეთში არიან. ქურდების ცხოვრება იოლი არ არის . ზოგი უდროოდ კვდება, ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ვინც 50-60 წელს გადას­ცდა, „ქურდულ პენსიაზეა“ გასული და საქმეებში აღარ ერევა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა ბრიფინგი შეაწყვეტინეს - რა მოხდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე?

„ამ ქვეყანაში ჯობია არ მოკვდე, თორემ ნაწლავებსაც კი გადმოგიტრიალებენ და გვამზე იცეკვებენ“ - ბაია პატარაია

„ისეთი რამ დამმართა ამ დაავადებამ, ლამის მოვკვდი...“ - მარიკა ბაკურაძე