Digest Logo

„მკვლელის და ტერორისტის მეუღლევ! ეს ზღვაში წვეთია, რაც დაგემართათ... 10 წლის თმებგათეთრებული პეტრე რომ ჩაეცხრილათ ლოგინში, უფრო სამართლიანი იქნებოდა“ - მაჩალიკაშვილის დედა გოგაშვილის მეუღლეს მიმართავს

1658135887
მედიკო მარგოშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - მედიკო მარგოშვილი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ცოლს - თეა მარტყოფლიშვილს მიმართავს.

„ქალბატონო თია! უფრო სწორედ მკვლელის და ტერორისტის მეუღლევ! სხვათა შორის, ეს სიტყვა ტერორისტი! თქვენგან დავიზეპირე მეც.

ტერორისტებიო რომ გვეძახდით, მეცინებოდა სიმწრისგან და ყველაფერს, მაღალ ღმერთს ვანდობდი. ვფიქრობდი და შოკში ვვარდებოდი, ყოველი ამ სიტყვის გაგონებაზე. თან ასეთი უსამართლობა და ცილისწამებები თუ ხდებოდა ამ ქვეყანაში ვერც წარმოვიდგენდი, სანამ თავს არ გადაგხვდა და ვიტანთ დღემდე. და ბოლოს მსოფლიო დონის პოლიტიკოსს! ქვეყნის აღმშენებელს! თქვენი ოჯახისნაირ კრიმინალების მოწინააღმდეგეს მიხეილ სააკაშვილსაც კი უწოდა, თქვენმა მეუღლემ ტერორისტი.

მის მერე თქვენი ოჯახისგან არაფერი არ გამკვირვებია. თქვენი ოჯახისნაირი, სახეზე ლაფწასმული, ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი ოჯახი, ჯერ არ შემხვედრია.

სიმართლე რომ გითხრა არ მინდოდა, არაფრის დაწერა, მაგრამ თქვენმა ასეთმა, უსირცხვილობამ და უნამუსო ტყუილებმა, მოთმინება დამაკარგვინა.

შე უნამუსო ქალო!

ეს ზღვაში წვეთია, რაც დაგემართათ. სამართლიანობამდე კიდევ შორია. არ გრცხვენია, რომ იღებ ვიდეოს და ავრცელებ: „ვაიმე, დედა, ბავშვი რა დღეში ჩამიგდესო“ მერე კივი: “ბავშვს არ ესროლოთო“.

მეხუთე წელია მე და ჩემი ოჯახი ვყვირივართ, ვკივივართ, ვტირივართ, ვეძებთ სამართალს. რის მიღწევაშიც თქვენი მეუღლე გვიშლიდა ხელს, დღემდე.

ვინ არ დაიქირავა, შენმა სანაქებო სოსიკომ, ჩვენი ოჯახის გასაშავებლად რამდენი ბოტი ტროლი, რამდენი ფულს დახარბებული არა ადამიანი.

მაგრამ არ გამოგივიდათ: იმიტომ რომ ჩვენთან, პირველ რიგში მაღალი ღმერთია და მერე სიმართლე. ნათქვამია, მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო. არ გიფიქრია დღემდე, შენი მეუღლის წყალობით რა არ გადავიტანეთ.

მე გაგახსენებთ: შენი ყასაბი მეუღლის დაგეგმვით: 2017 წლის 26 დეკემბრის ღამეს 3სთ და 45 წთ-ზე თავს დაგვესხა სპეცრაზმი რატომ? რა დანაშაული მიგვიძღოდა. იქნებ შენ აგვიხსნა, გეცოდინება. ჩემი შვილის მკვლელობით კმაყოფილი და გმირობით რომ მოგივიდა სახლში, მოგიყვებოდა ყველაფერს.

რომ მძინარე ბავშვი თავისივე ლოგინში როგორ ჩაცხრილეს. როგორ გაანადგურეს ოჯახი. აი ეს ყველაფერი მოუყევი საზოგადოებას, ოღონდ სიმართლე, ტყუილების გარეშე, დღემდე რომ ფრქვავთ.

უფალი მოწყალეა ქალბატონო თეა: თემირლანის მკვლელები ვერ გაიხარებენ, უმკაცრესად დაისჯებიან.

ამის ღრმად მჯერა. თურმე ორი იარაღიც ჩაუდიათ სოსოსთვის, შეახსენე რომ შეხვდები: ტყუილუბრალოდ, თქვენს მიერ უსამართლოდ მოკლულ თემირლანისთვის ხელყუმბარა რომ ჩაუდეთ კარგი საქციელი იყო-თქო. და კიდე ისიც მიაყოლეთ, 10 წლის პეტრეს თმების გათეთრებას არ პატიობს კაცი და თემირლანს მშობლებმა რაღა ქნას-თქო.

სამუდამოდ რომ ჩაუბნელეთ მზე. ნეტა, თმებ გათეთრებული ჩემი შვილიც მყოლოდა ცოცხალი დღეს. ეგ თქვენს ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაცია, უფრო სამართლიანი იქნებოდა ქალბატო თია ის თქვენი თმებ გათეთრებული პეტრე რომ ჩაეცხრილათ ლოგინში მძინარე.

აი, მაშინ აღდგებოდა სამართალი. მე გამწარებულმა ბევრი გწყევლეთ ადრე, გულით კი არავის ვუსურვებ ჩემს დღეში ყოფნას.

ყველაფერი ღმერთისთვის მიმინდვია.ის გაარჩევს ყველაფერს მტყუანსაც და მართალსა. ერთ რჩევას კი მოგცემ უკან რომ მიიხედო კარგი იქნება, წინ გახედვას არ იმსახურებს თქვენი ოჯახი“, - წერს მარგოშვილი.

ინფორმაციისთვის, 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა 26 დეკემბერს დაჭრეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში 2018 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ნოემბრის ბოლოს თბილისში განეიტრალებულ ტერორისტ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„შემდგარი, წარმატებული ადამიანები მიდიან, კატასტროფული რიცხვები გვაქვს - სამოთხე გვაქვს და სამოთხიდან გაქცევა როგორ შეიძლება ადამიანს უნდოდეს?!“ - დათო ტურაშვილი

🔵„მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და აურის დაბინძურების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი