Digest Logo

„რამიშვილო! გვამის ორგანოებისგან აწყობილ ზომბს დაემსგავსე! მეტყველების ნაცვლად მხოლოდ ყმუილი შეგეძლება...“ - თეონა ჯორბენაძე

1681201346
თეონა ჯორბენაძე რამიშვილზე

კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „პოსტივის“ წამყვანის - შალვა რამიშვილის შესახებ წერს.

👉„მინდა იცოდეთ, რომ...“ - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე

მისი თქმით, კონცეპტArt-ი ხელოვანებთან, რომლებიც POSTTV-ის ეთერში მივლენ, თანამშრომლობას შეწყვეტს.

„შალვა რამიშვილი შენ უკვე გვამის ორგანოებისგან აწყობილ ზომბს დაემსგავსე, მალე ალბათ, მეტყველების ნაცვლად მხოლოდ ყმუილი შეგეძლება.

უბრალოდ, შენს შემქმნელზე ადევნებასაც ვერ შეძლებ, ის გაგასწრებს აუცილებლად. როგორ მოექეცი შენს ნიჭს, შვილებს, რის ფასად გიღირს? არ მჯერა, რომ მხოლოდ ლარებმა გადაწონა. იმდენად ღიაა უკვე შენი ტროლობა, რომ „გასაშავებელი“ არტისტების სიას აღარც მალავ, პირდაპირ შეგაქვთ სტუდიაში რომელიმე რომ არ გამოგრჩეთ. გუშინდელი ეთერის შემდეგ შექება დაიმსახურე თუ დღეს გადაუგზავნიან?მივმართავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, არტისტებს. როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ასეთი რა გაჭირვებაა, რომ სტუმრად დადიხართ გადაცემებში Postv-ზე, რომლის ეთერიდან თქვენს კოლეგებს ასე გულისამრევად ამცირებენ, დასცინიან, ცილს სწამებენ?

არხი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური მოვლენის ფონდ „იავნანას“ დარბევით გაიხსნა! ეს იყო მათი პირველი მასშტაბური მავნებლობა, რის შემდეგაც დააჯილდოვეს ბიუჯეტით და ონლაინ სივრციდან ტელევიზიად გახადეს.

ინვესტიცია ჩაიდო სიძულვილის და სიცრუის პროპაგანდაში და ყოველი ვიზიტი მათთან სწორედ ამ სიბოროტის ხელშეწყობაა.

მათი დავალება იყო პაატა ბურჭულაძის, თამრიკო ჭოხონელიძის და მერაბ სეფაშვილის დისკრედიტაცია, თქვენი პოზიცია არ მოუვათ თვალში და აუცილებლად მოგადგებიან. არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, ვისაც ჩვენს შემოქმედებით გუნდთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გაქვთ იცოდეთ, რომ ეს წითელი ხაზია და არჩევანი თქვენთვის მომინდვია.

პ.ს. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ შალვა რამიშვილი როცა დაიჭირეს და 202 უპატრონოდ დარჩა მე და მაკა რაზმაძე სრულიად უანგაროდ, არხი რომ არ გაჩერებულიყო, საეთეროს არ მოვშორებივართ. შემდეგ წარმოებაში ჩავუშვით „დარდუბალა 2“.

მართლაც სარისკო იყო იმ დროს ბევრი რამ და შალვა ღია ხაზით შენ იმედზე ვარო ციხიდან მირეკავდა. ჩემთვის მთავარი მოტივი მაშინაც უსამართლობასთან უგუებლობა იყო და დღესაც!

როდესაც ჩემი და მრავალი საამაყო ქართველი თუ უცხოელი არტისტის აშენებული სიკეთის სახლის „იავნანას“ დარბევა დაევალა ვერ დავიჯერე, ვურეკავდი და სატელეფონო ზარებსაც კი დაემალა...

მანამდე მეგონა, რომ ცუდი ტიპის როლის თამაში არავის უნდოდა და მას ეს ნიღაბი რაღაც გამოწვევად მიაჩნდა. უკვე ვიცი, მისი თანამონაწილეობით ცხოვრებაში გადმოტანილი „დარდუბალა 3“ რა ფინალით დაუსრულდება“,- წერს კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსკა ქარქაშაძის რომაული არდადეგები

🎥 „უდიდესი მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელმაც მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა“ - ნუცა ბუზალაძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?