Digest Logo

„შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში - სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“- გიო ადამია კობახიძის განცხადებას ეხმაურება

1692015575
გადარჩენილიგადარჩენილი

„შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში - სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია წერს და ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი გუნდის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე „სპეკულაცია“ უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.

„ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა.

ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია.

დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა.

ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს.

არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე.

სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“, -  წერს სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია.

ამავე თემაზე:

🔵 „სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია“ - თემურ მღებრიშვილი

🔵 „გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?“ - რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე