Digest Logo

„თორნიკე და ვიღაც ფანი“, „ჩვენი ჯობია“, „ჰოლივუდს იმსახურებს“ - სოცქსელის გამოხმაურება თორნიკე გოგრიჭიანის წარმატებაზე

1686733534
თორნიკე გოგრიჭიანი

უფროსი: ჩემო კიტა, შანსს გაძლევ, დღესვე, ჩემს მაგიდაზე დაწერ აღიარებით ჩვენებას, რომ ამოიცანი ლუკა მაისურაძე, რომ აღიარებ შენს დანაშაულს, რომ ეს კაცი ქვეყნის მოღალატეა... წავა ლუკა სახრჩობელაზე შენ მიიღებ იმპერატორის ჯილდოს...

კიტა ლოლაძე: წადი შენი მჭევრმეტყველი დედა მოვ##ან... - ესაა ამონარიდი სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონიდან, სადაც კიტა ლოლაძე ციმბირში ციხის უფროსს ესაუბრება. კიტას პერსონაჟი ამ და სხვა ფრაზებით მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებს. ეს გმირი კი მსახიობმა - თორნიკე გოგრიჭიანმა შექმნა. 

თორნიკეს არტისტიზმის შესახებ საუბარს არ დავიწყებ, რადგან მის პროფესიონალიზმზე ის ფატი მეტყველებს, რომელზედაც ახლა გიამბობთ.

Netflix-ის ფილმში „Extraction 2“ მსახიობ - კრის ჰემსვორთთან ერთად რამდენიმე ქართველი მსახიობი თამაშობს, მათ შორის - თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და ქართველი მკლავჭიდელი - ლევან საღინაშვილი, იგივე ჰალკი.

ფილმის პრემიერა 13 ივნისს ნიუ-იორკში შედგა.

სოცქსელი აჭრელდა თორნიკესა და უცხოელი მსახიობების ფოტოებით და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ ქართველს და თორნიკეს ფონზე „ვიღაც მარველის თორი“ არაფრად მივიჩნიეთ.

„ჩვენი ბიჭი იმსახურებს იყოს თორიზე უფრო დიდი და დიადი“

„ჩვენი ჯობია“

„იმსახურებს თორნიკე ჰოლივუდს“

„თორნიკე და ვიღაც ფანი“

„არ ვიცი ვინ არის ეს კაცი, მაგრამ ძალიან გაუმართლა თორნიკე გოგრიჭიანთან რომ აქვს ფოტო“

„ახალი თეატრი ვულოცავთ ჩვენს არტისტს, თორნიკე გოგრიჭიანს „დახსნა 2-ის“ პრემიერას ნიუ-იორკში, კიდევ მრავალ წარმატებულ თანამშრომლობას გისურვებთ არა მხოლოდ ნეტფლიქსთან, არამედ სხვა მრავალ ამერიკულ და ევროპულ კინო კომპანიებთან.

მალე დაგვიბრუნდი ქართულ თეატრსა და კინოში“, - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რომ იცოდნენ რა დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმის კეთებით, გასამრჯელოს იქით გადამახდევინებდნენ“ - ზურა შევარდნაძე

🔵„ჩატეხილი მე-16 საფეხური“ - ახლახან სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

🔵„სიკვდილთან მიბრუნების ტოლფასი იყო, სტიქიის წინაშე მარტოდ დარჩენილი ადამიანები მანქანაში ჩაისვა და მათთან ერთად განაგრძო...“ - რას წერენ გიგი კეშელავაზე