Digest Logo

„ცხოველზე ძალადობას, მეც ისე დავიცავ...“- ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლას ეხმაურება

1700114728
მიშა კაჭკაჭიშვილი

14 ნოემბერს, თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი გურამ ელიზბარაშვილი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, თამაზ ელიზბარაშვილმა განმარტა, რომ ორმხრივი სროლა მათი ოჯახის კუთვნილ დეკორატიული ჯიშის ძაღლის სეირნობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პრეტენზიებს მოჰყვა.

„გუშინ ცუდი ამბავი მოხდა...

ვიღაც, ცხოველთმოძულე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, პატარა, უმწეო, ორ კილოგრამიან ძაღლზე იძალადა. რის გამოც მოხდა გურამ ელიზბარაშვილსა და მას შორის დაპირისპირება.

ამ აბის შედეგად ორივე ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა...

მე არ შევალ გამოძიების დეტალებში, მაგრამ ფაქტია ის, რომ გურამმა თავის ოთხფეხა მეგობარი დაიცვა და დაიცვა იმიტომ რომ არ გვაქვს კანონი, არ ისჯებიან მოძალადეები და ეს ყოველივე ამ ქვეყანაში უნდათ რომ ნორმად აქციონ.

ვერ და არ იქნება ასე !

დღეს, ხვალ თუ როცა არ უნდა მოხდეს მსგავსი ამბავი ან შევესწრო ცხოველზე ძალადობას, როგორც და რითაც შემეძლება, მეც ისე დავიცავ“,- წერს კაჭკაჭიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 20 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

🔵 „ჩემმა შეყვარებულმა თეონამ მე „შავი ბიჭები” მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში” დაუბანლობას გულისხმობდა...“ - რა გააკეთა გიორგი კეკელიძემ პირველი შეყვარებულის გულის მოსაგებად?

🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს