Digest Logo

🎥 „გილოცავ კარგო ბიჭო! როგორ აზროვნებ და როგორ ძერწავ როლს...“ - გუგა ქაცარავა იუბილარია

1689842924
გუგა ქაცარავა

„მახსოვს, ვიძახდი თუ როგორ მიყვარს ეს ჩემი სოფელი... როგორ მინდა, რომ ეს სოფელი უფრო დიდი იყოს... უფრო მეტი ხალხი ცხოვრობდეს... აი, ყველგან, ყველგან, ბავშვების ჟრიამული ისმოდეს. სახლები უფრო დიდი და  ნათელი იყოს. როგორც მზე არ ამოდის დღეში ორჯერ, ისე სიცოცხლე არ ეძლევა ადამიანს ორჯერ... ამიტომ ადამიანები ერთმანეთში კი არ უნდა მტრობდნენ, არამედ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი.

რატომაა შეუძლებელი?!

განა ისედაც ყველაფერი სიყვარულზე არ დგას?!

სიყვარული რომ არა ცხოვრება უფრო დიდი ხნის წინ შეწყდებოდა... მაგრამ ხომ ხედავთ, ცხოვრება გრძელდება, იმიტომ რომ სიყვარულით სულდგმულობს ეს სამყარო... მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ - ამბობს ნიკალა, რომლის პერსონაჟსაც მსახიობი - გუგა ქაცარავა ასრულებს.

ეს ამონარიდი გახლავთ „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლიდან -  „მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ“, სადაც შემდეგნაირი სიუჟეტი ვითარდება:

საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, ბოსტნის საფრთხობელა და მოედანზე მდგარი ქანდაკებაც. ამ სოფელში მცხოვრებ ნიკალას და თამთას შეუყვარდათ ერთმანეთი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს. მეორე დღეს ქვეყანაში ომი დაიწყო და ნიკალაც იმავე დღეს წავიდა ომში…

როგორც ცნობილია, პიესა დაიწერა და დაიდგა მსახიობ - ნიკო გომელაურისთვის. თავადაც 5-ჯერ ითამაშა ნიკალას როლი...

ახლა კი, წლების შემდეგ ნიკალას როლი გუგა ქაცარავამ მოირგო და არაერთ მაყურებელს შეაყვარა თავი. წარმოუდგენელია, უსმინო მის ხმის ტემბრს, მის გარდასახვას და არ აღფრთოვანდე. გარდასახვა ტყუილად არ მიხსენებია, გუგა ფართო აუდიტორიამ სერიალ „სიყვარულს მიღმადან“ გაიცნო, სადაც ბევრად განსხვავებული როლი მოირგო და გოგას როლი შეასრულა.

ჰოდა, დღეს ამ არაჩვეულებრივ ადამიანს დაბადების დღე აქვს.

სოციალურ ქსელში მისი ფოტოები ვრცელდება და მოქალაქეები კეთილ სურვილებსაც უსურვებენ:

„ვულოცავ საუკეთესო სურვილებით, ძალიან მომწონს ეს მსახიობი“

„გილოცავთ“

„ვულოცავთ გუგას“

„ბედნიერი და წარმატებული გამყოფოს უფალმა“

„როგორი კარგი ბიჭი ხარ შვილო. როგორ აზროვნებ და როგორ ძერწავ როლს. მუდამ თვალყურს გადევნებ. გილოცავ და მუდამ წარმატება იყოს შენს ცხოვრებაში“.