Digest Logo

🎥 „როცა ბოქსიორობაზე ოცნებობ“ - ანუკი არეშიძე ოჯახის ვიდეოს აქვეყნებს

1624866401
ანუკი არეშიძე

დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე „ინსტაგრამზე" აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ გამომწერებს ოჯახური კადრებს ხშირად უზიარებენ.

ცოტა ხნის წინ, ანუკიმ „სთორის" საშუალებით ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, სადაც მეუღლე და შვილები ჩანან.

როგორც დიზაინერის ვიდეოდან ირკვევა, 8 წლის ბიბი კალაძე ბოქსიორობაზე ოცნებობს და მიზნის მისაღწევად ხშირად ვარჯიშობს.

კახისა და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში, 2008 წლის 12 იანვარს დაიწყო, მაშინ როდესაც „მილანის” ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, არეშიძე კი უკვე წარმატებული მოდელი გახლდათ.

ანუკი და კახი 4 ვაჟის მშობლები არიან, 13 წლის ლევან კალაძე, 8 წლის კახაბერ კალაძე, 6 წლის ვაჩე კალაძე და 3 წლის ნიკოლა.

✔️აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მილანში, რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუვლი“ - კახი კალაძის და ანუკი არეშიძის სიყვარულის ისტორია

„მეც მინდა გოგო“ - ანუკი არეშიძე 4 ვაჟის შემდეგ გოგონას გაჩენას აპირებს?