Digest Logo

ყველაზე ეპატაჟური გურამ არუთინაშვილი ეთერში ბრუნდება - ვინ იქნება „დენის სკამის“ პირველი სტუმარი

1663312598
გურამ არუთინოვი

„ლიდერ ტვ-ის“ ყველაზე ეპატაჟური წამყვანი გურამ არუთინაშვილი ეკრანს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია მან ექსკლუზიურად „დაიჯესტს“ გაუმხილა.

მისივე თქმით, გადაცემა „დენის სკამი“ ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა. ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა დრო იგივე დარჩება, ხუთშაბათი, 21:00 სთ.

„ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ვიღებ პრომოს. გადაცემა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება. პირველი სტუმარი ყველაზე ეპატაჟური რესპონდენტი იქნება, თუმცა, ჯერჯერობით, ვინაობას ვერ გაგიმხელთ. 

გადაცემას ისევ  „დენის სკამი“ ერქმევა. ჩვენს ერთგულ მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება“, - განუცხადა გურამ არუთინაშვილმა „დაიჯესტს“.

წამყვანმა ასევე ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ მალე ახალ კლიპს გამოუშვებს. მან დუეტი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალთან ჩაწერა, რომელიც ასევე მისი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება.

„დუეტი ჩავწერე ცნობილ მომღერალთან, რომელიც ჩემი გადაცემის პირველი სტუმარიც იქნება. ძალიან კარგი სიმღერაა. მომღერალს ვერ გეტყვით ვინ არის, ძალიან ცნობილია. სიმღერა სიყვარულზეა და ჰქვია „ფერი ფერსო“, - ამბობს გურამ არუთინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეს ბოლო პერიოდია მოზღვავებულად ვგრძნობ ბედნიერებას და მგონი გავაფრინე“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე

🔵„ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის, უკვე სახლში ვარ“ - კახა კუკავა გაათავისუფლეს

🎥 „წინ კიდევ ყარაბაღის ომი ელის. წყევლა ადევს აზერბაიჯანს... სომხებს კი აფხაზეთიდან რომ გამოყრიან, მაგასაც მოვესწრებით“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება