ო, ქააფირებო თქვენი ლოცვები არ მოგიტანთ თქვენ სიკეთეს
ხალხი , რომელბთანაც იყვნენ გაგზავნილი შუამავლები, მათ აუცილებლად მოკითხავენ, როგორ გასცეს მათ პასუხი ალლაჰის მოციქულების მოწოდებზე. ო, ქააფირებო თქვენი ლოცვები არ მოგიტანთ თქვენ სიკეთეს, იმიტომ რომ თქვენი ცრუ ღვთაებები უმწეოები არიან და არ შეუძლიათ მიაქციონ ყურადღება (მოისმინონ) თქვენს ვედრებას. ისინი არ ფლობენ არავითარ დამოუკიდებელ ძალაუფლებას იმაზე, რაც ხდება ზეცაში და მიწაზე. არ ყავს უზენაესს მათ შორის მოკავშირეები იმიტომ, რომ თქვენი ღვთაებები არა მარტო არ ფლობენ დამოუკიდებელ ძალას, არამედ არც იზიარებენ ძალაუფლებას ზეცისა და მიწისა უზენაეს ალლაჰთან ერთად, მაგრამ ადამიანი, რომელიც არ არის დამოუკიდებელი მფლობელი ან მოკავშირე სამფლობელოში, შეიძლება იყოს დამხმარე ან მოადგილე ჭეშმარიტ მფლობელისა. კერპთაყვანისმცემლების მიერ მოგონილ ღვთაებები რომ იკავებდნენ ასეთ მდგომარებას უზენაესის წინაშე, მაშინ ვედრებით მიმართვა მათზე მოუტანდა ადამიანებს სარგებელს. მიწიერ მმართველებს ყოველთვის სჭირდებათ თანაშემწეები, მოადგილეები, ამ დამხმარეებს შეუძლია დაეხმარონ ხალხს, რომლებიც მიმართავენ მათ დახმარებისთვის, მაგრამ ამას არაფერი კავშირი არ აქვს ღვთის სამეფოსთან, და ამიტომ უზენაესმა თქვა, რომ არ ყავს თანაშემწეები ქმნილებებს შორის. 34:22 უთხარი: „უხმეთ იმათ, ვისაც ღმერთებად თვლიდით, ალლაჰის გარდა“. არ ფლობენ ისინი იოტისოდენასაც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა. და არ არის მათთვის ამ ორში მოზიარეობა, და მისთვის არ არის შემწე მათგან! ის ერთადერთი ყოვლისშემძლე მმართველია, რომელსაც არ სჭირდება დამხმარეები იმისთვის, რომ მართოს სამყარო. მაშინ როგორი მდგომარება უნდა ეკავოს ალლაჰის წინაშე კერპთაყვანისმცემლების ღვთაებებს?! მათთვის არ რჩება არაფერი გარდა შუამდგომლობისა ყოვლისშემძლე მმართველის წინაშე, მაგრამ უზენაესმა უარყო მსგავსი რამ და თქვა: 34.23. არ არს სარგებელი შუამდგომლობისა მის წინაშე, გარდა ვისაც უფლება მიეცა. და როცა შიში დასტოვებს მათ გულებს, ეტყვიან: „რა ბრძანა თქვენმა ღმერთმა?“ ამბობენ: ჭეშმარიტება. და იგი უზენაესია, დიადია“! ალლაჰმა თქვა:"უთხარი"- ო, მუჰამმად! ამ მრავალღმერთიანებს, რომლებიც ეთაყვანებიან ვიღაცას ალლაჰის გარდა; " „მოუხმეთ იმათ, რომელნიც ივარაუდეთ მის გარდა"- კერპებს და ქანდაკებებს მიმართეთ მათ, რადგან:" არ ძალუძთ მათ თქვენგან უბედურების მოცილება "- ისინი საერთოდ არ ფლობენ არავითარ ძალას." არც შეცვლა მისი!"- მათ არ შეუძლიათ მოგაშორონ უბედურება და მიმართონ ის სხვა მხარეს. ამაზეც მოწმობს ალლაჰის შემდეგი სიტყვები: 16:56 უთხარი: „მოუხმეთ იმათ, რომელნიც ივარაუდეთ მის გარდა. თუმცაღა არ ძალუძთ მათ თქვენგან უბედურების მოცილება და არც შეცვლა მისი! 16:57 ისინი, რომელთაც უხმობენ (რომელნიც ალლაჰის მაგივრად დაიდგინეს): „რომელი უფრო ახლოს იქნება“ თავიანთ ღმერთთან, თვითონვე (ეს ღვთაებები) ეძებენ საბაბს, იმედი აქვთ მისი წყალობის და ეშინიათ მისი სასჯელის. უეჭველად, შენი ღმერთის სასჯელი მრისხანეა! გადმოგვცემს სულეიმან იბნ მაჰრანა ალ-ამაშისგან, იბრაჰიმისგან, აბდულლასგან, რომ ალლაჰის სიტყვები:" ისინი, რომელთაც უხმობენ (რომელნიც ალლაჰის მაგივრად დაიდგინეს): „რომელი უფრო ახლოს იქნება“ თავიანთ ღმერთთან, თვითონვე (ეს ღვთაებები) ეძებენ საბაბს"- იყვნენ ჯინები, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ, მაგრამ ამ ჯინებმა თვითონ მიიღეს ისლამი, მაგრამ ხალხი კი ისევ აგრძელებენ ამ ჯინების მიმართ თაყვანისცემას (ბუჰარი 4715) ურწმუნოები აგრძელებენ კამათს ნიშნებზე, ამავე დროს არ აქვთ არაფერი მტკიცება მისი სიმართლისა,მხოლოდ ეყრდნობიან რაღაც უაზრო აზრებს. ამ თვისებებს ფლობს თითქმის ყველა, ვინც კამათობს მტკიცებულებაზე, ალლაჰის ნიშნებზე. ჭეშმარიტება შეუძლებელია უარყო იმიტომ, რომ არ არის სხვა არაფერი მტკიცება რომელიც ეწინაღმდეგება მას. (ჭეშმარიტებას) არც ღვთიური ტექსტები, არც ერთი ლოგიკური არგუმენტები არასოდეს არ ეწინააღმდეგება იმას, რაც ჭეშმარიტება მოავლინა ალლაჰმა და სიტყვები ქმედებები ურწმუნოების, რომლებიც ცდილობენ ცილი სწამონ თავის ღმერთს ასევე თვითონ ურწმუნოები სძულს ალლაჰს და მორწმუნეებს. ალლაჰის მტრები უარყოფენ ჭეშმარიტებას სჯერათ ტყუილის და აწერენ ამ ტყუილს უზენაეს ალლაჰს. რათქმაუნდა ასეთი ტყუილი არ სურს ალლაჰს და არც მორწმუნეებს რომელთა სიყვარული და სიძულვილი ემორჩილება ალლაჰს. მართლმორწმუნენი არიან რჩეულნი უკეთეს მონებს შორის და მათი სიძულვილი ამტკიცებს (აჩვენებს) სიმძიმეს ცოდვებისა იმათი ვინც მათ სძულთ. ზუსტად ასეთი ცოდვებისთვის ალლაჰმა დაადო ბეჭედი ფარაონებს მის მიმყოლებს გულზე. ასე ექცევა ალლაჰი ყველას ვინც უარყოფს ჭეშმარიტებას, უყურადღებოდ ექცევა ღვთის ქმნილებებს და ამცირებენ ადამიანის უფლებებს მათი უსამართლო მტრული დამოკიდებულებით . როგორც უზენაესმა ალლაჰმა ბრაძანა: 40:35. რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე. რისხვა ალლაჰის წინაშე და მათ წინაშე, რომელთაც ირწმუნეს, დიდია. ასრე ასვამს ალლაჰი ბეჭედს ყოველ ამპარტავან მედიდურთა გულებს! უზენაესმა გვაცნობა,რომ მხოლოდ ის აყენებს ადამიანებს სწორ გზაზე და ეხმარება მათ შეასწორონ თავისი ქმედებები. თუ ალლაჰი შეიყვანს ადამიანებს შეცდომაში, რომლითაც ის მათ სჯის მათივე უსამართლობის გამო, ვერავინ ვერ დაეხმარება მათ და ვერ შეძლებს სწორ გზაზე დაყენებას. როცა ადამიანები წარსდგებიან სასჯელის წინ, ისინი ყვირილს დაიწყებენ. ეს იქნება საშინელი, მძიმე, უსიამოვნო შესახედაობა. ცოდვილიანები დაიწყებენ მონანიებას თავის ბოროტებაში და შეწუხდებიან იმის გამო რაც იმოქმედეს.ისინი იკითხავენ:"გვაქვს სხვა გამოსავალი?"არის საშუალება რომ დაბრუნდენენ დედამიწაზე,რომ შეცვალონ თავისი ქმედებები? მაგრამ იმ საშინელ დღეს უკვე არ იქნება უკან დაბრუნება , და სურვილის შესრულება არარეალურია. ამას ადასტურებს ყოვლისშემძლის სიტყვები. 42:44. და ალლაჰი ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება ამის შემდგომ შემწე. და როცა იხილავენ სასჯელს, დაინახავ უსამართლოებს, რომლებიც იტყვიან: „განა არ არის დასაბრუნებლად გზა? ეს გზააბნეულები ასრულებენ ყველაფერს, რასაც ისურვებენ მათი ბილწი სულები, და არ ფიქრობენ იმაზე, კმაყოფილია ალლაჰი მათით თუ არა. ალლაჰმა აურია მათ გზა, იმიტომ რომ მან ბრწყინვალედ იცის ის,ისინი არ იმსახურებენ სწორი გზით სიარულს. მათი ყურები არ ისმენენ იმას, რაც მოუტანს მას სარგებელს,მათი გულები არ იწევიენ სიკეთისკენ, და მათ თვალებს არ შეუძლია დაინახონ ჭეშმარიტება.ვერავინ შეძლებს დაეხმაროს ასეთ ხალხს,თუ ალლაჰმა გადაუკეტა მათ კარები და გასწირა ისინი მარადიული ტანჯვისთვის. ალლაჰი არ მოქცევია მათ უსამართლოდ-ისინი თვითონ მოექცნენ უსამართლოდ საკუთარ თავს, თავიანთმა ბოროტებამ დააშორა ისინი ალლაჰის წყალობასთან. ო ადამიანებო! ნუთუ თქვენ არ გააკეთებთ იმას, რაც მოგიტანთ სარგებელს, და არ შეწყვეტთ იმის შესრულებას,რაც მოგიტანთ უბედურებას.