ტაბუ, ნაწილი LXVI – მარიამი

ნაწილი LXVI მარიამი

პირველ ორგაზმს კაცთან ტრაკში ტყნაურისას თუ განვიცდიდი რას წარმოვიდგენდი, მე, ჩემს რომანტიკულ ფიქრებში სანთლების შუქზე და ვარდების ფურცლებში საყვარელ ადამიანთან დაგეგმილ პირველ სექსზე მეოცნებე. მაგრამ არ მგონია, რაიმე დაგეგმილი და მოზომილი და გათვლილი ამაზე მაგარი ყოფილიყო. ასე ბასიანზე ნაპოვნი ბიჭი და მე ტბაში ნაბანავები, ბურანში მოხვედრილი და მერე მისი სიცხისა და სითბოსგან გამოფხიზლებული, ვიწექით ერთად, სხეულის ყველა სანტიმეტრით გვიყვარდა ერთმანეთი, ღიმილს არ ვაცდიდით ერთმანეთს და მოფერებას და ასევე ჩაგვეძინა. დილას რომ გამეღვიძა, ისეთი ბუნებრივი იყო ყველაფერი, მეგონა ჩემს საკუთარ ლოგინში გავიღვიძე, მერე უცებ გამახსენდა, რომ ჩემი ლოგინი სხვა იყო უკვე, მერე რა, რომ იქ ერთი ღამეც არ გამეთია და მერე ისიც გავიცნობიერე, რომ ასე კარგად კაცის ლოგინში ვგრძნობდი  თავს, დუდუსთან, თბილ და გემრიელ ბიჭთან. ლოგინში აღარ იწვა, მაგრამ ბალიშს გადავუსვი ხელი და სითბოც შემორჩენოდა და დავყნოსე მერე, ვერ მოვითმინე და მივხვდი, რომ მარტო ბალიშს კი არა, მთლიანად მეც მისი სურნელი ამდიოდა, მკლავებზე, თმაზე, ალბათ სახეზეც. ჩემივე თმას ვყნოსავდი და ვკოცნიდი, სანამ მოვიდოდა და მშვიდად მომიწვებოდა გვერდით. წამო, ქალაქიდან წავიდეთო, უცებ მითხრა, აქ აღარ მინდა, ცოტა ხანს გარიდება მინდა აქაურობისგან, დასვენება და შენთან ყოფნაო. გავშრი. ჯერ ის არ მეყოფოდა გუშინ დილას სახლიდან რომ წამოვედი და ჩემთვის ახალი სახლი ვიქირავე, მერე კლუბში მართლა საცეკვაოდ წავედი, ახლა ქალაქიდან გავსულიყავი ვიღაც თითქმის უცნობ კაცთან ერთად, აქამდე თბილისს მამაჩემის მკაცრი ზედამხედველობის გარეშე გაცილებული არ ვიყავი და მეთქი, რატომაც არა. რაც მეტი რადიკალიზმი, მით მალე გამოვერკვეოდი ჩემი წინა ცხოვრებიდან. მანქანით მგზავრობა თუ გიყვარსო და არც ვიცოდი კარგად, ეგრეც მოვახსენე. რა ბევრი მე მეარა. კაი, მაშინ ახლოს წავიდეთ ჯერო და ლოყაზე მაკოცა, მალე მოვალო. უცებ ჩაიცვა, მიღიმოდა თან მშვიდად და გაქრა ოთახიდან. მეორე გვერდზე რომ გადმოვტრიალდი, ტუმბოზე ყავიანი და ნამცხვრებიანი ლანგარი დამხვდა. ნეტავ, სად და როგორ მოასწრო?! ვიწექი ნებიერად, არც ტელევიზორი ჩამირთავს, არც მუსიკა, ყავას ვსვამდი, ვეწეოდი და ვფიქრობდი. ნამცხვრებს არ მივკარებივარ, რა იცოდა, რომ არ მიყვარს ტკბილი და ვტკბებოდი იმ სიჩუმით, რომელსაც მე თავად ვქმნიდი. ისევ სექსი მომინდა, ამ ოთახიდან, ამ სიმშვიდის ოაზისიდან ორგაზმის გარეშე არ წავიდოდი და მეთქი, მალე მოდი რა, დუდუ. მგონი, ესმოდა რას ვფიქრობდი, ორ წუთში შემოაღო კარი, რაღაც აჭრილი და განერვიულებული ჩანდა პირველ წამებში, მაგრამ დამაფოკუსა თუ არა,  სახე ეგრევე გაუნათდა და მოდი მეთქი ჩემთან. ძალიან მინდოდა, ისევ მეგრძნო ჩემში, მასზე ფიქრისგან ვიყავი სველი და ტანსაცმლიანად ჩამოვითრიე ლოგინში, მსიამოვნებდა მე რომ არაფერი მეცვა, ამას კი გამოეცვალა მაისური და შორტი, სისუფთავის სუნი ასდიოდა და მოვუთელე კარგად ის თავისი ახალი მაისური, სანამ გავხდიდი. ისე უხაროდა ჩემი მოფერება, ისეთი ბედნიერი იყო, დიდხანს მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ ვერ ვითმენდი, მე რა მაგის შორტის გამხდელი ვიყავი, როცა იწვა და ცოტა რომ დავეჯაჯგურე, მიხვდა და შორტიც გაიძრო და ტრუსიც მიაყოლა ზედ. დღის შუქი იყო, კარგად შემეძლო დამენახა მისი ხორბლისფერი კანი, კარგად გაპარსული ბოქვენი და ისეთი ლამაზი ყლე, როგორიც არც ერთ პორნოში მენახა. მაისურის გახდაც ვაიძულე, მთელი ტანით მინდოდა დამენახა, როგორი იყო, დაკუნთული, სრიალა კანიანი, ლამაზი და ზედ დავაჯექი. წელით ვეჭირე და ვხვდებოდი, ჩემს დახმარებას აპირებდა, რომ მე ბევრი ძალა არ დამეხარჯა, თვითონ ჰქონდა კიდევ ბევრი ადამიანის სამყოფი ძალა, ხელებს ლამის მთელ წელზე მაწვდენდა. ჯერ მაინც ვცადე მისი ყლე მუტელში შემეცურებინა, მაგრამ შუა გზაზე ვიგრძენი, ისევ მომკლავდა ტკივილი და წამოვიწიე და კლიტორზე დავისრისე, დამესველებინა მინდოდა კარგად, რომ არც ტრაკში შეყოფისას არ მტკენოდა და ნელნელა დავაჯექი. ისეთი კარგი იყო, მთლიანად მომენდო, არ უაქტიურია, ისევ ეშინოდა, რომ მატკენდა და ასე ნელნელა შევიყვანე ჩემში, კი მტკიოდა, მაგრამ მივხვდი, როგორ პოზაში იყო სასიამოვნო და თან ცალი ხელი კლიტორზე ჩავაცურებინე, რაღა უნდოდა მიხვედრას, რა მინდოდა. თან ტრაკში დამიდიოდა მისი ცხელი ყლე, თან კლიტორს მისრისავდა და ამაზე სასწაული შეგრძნება არ მეგონა, თუ იყო ამ ქვეყნად. მერე უცებ გაჩერდა, ტუჩებზე ხელი მომადო და ნელა გამოსრიალდა ჩემგან. თვითონ ვუნდოდი, თავის გემოზე მოვერგე და მუხლებზე დამაყენა, თითები პირში ჩამიყო, ყლე კარგად რომ დაესველებინა, დუნდულები გადამიწია და ნაზად შემოვიდა ჩემში. მეტკინა თავიდან, მაინც არ იცოდა, როგორ ჯობდა და ხელებით ნაზად გავაჩერე და ვეცადე მიმართულება მომეძებნა და გავუშვი მერე, მეთქი მიდი სიცოცხლე, მინდიხარ და ნელნელა რომ დაიწყო მოძრაობა, ასე მეგონა, მარტო ტრაკში კი არა, ყველგან შემოდიოდა მისი სიცხე, თვალებში, პირში, ძარღვებში და ბოლოს თვითონაც რომ დაუმძიმდა სუნთქვა, მეთქი ჩქარა, ჩემო სიცოცხლე, სწრაფად და თან ხელი კლიტორზე მოვიკიდე და ასე მოვიდა ორგაზმი, ასე მოვიდა მეორე სასწაული, ასე მოვიდა გულის ამოვარდნამდე ფეთქვა, სიამის კრუნჩხვა და კანკალი.

ტაბუ, ნაწილი LXV – დუდუ

ნაწილი LXV დუდუ

კისრიდან დაბლა რომ ჩამომიცოცდა ეს გოგო, აი მართლა ჩამომიცოცდა. ისე ნელა მოდიოდა, ჩემი სხეულის თითოეულ ნაკუწს ისე გულდასმით ლოკავდა და კოცნიდა, იმ სიცხეში მსიამოვნებდა მისი ნერწყვით დასველებულს ჰაერის ოდნავი მოძრაობაც რომ მაგრილებდა და ჩაყვა ეს გოგო სულ ბოლომდე და ყლეზე არც შემეხო, ოდნავ ხელისგული ჩამომისვა, ისიც ისე, რომ სიმხურვალე ვიგრძენი მხოლოდ და მივხვდი მისი ხელისგან მოდიოდა. ოდნავ გავახილე თვალები და ზუსტად ის რომ წარმომიდგა თვალწინ, რასაც თვალდახუჭული ვხედავდი, ბოლომდე დავხუჭე თვალი და მივენდე შეხებისმიერ შეგრძნებებს და სასწაული იყო. რა ინსტინქტით გრძნობდა, იქ აესვა ენა, სადაც ყველაზა ასატანად მგრძნობიარე ვიყავი და იმ მონაკვეთებს მორიდებოდა, სადაც მოფერება წყობიდან ისე გამომიყვანდა, რომ შეიძლებოდა მეუხეშა. ასე მივლიდა წინ და უკან, ზევით და ქვევით და რომელიღაც მომენტში სახე ტრაკისკენ რომ ჩამიყო და ენის ასმასთან ერთად, ყვერებზე მისი მხურვალე სუნთქვა ვიგრძენი, იქ ამეძრო სახეც და ყველაფერიც და თურმე სად ვიყავი, წელზე მომხვია ხელი, ხელი არა, ხელის მტევანი და მაიძულა გადმოვტრიალებულიყავი. მუცელზე ვიწექი და მთლიანად მისი ვიყავი, უმწეო და სიამოვნების მოლოდინში და არ დაუყოვნებია, დუნდულები გამიწია და ენა ამისვა მთელ სიგრძეზე, ყვერებიდან ანუსამდე და ზემოთაც და ჩამოყვა მერე და ძალიან ნაზად, ძალიან ძალიან ფრთხილად, თითქოს ცდილობდა ჩემი კაცური თავმოყვარეობისთვის შემთხვევით შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ისე მისმინა, ამ მოფერებისას როგორ უფრო დამიმძიმდა სუნთქვა და იგრძნო რომ მსიამოვნებდა და ჩამიცურა ენა, ჯერ სულ ოდნავ და ეს მეყო, რომ სუნთქვა კიდევ უფრო დამმძიმებოდა და არ ვხმაურობ ხოლმე, მაგრამ სიამის კვნესა წამცდა მაინც და კიდევ უფრო ღრმად შემიძვრა ამ  თავისი სველი და ცხელი ენით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა გოგოს ენა ჩემს ანუსში და რაღაც მომენტში თითქოს უფრო მეტი უნდოდა, ენის სიღრმე არ ყოფნიდა და თითი შემიცურა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა. რაღაც არაბუნებრივი იყო და ისე არც სრიალებდა და შეიძლება მისი გრძელი და ლამაზი ფრჩხილების გამო და გადმოვტრიალდი ისე, რომ გამომიყო ის ლამაზი თითი ტრაკიდან და დავუჭირე მთლიანი ხელი და ყვერებზე ავისვი, უკვე ისე მინდოდა მისი შიგანის შეგრძნება, რომ ვერც ვითმენდი და ის მისი საშინლად შეჭმუხნილი შუბლიც კარგად მახსოვდა და ვკითხე. ვკითხე, ვცადო მეთქი, ჩემო გოგონავ, შენში მინდა მეთქი ძალიან და დახუჭა თვალები და გამიღიმა. მზად იყო ტკივილიც აეტანა, მაგრამ ვერ შევძელი, აღარ მინდოდა მისი თუნდაც ოდნავ მოჭმუხნილი შუბლი დამენახა და მერე მოკვნეტილი ტუჩები, ტკივილიან კვნესას და კივილს რომ იკავებდა და ვეცადე, მე შემეკავებინა თავი. ორივე ხელი მოვხვიე, გულში ჩავიკარი და შემომეჭყლიტებოდა მეგონა, ისე მინდოდა, მისი სხეულის ყოველი სანტიმეტრი მეგრძნო მთელ ჩემს კანზე, ყველგან მინდოდა შევხებოდი ერთდროულად, ისეთი ტკბილი იყო, ისეთი საამო წყლის სურნელი ასდიოდა, ჩემი წყლის, და უცებ ასე მართლა ტალღასავით აიქოჩრა, აიტალღა და გადმომიტრიალდა ხელებში, როგორ მაჯობა ძალაში, არ ვიცი. ზურგით დამიწვა და ჩემი უკვე მის მკერდზე მოხვედრილი ხელები ქვემოთ ჩაიცურა. თავიდან ვერ მივხვდი, რა უნდოდა, მაგრამ ტრაკი რომ მომასრისა ყლეზე, მეთქი, ჩემო გოგო, ჩემო სიცოცხლე, არ გინდა, რომ ამ ამდგარი ყლით და დაუკმაყოფილებელი დამტოვო და ჩავიხუტე, თან მარჯვენა ხელი მუტელში შევუცურე, სველი იყო უკვე, ძალიან ვუნდოდი, ყველგან ვუნდოდი და მეც ვგიჟდებოდი უკვე. თითი დავისველე მისივე სისველით და ვცადე, ანუსში შემეცურებინა, გამაჩერა, თითით არაო და რა რიკაშეტი იყო, ეს ვინ იყო, თვითონ მომკიდა ყლეზე ხელი, ტანით წინ გაიწია, კარგად რომ მომრგებოდა, ჯერ კლიტორზე აიცურ-დაიცურა ჩემი ყლისთავი, დასველებას ცდილობდა და მერე მიიდო ტრაკთან და თვითონ ეცადა ჩემში შემოსულიყო, აი ასეთი შეგრძნება მქონდა, ცოტათი რომ შეიყო და თვითონ რომ დაიწყო მოძრაობა. ეს გუშინ ქალიშვილი გოგო მტყნავდა და ამაზე მეტი ნეტარება არ მეგრძნო აქამდე. კბილი კბილს ჰქონდა ისევ დაჭერილი, ვატყობდი მძიმე კვნესაზე, მაგრამ არ იყო ეს ის კვნესა, სხვა იყო, ტკივილიანი სიამის და ვეღარ გავუძელი ამ ნელ მოძრაობებს, უფრო ღრმად მინდოდა, უფრო ჩქარა მინდოდა, უფრო მეტად მინდოდა ყლეზე ცეცხლი მომკიდებოდა და როგორც კი მივხვდი, აღარ სტკიოდა და სიამოვნებდა მხოლოდ და ამ სიამოვნებისგან ღმუოდა და კბილებით ბალიშს ბრდღვნიდა, ძლიერად და ღრმად შევუდე, წელზე ხელები მოვკიდე და ჩამოვიცვი ზედ, როგორც ყველაზე მოხერხებულ ტანსაცმელს ჩამოვიცვამდი და თან მინდოდა კაცთან განცდილი ორგაზმი სასწაულად დამახსოვდებოდა, ის ტკივილი დავიწყებოდა და ჩაეფერფლა და ერთი ხელი კლიტორში ჩავუყავი, უსველესი იყო, ნაკადებად სდიოდა წვენი, ცდუნებას ვერ გავუძელი და თითი გავილოკე. უგემრიელესი გამოდგა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა და ვუსრისავდი თან კლიტორს და თან ღრმად ვტყნავდი და აღარ მინდოდა ეს საოცრება როდესმე დასრულებულიყო.  

ტაბუ, ნაწილი LXIII – დუდუ

ნაწილი LXIII – დუდუ

ცურვა არ იცოდა გოგომ. წყალს შევეხეთ თუ არა, ისე შეკრთა, ეგრევე მივხვდი. მისთვის უცხო სამყაროში მიდიოდა, მიდიოდა კი არა მე მომყვებოდა და მერე რა რომ წინ მიმიძღვოდა, თანაც უკუსვლით, მაინც მე მომყვებოდა და გავხადე ყველაფერი და ხელში ავიყვანე. ასე უნდა შემეყვანა წყალში, სტიქიაში, რომელიც ჰაერზე მეტად ახლობელია ჩემთვის და საყვარელი. არ მინდოდა ამ საყვარელ გოგოს შეშინებოდა ჩემი ცხოვრების, ჩემი ბევრი წყლის და გულზე მივიკარი და ისე გადავწექი წყალზე, თავზე ხელი მეკიდა, რომ შემთხვევით სახეზე წყალი არ შეხებოდა და არ შეშინებოდა და ისე ჩამოვსვი ჩემი მკლავებიდან. ღრმად არ ვიყავით და არ შეეშინდებოდა. აქ უკვე მე მოვკიდე ხელი, ლისის სიღრმისკენ მე შევტრიალდი ზურგით და წინ გავუძეხი, სანამ თამამად მომყვებოდა და გიჟი ეს, კისრამდე მომყვა. თხელი და მაღალი კისერი ჰქონდა და იმ თხელი და მაღალი კისრის კიდემდე რომ მიაღწია წყალმა, მე თვითონ გავჩერდი, ეს კი წამომყვებოდა უფრო სიღრმეში, მაგრამ შემიშინდებოდა მერე და არ მინდოდა და გავჩერდი და დავიხარე მისკენ და წყლით დასველებულ ტუჩებზე ვაკოცე. ბოლომდე გადახარა თავი და თმა დაუსველდა, ხელი მოვკიდე კისერზე, აი ისეთ თხელ კისერზე, ჩემი ხელის მტევანს რომ შემოვაწვდენდი და უფრო დავიხარე, კისერი არ გადატყდომოდა და რა ტკბილად მკოცნიდა. თავიდან პატარა და გამოუცდელ გოგოდ რომ მივიჩნიე, მეთქი, არა შემეშალა და გაჟიმვა მომინდა მისი, წყალი ცივი იყო, მაგრამ ამდგარი მქონდა მაინც და ჩავუცურე ხელები წელთან და წამოვწიე ჩემკენ, ტრაკზე მოვკიდე ხელი და ავიტატე, ორი კილო იყო მგონი და ვეცადე მომერგო, ვეცადე შემეცურებინა ლამის უკვე ხედ ქცეული ჩემი ყლე მის მუტელში, ისე მინდოდა, ისე, მინდოდა წყალზე ღამის მქრქალი ნათურების ფონზე არეკლილ სინათლეზე დამენახა, სახე როგორ შეეცვლებოდა, მის შიგნით რომ მიგრძნობდა და თვალები დახუჭა, მანამდე სახეში რომ შემომჩერებოდა და აკვირდებოდა ჩემი ნაკვთების თითოეულ ცვლილებას და დახუჭა და შუბლი მოეჭმუხნა, თვალებიც უფრო მაგრად დახუჭა და მეთქი გოგონავ, მარიამ, რა გჭირს, რაღაც ცუდი ხდებოდა, ამას მივხვდი და მტკივაო. მტკივაო. ქალიშვილობა გუშინ დავკარგე და სისხლი მდისო და მოვკვდი კინაღამ, ეს რა მითხრა. ისეთი თავისუფალი იყო, რას წარმოვიდგენდი და გამოვუღე სასწრაფოდ და გულში ჩავიკარი, აღარაფერი მინდოდა იმ წამს, ოღონდ შუბლი გაეხსნა და ეს ბოლომდე დახუჭული თვალები გაეხილა და ისევ შემოეხედა ჩემთვის. უფრო მაგრად ჩავიხუტე და ვეფერე თავზე, სველ თმაზე, სველ შუბლზე, მერე ხელში ავიყვანე და წავწექი ისევ წყალზე და ლისის ტალღები, მაგათაც თუ ტალღები ჰქვიათ, ოდნავ გვინანავებდნენ და ვუყურებდი, როგორ უმშვიდდებოდა სახე, ეხსნებოდა ლამის კრუნჩხვებში ჩავარდნილი სახის ნაკვთები და fuck, რატომ არ მითხრა მანამდე?! რატომ მაიძულა, ტკივილი მიმეყენებინა და მერე რატომ მითხრა? რად უნდოდა ტკივილი ჩემგან, როცა ასე ტკბილად იყო. ახლაც ხო მე ავიყვანე ხელში და თვითონაც კისერზე მომხვია ხელები და თავი მომახუტა მკერდზე და ნელნელა ის გრძნობა მოდიოდა ჩემკენ, რომ კარგად იყო ჩემთან, ეს ყვავილი, ეს ბაბუაწვერა. ცოტა ხანში კანკალი დააწყებინა, გცივა-მეთქი და კიო და დავიძარი ნაპირისკენ, როგორ გავყინავდი, რა გულით და გამოვიყვანე ნაპირზე, ხელებით ვამშრალებდი და თვითონაც მეპოტინებოდა, ცდილობდა ჩამოეფერთხა ჩემი კანიდან წყლის წვეთები და რა იცოდა, მე რომ სიცივე მიყვარს და არც მაწუხებდა იმ წამს არაფერი, ამის დახორკლილი კანის გარდა. პირველი ჩემი შორტი ვიპოვე, იმით გავამშრალე, იცილებდა, მაგრამ არ მივეცი წინააღმდეგობის გაწევის ნება და დამყვა მერე, გამომართვა შორტი და თვითონ იმშრალებდა, სანამ მე მისი ტრუსი, ლიფი და სარაფანი მოვნახე, იქვე, ნაპირზე უთავბოლოდ დაყრილი, ჩავაცვი და შორტიც გამოვართვი და ჩავიცვი, მეკიდა, რომ ჩემი ტრუსი სადღაც აქ ეგდო, დაე ხვალ ვინმეს ეპოვა და ნეტა ფანტაზია ჰქონოდა და ეფიქრა, რატომ ეგდო ლისის ტბის ნაპირზე მამაკაცის შორტი ტრუსები. არც მაისურის ძებნას ვაპირებდი, მაგრამ თვითონ მიპოვა მარიამმა, ხო თვითონ გამხადა და ახსოვდა, საით გადააგდო და ჩამაცვა და ჩამეხუტა, ისევ ჩემი სითბოთი თბებოდა და რამდენი მქონდა მისთვის, მთელი ამ წლების დაუხარჯავი სითბო მქონდა გასაცემი და გადიოდა კანის ყოველი მილიმეტრიდან, ყოველი ატომიდან და ათბობდა ამ ტკბილ, შემცივნულ, კანდახორკლილ გოგონას. გზისკენ წავიყვანე, ხელი მოვხვიე და წელზეც, მხარზეც და კისერზეც ერთად ვერგებოდი, ისეთი სიფრიფანა და სათუთი იყო და მეთქი, წამოდი, აქედან წავიდეთ, სითბოში წაგიყვან. ჩუმად შემომხედა და თავის დაქნევაც არ დასჭირვებია, ვხედავდი ისედაც რას ფიქრობდა. ერთი პირობა კი ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ჩემს სახლში წამეყვანა, ჩემს ოთახში, ჩემს ლოგინზე დამეწვინა, ჩემი საბანი გადამეფარებინა და ჩამეთბო, ჩემი სამზარეულოდან ჭიქა ამეღო და ჩემი ბარიდან კონიაკი ჩამომესხა და მის სისხლძარღვებში სითბო ჩამეფინა, მაგრამ ნანკა გამახსენდა, მაგის კარგიც მოვტყან, რაც ვიცნობდი, მიყვარდა და ცოლი იყო ჩემი, ამის ნახევარი სითბო არ მოუცია, რაც ამ გოგონამ მომცა ამ ერთ ღამეში და უახლოესი სასტუმრო დავგუგლე. სასტუმრო ერთი ყლეა ყველა, სუფთა ოთახი, მეტნაკლები კომფორტი და დიდი, ქინქსაიზ ლოგინი, სადაც შეგიძლია დაწვე, მოიწვინო შენი გოგო და ჩაიხუტო გულში და გაათბო, გაალღვო და დააძინო შენს მკლავებში იმ იმედით, რომ დილას ისევ ისე ჩახუტებული გეყოლება.

ტაბუ, ნაწილი LXII – მარიამი

ნაწილი LXII მარიამი

მე უნდა ამერჩია იმ დღეს, არავის არჩევანი, მონადირებული, კუთვნილი, ერთი სისხლით და ხორცით განპირობებული არ უნდა ვყოფილიყავი. თან სულსწაფი ხომ ვიყავი მთელი ცხოვრება და მერჩია, ამ, აი ამ პირველივე ღამეს გადამელახა მთელი ეს კოშმარი, რათა დიდხანს არ გამყოლოდა და ნახევრად დახუჭული თვალებით ვიყურებოდი ირგვლივ, მას მერე, რაც მივხვდი, რომ დალევა და ცეკვა ბასიანზე ყველაფერი არ არის. რამდენიმე ტიპი თავად მომადგა, მაგრამ არა რა, რაც არ უნდა კარგები ყოფილიყვნენ, არ დავიტოვებდი, რადგან მე მინდოდა არჩევანი თავად გამეკეთებინა, თავად მე მინდოდა მეგრძნო, რომ აი, ამ ტიპს მინდა წელზე შემოვეხვიო და ცალი ხელი კისერზე შემოვუტარო და დავხარო მისი სახე ჩემკენ და ტუჩებზე დავეკონო, აი, ეს მინდოდა. მინდოდა დღეს დამეწყო და დღეების ქრონოლოგია ამრეოდა, თარიღები, კვირის დღეები და დღის საათებიც კი ამრეოდა და ასე უკეთ დავაღწევდი თავს ჩემს წინა ცხოვრებას, ამ გარდამავალი ეტაპით უფრო თავისუფლად გადავიდოდი ახალ ცხოვრებაში. და უცებ არ ვიცი, იმ გამაყრუებელ მუსიკაში რანაირად გავიგონე სანთებლის ჩხაკუნის ხმა, კიდევ მეორედ და მივხვდი, ვერ ანთებდა. ალბათ რაღაც ნიშანი იყო, რომ გავიგონე და შევტრიალდი ამ ხმისკენ. უშველებელი ვიღაც იყო, წვერიანი და ფართომხრებიანი, გამწარებული აჩხაკუნებდა სანთებელას და ეს კონდიციონერებიდან მობერილი ჰაერი უქრობდა და ორი წამი ვუყურე და მოვაფარე მერე ორივე ხელი და აინთო, მოეკიდა სიგარეტს და და მერეღა შემომხედა. შემომხედა და გამიღიმა. რაღაცნაირად გამიღიმა, თბილად და კეთილად და ცხოვრებაში პირველად არ შემზარა წვერებიანმა სახემ, მგონი პირიქით, სიკეთეს ასხივებდა ის მისი წვერებს შორის გამოპარული ღიმილი და აღარ შევტრიალდი. დავხუჭე თვალი და გავაგრძელე ცეკვა, სულ ცოტა ხანს, ისე რომ ხელი არც გაუშვია ჩემთვის და რომ შევტრიალდი ხელი გამომაყოლა, წელზე დამადო და ასე მეგონა, ყველაზე მყარ და საიმედო საყრდენს ვეყრდნობოდი და ისე ვცეკვავდი, ვტრიალებდი ჯერ მის ცალ ხელში და მერე მე თვითონ რომ შემოვხვიე ხელი წელზე, აი ასე, ზურგსუკან, გამითამამდა და მეორე ხელიც მომკიდა და ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის იყო, რომ ძალადობის მისხალიც არ მიგრძვნია და ასე მეგონა, ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც იყო სწორი და ბუნებრივი და ასე მივეკარით ნელნელა ერთმანეთს და თან მუსიკა, თან სიგრილე, თან სიგარეტები და თან რამდენჯერმე ასე ერთმანეთზე შემოხვეულები რომ გავძვერით ბარისკენ და ვოდკარედბულები დავისხით და ცალი ხელი რომ გვენანებოდა ჭიქისთვის, რადგან იმ ხელით ერთმანეთს ვერ ვეფერებოდით, რა ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი და რა ბუნებრივი იყო, ხელი რომ მომკიდა მაჯაზე და მივხვდი, ბარისკენ არ მივყავდი, სადღაც უფრო შორს მივყავდი და იმასაც მივხვდი, უფრო სწორად სხეულის და გონების ყოველი უჯრედით ვიგრძენი, რომ ცუდ ადგილას არსად მივყვებოდი ამ უშველებელ კაცს, რომლისგანაც იმხელა სითბო გადმოდინდა ამ ორიოდ საათში, წუთსა თუ საუკუნეში, მთლიანად ცხოვრებაში რომ არ მღირსებია და ჩავუდე ჩემი ძვალტყავა ხელი უზარმაზარ ხელისგულში და გავყევი. ნახევრად მილულული თვალებით ვიჯექი მანქანაში და ვფიქრობდი, რომ ალბათ სადმე სასტუმროში წავალთ და იქნებ ჩანთაში მზის სათვალე ვიპოვო და თმები თვალებზე ჩამოვიფხატო და რაღაც ესეთი გეგმები მქონდა და უცებ, გაჩერდა მანქანა და თვალი რომ გავახილე, წყლის ზედაპირზე გადანათებული შუქები შემრჩა ხელთ. წყალი მიყვარსო, ჩაიბურტყუნა და რაღაცებს მომიყვა, რატომ უყვარს ის ბევრი წყალი და ვგრძნობდი, როგორ შემოდიოდა ჩემში მისი წყლისადმი სიყვარული, ისეთი გულწრფელი და მართალი იყო ეს გრძნობა, რომ მეთქი წამო, შევიდეთ წყალში, წყალში ვიცეკვოთ, წყალში მოგეფერო, იქ სადაც შენ გიყვარს. მზად ვიყავი, მისი სიყვარული გამეზიარებინა, გამეგო, როგორია მისი სიყვარული, მეც ოდნავ მაინც მისი ნაწილი გავმხდარიყავი და ორივე ხელი მოვკიდე და ისე ავაყენე სკამიდან, უკუსვლით მივდიოდი და თან ვხდიდი რაც ეცვა, ბევრი კი არაფერი, მაისური და შორტი და მაისური რომ ავაძრე თავზე და დავაგდე, ჩაიმუხლა და მუხლებიდანვე მოკიდა ჩემს სარაფანს ხელები და ნელნელა ამიცურა მხრებამდე და ამაძრო და მოისროლა. შორტებით და ლიფის და ტრუსის ამარა მივდიოდით წყლისკენ. სანამ ის მხრებზე და მკლავებზე მეფერებოდა, მე ვცდილობდი, შორტის ღილები გამეხსნა და ფართო შორტი ეცვა, თავისუფალი, ხელი რომ გავუშვი და იმ ჩამოსხმულ ფეხებზე ჩაუჩოჩდა, იმ წამს ლიფი შემიხსნა, მომაძრო და მოისროლა და დავრჩით ორივენი საცვლებს ამარა. მე უკუსვლით წყლისკენ და ეს რომ მომყვებოდა კიარადა მივყავდი, ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და მკოცნიდა თან და ცალი ფეხი წყალში რომ ჩავდგი, იგრძნო როგორღაც. გაჩერდა, ხელები გამიშვა, ჯერ თვითონ გაიხადა, მერე ჩემს ტრუსს მოჰკიდა ხელი და გამაძრო და ასე დედიშობილა დარჩენილი ამიტატა ხელში, წყალზე გადაწვა და ისე დამიწვინა გულზე, თითქოს ნათქვამი მქონოდა მისთვის, რომ დუდ, არ ვიცი მე ცურვა.

ტაბუ, ნაწილი LVIII – ვატო

ნაწილი LVIII – ვატო

მთელი ის ფიქრები გამიცოცხლდა, სანამ ამ გოგოს გულში ჩავიკრავდი, მანამ ვფიქრობდი ხოლმე. რომ ვერ იქნებოდა  ის, რაც მინდოდა, რასაც ველოდი სულ, დიდი ხანი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი, რასაც ველოდი ხოლმე ყოველ ჩემს მორიგ ქალში და არც ერთი აღმოჩენილა ის, ისეთი. ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს, ვერ ვიჯერებდი რომ დამაბა ლოგინზე, რომ არ მესასტიკა და თან მესასტიკა კიდეც, როგორ დამიარა მთელ სხელზე, საფეთქლებიდან ფეხის თითებამდე, როგორ ამილოკა ყველა ტატუ, თითოეულ შტრიხს როგორ დაყვა ენით და თითოეული ნახატი როგორ ამილოკა, ამ ტკბილმა გოგომ და ლამის ვინანე, მეტი ტატუ რომ არ მქონდა, კიდევ უფრო მეტი, რომ ყველა შტრიხ-შტრიხ აელოკა და ტატუების ჩემს სხეულზე გაჩენის სიამე გაეცოცხლებინა. უარესი ქნა. სასწაული ქნა. ასე დაბმულს განმაცდევინა სამოთხის სიამე და მეთქი, შენ რას გიზამ, გავთავისუფლდე და კი გამიხსნა თავისივე მაისურით მიბმული ხელი თავისი ხელით, მაგრამ რაღაც ისე იყო, ტკივილს და ძალადობას ელოდა თითქოს, თითქოს გავუწყრებოდი და ვატკენდი და არა გოგონავ, არა ჩემო გოგო, ჩემო ლამაზო და სათუთო და ფაქიზო და შენ რომ გგონია, ძლიერო, რო დომინანტობ და ამ დროს რომ ხარ ყველაზე ნაზი და ფაქიზი და ყველაზე მეტი სინაზით და სიყვარულით სავსე, ასეთი რომ ხტუნაობ ჩემს ყლეზე, ჩემო სიცოცხლე, ამ დროს მინდიხარ ყველაზე მეტად, ჩემი ნაზი და ძლიერი გოგო. ჯერ ასე ჩაგიხუტებ გულში, ახლად ნაორგაზმალში და ახლად ნაორგაზმალს, და რას მეყოფი, როგორც შენ დამკოცნე მთლიანად, ზუსტად მასე უნდა გეფერო მეც, შენი სხეულის ყველა ნაკვთი უნდა გავიცნო, შენი ყველა გემო უნდა ვიგემო, შენი ყველა სუნი უნდა შევიყნოსო და  რა ლამაზი ხარ, რა თბილი ხარ. ჩემო გოგონავ. ხელისგულზე მეტევი და ჩემს მკერდზე დაწოლილი ხომ მთლიანად მეტევი. ისეთი კანი ქონდა, ხელის გაშვება არ მინდოდა, სრიალა, ნაზი და თან მკვრივი იყო, ვარჯიშობდა ალბათ. ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა ჩემს გემოზე მოვფერებოდი, სუნთქვა როგორც კი ცოტა დაუწყნარდა, გადმოვატრიალე და დავიწვინე ქვეშ, დამაწექიო მთხოვა, მთელი ტანით და სიმძიმით დამაწექიო და კი შემეშინდა, არ დამემსხვრია ეს თხელი და ფაქიზი არსება, მაგრამ ისეთი თვალებით მთხოვა, უარს ვერ ვეტყოდი და მთლიანად მოვიქციე ჩემს ქვეშ, მაინც ვეცადე ჩემს ხელებს უფრო დავყრდნობოდი, ვიდრე მას და ვიწექით ასე ჩაკრულები და მკოცნიდა ძალიან ნაზად, სადაც კი ტუჩებს აწვდენდა. მეთქი ახლა ჩემი ჯერია და ყურის უკნიდან დავიწყე მისი კოცნა, კისერზე ჩამოვყევი და ლავიწის ძვლებთან რომ მივედი, ისე აკვნესდა, გიპოვე მეთქი ეროგენული ზონა, ჩემო ლამაზო და დიდხანს ვკოცნიდი იქ და დიდხანს კვნესოდა. ძუძუებთან ჩამოვყევი ენით და რატომ არ შემეძლო, რომ ორივე ძუძუ ერთად ჩამედო პირში და მეწოვა, პატარა მკერდი ქონდა, კოხტა, დიდი ძუძუსთავებით და ისეთი ტკბილი იყო, თაფლი გადმოსდიოდა თითქოს კანიდან. ჩემი ხელი ფეხებშუა თვითონ ჩაიცურა და უკვე ერთი სული მქონდა, ფუჩუზე შევხებოდი, მარტო ხელით კი არა, ტუჩებით შევხებოდი, ენით, გამეწია კლიტორის ბაგეები, დამენახა რა ლამაზი იყო და ამესვა ენა და გემო გამეგო მისი, მისი ლამაზი მუტლის სუნი მეგრძნო, სიღრმეში შემეყო ენა და სიცხე მეგრძნო, გამეგო როგორ დუღდა შიგნიდან და რა ცხელი იყო შიგნით, რა ტკბილი და გემრიელი. იმდენი ვლოკე და ვკოცნე, ისე ღრმად შევუყავი თითები მუტელში, რომ კიდევ ერთხელ გაათავა ხმამაღალი კვნესით და კიდევ უფრო დასველდა, ისეთი ლამაზი იყო ორგაზმის კრუნჩხვებში რომ კიდევ ერთხელ და კიდევ ათასჯერ მინდოდა ეს დამენახა. რეზინი გავიკეთე და ასე უმწეოდ დაწოლილს შევუდე. მეგონა ახლა მაინც შემიშვებდა თავისუფლად, მაგრამ არა, რაღაცნაირად ვიწრო მუტელი ჰქონდა, ქალიშვილივით შეკრთა ისევ და ისე შემიშვა და თვალებზე რატომღაც ხელი აიფარა, მეთქი გეხვეწები თვალებში მიყურე, მინდა გხედავდე როგორ გიფართოვდება და გენისლება თვალები, როცა შენში შემოვდივარ და ასეც ქნა. ყველა პოზაში მინდა მეგრძნო, როგორი ტკბილი იყო, ჯერ გვერდულად წავაწვინე, მისი ფეხი ტანზე შემოვიხვიე და უმატა კვნესას. დიდხანს მინდოდა მეტყნა, ძალიან დიდხანს გამეგრძელებინა ეს სიამოვნება და ბოლოს მინდოდა სახე სახესთან გვქონოდა და გაგვეთავებინა ისევ ერთად. ეხლა გადმომატრიალეო თვითონ მითხრა, ამ საოცარმა გოგომ და მუხლებზე დამიდგა, წელი ისე ჰქონდა ჩაზნექილი, გაწყდება მეთქი და თვითონ აქტიურობდა, ეს აქტიურობა სიამოვნებდა ძალიან და როცა ვიგრძენი, იძვრებოდა ცხელი ტალღები, ისევ ზურგზე დავაწვინე და მისი სახე ხელებში დავიჭირე და თან ვტყნავდი და თან ვკოცნიდი, სანამ არ შევატყე, რომ ისიც მწვერვალისკენ მიდიოდა და ავჩქარდი, ავჩქარდი და მოვიდა, უფრო ცხელი და მხურვალე ორგაზმი მოვიდა, ვიდრე პირველად და ასე მოვიდოდა, კიდევ უფრო ცხელი ყოველ შემდეგ ჯერზე, ვიცოდი, ასე იქნებოდა.

ტაბუ, ნაწილი LVII – თათა

ნაწილი LVII – თათა

ჯერ განუცდელ გრძნობებს მიჩენდა ეს ბიჭი. ეს კაცი. ისეთი რამეები მინდებოდა, რაც არ მომდომებია არასდროს არავისთან და არც კი მიფიქრია, რომ როდესმე მომინდებოდა და ვინმესთან გავაკეთებდი. ჩემი კაცი იყო. არ მინდოდა ეს შემოინახე სიურპრიზები და დღეში თითო გამოუზოგე. მომინდა, მთელი ჩემი სექსუალობით დავტყდომოდი თავს და რაც იქნებოდა, იქნებოდა. ისე მინდოდა ეს ბიჭი, ისე, რომ მისი ჩემში შეგრძნების მოლოდინს ვიხანგრძლივებდი და მინდოდა იმდენი სპერმა დაგროვებოდა ჩემთვის, რომ დიდხანს ვერ დაეხარჯა. ლოგინზე მიბმული კი მყავდა და მთელი სხეულიც გასინჯული და მისი გემოებით სავსე გადავჯექი ლოგინის პირდაპირ მდგარ სავარძელზე და თან თვალებში ვუყურებდი და თან ფუჩუში ჩავიყავი ხელი. ვუყურებდი და ასე მეგონა, ის ჩემი მაისურით მიბმული მარჯვენა ხელი მოძრაობდა ჩემში, ისე აზელილ-დაზელილები ვიყავით უკვე ერთმანეთში. თან ჩემს თავს ვეფერებოდი მისი ხელებით, ფუჩუშიც მისი ხელი მქონდა და სხეულზეც, ძუძუებზე, წელზე, მუცელზე მისი ხელები დამისრიალებდა და თან ვუყურებდი, როგორც იწვა, როგორ იწვა მიბმული და როგორ ბორგავდა, როგორი ამდგარი ჰქონდა ყლე და ამის მაცქერალმა ძალიან მალე გავათავე, ბოლოს უკვე ვეღარც ვუყურებდი, აღარც მჭირდებოდა, ისე მედგა თვალწინ მისი სახება, მისი თვალები, მისი თითები, მისი კანი მეხებოდა ყველგან, მთელ სხეულზე და თვალების გახელის თავიც აღარ მქონდა რომ გავათავე, მასთან, ვატოსთან, ჩემს ბიჭთან, ჩემს კაცთან და თვალი რომ გავახილე, მივხვდი, ჩემი განცდები და შეგრძნებები ნახევარიც არ იყო, რაც მასთან ერთად მელოდა და მივუჯექი გვერდით, მივეკარი და ხელები დავუსვი გულმკერდზე, ფართო და ლამაზ გულმკერდზე, ტატუზე ჩამოვუსვი თითები და ენაც, როგორ მომწონდა ეს მისი ფრინველი, ფრთაგაშლილი, თავისუფალი, როგორიც მე ვხდებოდი მასთან, ვხდებოდი რა, გავხდებოდი და გავხდი კიდეც უკვე და თავისუფლებას ხომ საზღვრები არ აქვს და მახსოვდა მისი შარვლის ოდნავ გამობრეცილი ჯიბე, მარკეტში რომ გადავიდა, წვენების, ჩიპსების და სიგარეტების საყიდლად და მეთქი, უეჭველად რეზინებს ჩაიტენიდა იმ ჯიბეში და ვიპოვე შარვალი და ზუსტადაც, იმ მარჯვენა უკანა ჯიბეში ედო კოლოფი. ნელა, სიამოვნების მოლოდინით ამოვიღე ერთი ცალი, ტუჩი მოვიკვნიტე ჯერ და ისე ჩავუხიე კიდე და მეთქი, ჯერ ასე გაგიკეთებ მინეტს, ჩემო ძვირფასო, ჩერეზ რეზინი, მოლოდინს დაგიტოვებ, რას გიზამდი რეზინის გარეშე და რამხელა ყლე ქონდა, ვერ ჩამოვატიე პირი და თითები მივახმარე, გრძელი ფრჩხილები მქონდა და მეთქი არაფერი ვატკინო, ვფრთხილობდი, ეღიმებოდა, რომ ავხედავდი ამ ჩემს სიცოცხლეს, ამ ჩემს ბიჭს და ვლოკე ეს მის ყლეზე წამოცმული რეზინა და ჩავაცვი ბოლომდე და დავაჯექი ზედ, კრუნჩხვამ გადაუარა, ჩემში როგორც კი შემოვიდა და ვიგრძენი უნდა გამეთავისუფლებინა, ეს უკვე უკიდურესი სისასტიკე იქნებოდა და მაგრამ, ბარემ ბოლომდე და მერე მივცემ უფლებას, რაც უნდა, ის მიქნას. დავაჯექი და მოვტყანი. როგორც მე მინდოდა, ისე ვიხტუნავე მის ყლეზე, იმ ტემპით და იმ გრძნობით, როგორც მინდოდა, შანთივით დამიდიოდა შიგანში მისი ყლე და კი არ დამიდიოდა, დადიოდა, ტანი ხომ თავისუფალი ჰქონდა და ჩამოვაწექი მკერზე, დავეკარი, ხელებით მისი სახე, მისი თავი ჩავიკარი და მივენდე მთლიანად და ისე მომტყნა, წარმოდგენაც გამიჭირდა, თავისუფლად რომ ყოფილიყო რას იზამდა. ვერ გავუძელი ამ ფიქრს და წამოვიწიე და ავჩქარდი და ერთად გავათავეთ, რა სასწაული იყო, ისეთივე სასწაული იყო, როგორიც მსოფლიოში ყველა წყვილის ვითომ ერთად გათავება რომ სინამდვილე ყოფილიყო და ეს იყო, მართლა იყო, ერთად გადაგვიარა სრული სიგიჟის ტალღამ და დავაწექი მკერდზე ჯერ კიდევ კონვულსიებში მბორგავი და მივხვდი, რომ რა მინდოდა ახლა, რა და მისი ხელები ჩემს ტანზე და როგორღაც შევძელი, შევძელი და გავუხსენი ჯერ მარჯვენა ხელი, ჩემი მაისურით დაბმული და მეორე ხელი თვითონ გაიხსნა, მოიგლიჯა ის ბალიშის პირი და ინსტინქტური რეაქცია მქონდა, რომ აი ახლა მატკენს, სამაგიეროს გადამიხდის, მაგრამ არ ქნა. მომეხვია ორივე ხელით, გულში ჩამიკრა, ჩამიხუტა და ჩამტია მთელ სხეულში, ასე მეგონა აღარ ვჩანდი, ასე მეგონა მთლიანად მასში ვიყავი, ერთმანეთში ვიყავით მთლიანად.

ტაბუ, ნაწილი LVI – ვატო

ნაწილი LVI – ვატო

ოცნება იყო ეს გოგო, ოცნება კი არადა ასრულებული სურვილები, ასრულებული ფიქრები და ნატვრები. თავისუფლება იყო და სუნთქვა იყო. ის გამიკეთა, რაც სულ მინდოდა, მედომინანტა, მეაქტიურა, ლოგინზე ჩემი მიბმა რომ მოინდომა, არ შევწინააღმდეგებივარ, მაინტერესებდა, რას იზამდა, მაგრამ ვერც წარმომედგინა, იმას თუ იზამდა, რაც ქნა. ეს საძაგელი ეს. თითქოს სუსტი და ნაზი იყო და ისე მიმაბა ლოგინზე, გათავისუფლება რომ მომდომებოდა, რიკულები უნდა მომეტვრია. დაიჭირა მერე ჩემი სახე ხელებში და მკოცნა უამრავი, ამილოკა მთელი სხეული, სახიდან დაიწყო და მკერდს ჩასცდა და მუცელზე დამაკვდა, მეგონა ყლეს ჩაიდებდა პირში, ისეთი ამდგარი მქონდა, ქვასავით იყო და არ ქნა, ფეხის სახსრებს შორის ენა ჩამიცურა, ყვერები ამილოკა და ფეხებს ჩაყვა ქვემოთ. რანაირად ახერხებდა ყველგან მომფერებოდა, არ ვიცი, ზოგან მკოცნიდა, ზოგან მლოკავდა, ზოგან კი თითებს ნერწყვით ისველებდა და მისრიალებდა კანზე. ფეხის თითებამდე რომ ჩავიდა და ათივე თითზე მინეტი გამიკეთა, მეგონა ზემოთ წამოვიდოდა ისევ და ბოლოს და ბოლოს, ყლეზეც ამისვამდა იმ თავის ტკბილ ენას და არა, ისევ რა ქნა. რა მიქნა. ამომხედა ქვემოდან და გინდივარო, მკითხა უცებ, კი მეთქი, ყველაფერზე მეტად მინდოდა იმ წამს ამ სასწაულ გოგოში მეგრძნო ჩემი თავი, და კაიო. არ ვიცი, რატომ გააკეთა ასე, რატომ გამაგიჟა, გაგიჟება და ნდომა მაკლდა თუ რა იფიქრა, არ ვიცი, მაგრამ ადგა. დამიჯდა პირდაპირ, ფეხები გადაწია და საკუთარი თავის ფერება დაიწყო. ცალი ხელით ძუძუს ისრესდა, მეორე ხელი კი მუტელში ჰქონდა ჩაყოფილი და ეფერებოდა, ისე ეფერებოდა, თითქოს რაღაც ძალიან ნაზს, სათუთს, მოსაფრთხილებელს და იოლად გასატეხს ეხებოდა. კინაღამ გავგიჟდი. არასდროს მენახა ლაივში ქალის მასტურბაცია და მეგონა, ფილმს ვუყურებდი, ყველაზე მაგარ პორნოს მსოფლიოში. თავიდან მიყურებდა, კაიფობდა ჩემი მიშტერებული სახით და მერე წავიდა ნელნელა თავის თავში, საკუთარი სხეული დაამუღამა, ძუძუდან წელზე ჩამოჰქონდა ხელი და ეფერებოდა თავისივე თავს, ევასებოდა მაგრად და ნელნელა მოძრაობას აუჩქარა, თან თითებს უფრო სწრაფად იყოფდა მუტელში, თან თვითონაც მოძრაობდა და მივხვდი, გაათავებდა მალე, ისე გაათავებდა, რომ ლამის მეც გავათავებდი, ასე მწოლიარე, მარტო, ამდგარი ყლით დატოვებული და ვიგრძენი, რომ ასე რომ დავრჩენილიყავი, მოკვდებოდი იქვე და გაათავა, სასწაულად აიკლაკნა, რაღაც წარმოუდგენელი ფორმა მიიღო და მიწვა მერე დახუჭული თვალებით, მარჯვენა ხელი ისევ ფეხებშუა ჰქონდა ჩატოვებული და მარცხენა გადავარდნილი სავარძლის სახელურიდან და მეთქი, გოგონა, მალე მოდი გონს, მინდიხარ. კი არ მითქვამს, ჩემთვის ჩუმად ვფიქრობდი, ჩუმად კი არა, ხმამაღლა ვფიქრობდი, ვყვიროდი გონებაში და მჯეროდა გაიგონებდა და უცებ წარმოვიდგინე, ასე რომ მივეტოვებინე. რომ ამდგარიყო, ნელა ჩაეცვა, გამოეხედა ჩემკენ, თვალი ჩაეკრა და გასულიყო ოთახიდან და წასულიყო, მარტო ლოგინს კი არა, ყველაფერს დავამტვრევდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ქალაქს გავაღვიძებდი ჩემი ღრიალით, ისე მინდოდა ეს გოგო, ისე. და არ ქნა ეს, არ იყო სასტიკი, ჩემი იყო და ჩემთან მოვიდა. გონს მოვიდა და ადგა და დამიჯდა ლოგინზე და ორივე ხელი დამადო მკერდზე და მიყურებდა თვალებში.  არ ვიცი, საიდან ახსოვდა და საიდან იცოდა, პრეზერვატივების კოლოფი ჯინსის ჯიბეში რომ ჩავიდე და უცებ აიღო ჩემი შარვალი და უცებ იპოვა. ჩემი წამების დიდოსტატი გაიჩითა. ნელა გახსნა კოლოფი, ნელა ამოიღო ერთი რეზინი, კბილით ჩაუხია კიდე და მე რა უნდა მექნა, როგორ წამომეცვა რეზინი ყლეზე, დაბმული ვიყავი. შეატრიალ-შემოატრიალა ხელებში, სწორი მხარე აარჩია და პირში ჩაიდო და ტუჩებით ჩამომაცვა ყლეზე, მაგრამ არ ეყო სიღრმე, იმაზე დიდი ყლე მაქვს, ვიდრე ამას პირი ჰქონდა და თითები მიაშველა, თან ენას მისვამდა ყლის თავზე, რეზინით დაფარულზე და თან თითებით მიწევდა ბოლომდე, ისე ფრთხილად, ისე, მეგონა ეშინოდა, არაფერი მტკენოდა და დამაჯდა მერე ზედ, ნელა შეიცურა ჩემი ყლე შიგნით. თვითონ აძლევდა მიმართულებას, მაგრამ მაინც ისე შეკრთა, როცა ბოლომდე შევედი, თითქოს ქალიშვილი იყო და ვიწრო ჰქონდა ძალიან, მთელი ყლით ვგრძნობდი მის მუტელს, სულ მთლიანად და სულ ბოლომდე, სულ სიღრმეში ვგრძნობდი, როგორი იყო. რამდენ ქალთან მქონია სექსი და ასეთი აღგზნება არავისთან მიგრძვნია, ორივე ხელით დაბმულს, თავის გემოზე რომ ხტუნაობდა ყლეზე და ხან შეუნელებდა, ჩამომაწვებოდა ზედ, ხელებს თავზე მომხვევდა და თან იმოძრავებდა ჩემზე და თან ძუძუებს დამასრესდა ტანზე და ხან წამოიმართებოდა, უკან გადაწვებოდა და ხელებს და ჩემს ყლეს დაეყრდნობოდა  და მოვიდა, მოვიდა სასწაული, ექსტაზი მოვიდა და კედლებზე გასვლა და ცაში აფრენა მოვიდა, ვეღარ ვხვდებოდი, თვითონაც ათავებდა თუ მარტო ვიყავი მეთოთხმეტე ცაზე , მარტო დავდიოდი ვარსკვლავიდან ვარსკვლავზე თუ ესეც თან დამყვებოდა, ჩემთან ერთად იყო თუ არა, არ ვიცოდი, ეს გოგო, ეს  სასწაული გოგო.

ტაბუ, ნაწილი LIII – თათა

ნაწილი LIII – თათა

მაღაზიებში გამომყევიო, დამირეკა. მეთქი გოგო, რა დროს შოფინგია, დაიძინე ცოტა. დაიჟინა, დროზე ადე, წამოდიო და ავდექი, ამ სიცხეში როგორ მეზარებოდა გარეთ გასვლა, მაგრამ მარიამის გულისთვის გავიდოდი და გავედი. სახლიდან წამოვედიო, ეგრევე მომახალა, მანქანაში როგორც კი ჩამიჯდა, კარფურში წავიდეთ, სახლისთვის რაღაცები უნდა ვიყიდოო და დამცხა, უარესად დამცხა, ვიდრე გარეთ ცხელოდა. რამდენი ხანია ვოცნებობდი, რომ რომელიმეს ცალკე სახლი გვქონოდა, სადაც დავრჩებოდით ხოლმე, კინოებს ვუყურებდით, ლუდს მოვწრუპავდით, ვიქაქანებდით და მერე ისე დაგვეძინებოდა, რომ ერთერთი ჩვენგანი შუა ამბის მოყოლაში აღმოაჩენდა, რომ მეორეს მკვდარივით სძინავს და დილას წაუთაქებდა, სადამდე მოისმინე, რასაც გიყვებოდიო. მეთქი რა მოხდა, მარ. არაფერი უპასუხია, სახე გაუმეხდა და შევეშვი, მოუნდებოდა, მომიყვებოდა. ჩემი მტკიოდა და წავედი ჩემს ტკივილებში, მაკლდა თუ რა. ვის შევხვდი ამისთანას, ვერც ერთ ჩემს ტიპაჟში ვერ ჩავსვი, ხან ციოდა და ხან ისეთი ცხელი იყო, სათვალის კიდიდან გამოპარებული მზერით, მწვავდა ადგილზე და მადუღებდა და ვდუღდი და ვდუღვარ ახლაც. მასთან ერთად როცა ვიყავი, თვალის თვალში გაყრის მეშინოდა და მერიდებოდა, მეთქი არაფერი იფიქროს და როცა მასთან ახლოს არ ვიყავი, ის წამები მენანებოდა, თვალებში რომ არ მივჩერებოდი და არ ვკრეფდი მისგან სითბოებს, სიყვარულებს, ვნებებს და მოფერებებს და ჩახუტებებს და მისი ხელების ჩემს წელზე ჩაცურებებს და მის დაკუნთულ მკლავებზე ჩემი ფრჩხილების ნაზ დასმებს. აი, თითქოს ხვლიკწასმული სათვალე მეკეთა და ვხედავდი, რა უნდოდა ჩემგან, როგორ უნდოდა იქვე, იმ ბევრ ხალხში ჩავეკარი გულში და მოვეჭყლიტე, ძვლების ტკაცუნის ხმა გაეგონა ჩემი, ასეთს ვხედავდი და ხან მეგონა მეჩვენებოდა, ხანაც დარწმუნებული ვიყავი რომ არა, მეჩვენებოდა კი არა ცხადზე უცხადესს ვხედავდი. როგორ მივდიოდით ერთად სადღაც აღმართებზე, როგორ მისწრებდა, თავისი დიდი, კაცური ნაბიჯებით და როგორ ვეხვეწებოდი, მეთქი, ვატო, ნელა ცოტა, ასე არ შემიძლია, ასე არ შემიძლია გამოგყვე, ხელი შემომაშველე და რომ გამომიწოდებდა თავის უზარმარზარ მარჯვენას და ჩემი მტევანს მთლიანად ჩაბღუჯავდა თავის ხელში, მეგონებოდა მეორე კი არა მეშვიდე სუნთქვა გამეხსნა და ავყვებოდი, წავყვებოდი და სადღაც მიმიყვანდა, სადღაც მშვიდ, უმშვიდეს ადგილას. ამ შუა ქალაქში როგორ იპოვა ადგილი, სადაც ხმაური არაფრის ისმოდა და სუნთქვას რომ შევიკრავდი, მისი გულისცემის ხმა მესმოდა, ჯერ მშვიდი და მერე აჩქარებული და არ ვუსმენდი ამ ხმებს, თვალებში ვუყურებდი. მშვიდი იყო, ბუდასავით მშვიდი იყო. ან თამაშობდა ამ სიმშვიდეს, საკუთარ თავს ვერ აბიჯებდა, რომ აფეთქებულიყო და მცემოდა და დავეჭირე ხელში, აი ხელი კი არ მოეკიდა, ზუსტადაც რომ ხელში დავეჭირე, ხელებში, იმ თავის დაკუნთულ, ძლიერ ხელებში და ძალუმად მოეკიდა ხელი ჩემს კისერზე, თითები ჩაეჭირა და მივეწიე ტუჩებამდე, მის ლამაზ, სქელ, სექსუალურ ტუჩებამდე და დამკონებოდა, მშრალი ტუჩები დაედო ჩემს  ტუჩებზე და მე ენა გამომეყო და ჯერ მისი ზედა ტუჩი დამესველებინა და მერე შემეყო შიგნით, უფრო შიგნით, ენა მეპოვა მისი და გადავკვანძოდი და დავღვრილიყავით ჩვენი სისველით, ჩვენი სიტკბოთი, იმდენ ხანს გვეკოცნა ერთმანეთი ტუჩებში, სანამ ორივეს ხელები არ შეიცნობდნენ ერთმანეთის სხეულებს, მე შენსას, სულო, შენს მკლავებს, ქვასავით მტკიცეს და შენს კისერს, ზურგს შენსას და ფრჩხილებით ჩამოხატულ კვალს ქვემოთ და მკერდს შენსას, ძუძუსთავებს, სათითაოდ დასაზელს და საკოცნელს და მოსაფერებელს და მუცელს შენსას, ჭიპს და ბოქვენს და ყლეს არ მივეკარები ჯერ, ძალიან რომ არ გაგაღიზიანო, ჯობს შენ დამისვა შენი დიდი და ლამაზი ხელები ზურგზე, დამიფარო მთელი ხერხემალი, წელზე შემომერტყა და ზევით ამიცურო ხელები და გზადაგზა ნეკნები რომ შემოგხვდება, თითები გადამაყოლო ზურგიდან მზის წნულამდე და მკერდამდე ახვიდე და თან მკოცნო ტუჩებში და თან ჩემი ძუძუები გედოს ხელში, მშვიდად ჯერ და მერე ვეღარ მშვიდად, მთლიანად ჩაგეტიოს ორივე ძუძუ ორთავ ხელში და რიტმულად დამისრისო და მეფერო და მომკლა ფერებისას, ტკბილო ჩემო.

ტაბუ, ნაწილი LII – მარიამი

ნაწილი LII – მარიამი

ვიცოდი დედა მოკვდებოდა, თუ ავდგებოდი და წავიდოდი, მაგრამ ჩემს სიკვდილს მერჩია. ამ კაცთან ერთ ღამესაც ვეღარ გავჩერდებოდი ერთ ჭერქვეშ. რა ბანალურად ჟღერს არა? ერთ ჭერქვეშ. მაგრამ ეგრე იყო, ერთ ჭერქვეშ კი არა, მის ჭერქეშ და მისი ნაყიდი კბილის პასტით ვეღარ გამოვიხეხავდი კბილებს და იმ დილას ეგრევე კბილებგაუხეხავი და თმადაუვარცხნელი გამოვედი სახლიდან, გასისხლული თეთრეული ჩანთაში მქონდა ჩატენილი, მეტი არაფერი წამიღია თან. ის მაისური და შარვალი მეცვა, მაგის გარეშე რომ ვიყიდე, ძლივს შეგროვილი ფულით. სად მივდიოდი, არ ვიცოდი. ადრე დილა იყო, ჩემთვის მაინც ადრე, ამ დროს სახლიდან იმდენი ხანია არ გამოვსულვარ, აღარც მახსოვდა დილის თბილისი როგორი იყო. ზაფხულის მიუხედავად, სუსხი იყო ჰაერში, აბუზული მივბოდიალებდი და უაზროდ, ხელებით ვითბობდი მკლავებს, ასე მეგონა ყველა გამვლელი მე მიყურებდა, ყველამ იცოდა იმ ღამეს რა მოხდა, რომ იმ ღამეს საკუთარმა მამამ ქალიშვილობა დამაკარგვინა, ყველას მოეხსენებოდა, რომ სისხლი რომელიც იმ წამს ჟონავდა ჩემგან, მამაჩემის ხელით გახეული აპკის ნაჭრილობევიდან იყო და გავგიჟდი, აღარ შემეძლო გამვლელთა გამკიცხავი მზერების ატანა და ქაშუეთის უკან, პარკში შევძვერი და დავჯექი ყველაზე დამალულ სკამზე, რომ იქ მაინც ვერავის დავენახე, მამის მოტყნული, გასაზიზღრებული გოგო. ვიცოდი რა უნდა მექნა, სანამ მიხვდებოდა, რომ სახლიდან წავედი, ტელეფონის ნომერი გამომეცვალა და ბანკში მივსულიყავი, რაც ანაბარს მიგროვებდა ამდენი წელი, მთლიანად გამომეტანა, სრულწლოვანი ვიყავი უკვე ორი წელია და ვინ რას მეტყოდა. შევედი ბანკში და გამოვიტანე. მადლობა, მამა! დიდხანს მეყოფოდა, სანამ რამეს მოვიფიქრებდი, სანამ მარტო ცხოვრებას შევეჩვეოდი, სანამ დილას დედა რომ აღარ დამისხამდა ჩაის და ხან სალათს, ხან სახიან ერბოკვერცხს და ხანაც ჩემს საყვარელ მაკარონს მომიხარშავდა დილაობით და მსხვილად დაჭრილ ხახვში ჩამიშუშავდა, სანამ ამ ყველაფრის კეთებას მე თვითონ შევეჩვეოდი, მეყოფოდა, მეყოფოდა კიარადა, თავზეც გადამივიდოდა და რაღაცნაირად გამართული გამოვედი ისევ ქუჩაში, აღარც ჩიხებისკენ გაუწევია გულს, რუსთაველზე გამოვბოდიალდი და კიდევ კაი, ჭკუა მეყო და მარიოტში არ შევაჭერი ეგრევე, ნომერი მინდა მეთქი. ჯერ ერთი, მიპოვიდა და მერეც, რა ჩემ ფეხად მინდოდა ფუფუნება და რბილი ლოგინი და ჯაკუზები და ცხრანაირი შხაპი, მაკლდა თუ და მაინც მამაჩემმა მომტყნა, არ მაცალა, შემყვარებოდა ვინმე და მასთან დავწოლილიყავი პირველად და მისი ყლე მეგრძნო პირველად ჩემს მუტელში, ჩემს საყვარელ ადამიანს შეენგრია ჩემი შიგანი და ეტკინა. არ მინდოდა ფუფუნება, აღარ, პირიქით, მერჩია რაიმე პატარა, გაქუცულ ოთახში, ჩემთვის მშვიდად მივწოლილიყავი და მეფიქრა ამ ყველაფერზე, ამ ყოვლისმომცველ კოშმარზე. ასეც ვქენი, მარჯანიშვილზე ჩავბოდიალდი და პირველივე „ქირავდება“ წარწერიან ეზოში შევედი. საყვარელი სახლი იყო, პაწია, ერთი ოთახი და მარტო ჩემი, სამზარეულოთი და აბაზანით და ეზოც მქონდა, პატარა, მაგრამ მაინც ეზო. გამოვიდოდი და ყვავილებში ჩავჯდებოდი, მამაჩემი ვერც დამინახავდა, აქ  რომც შემოსულიყო. არც მახსოვს კარგად, სახლის პატრონს რა ველაპარაკე, სტუდენტი ვარ მეთქი, წყნარ ადგილას ცხოვრება მინდა, მეცადინეობაში ხელი რომ არაფერმა შემიშალოს და მიღიმოდა, მოხუცი ქალი იყო, ძალიან საყვარელი, თან ხომ ვატყუებდი და ისეთი საყვარელი იყო, ნერვები მეშლებოდა რომ ვატყუებდი, მაგრამ მთლად ტყუილიც არ გამოდიოდა, წყნარად მინდოდა ცხოვრება, ჩემთვის, მარტოს, ჩემი საკუთარი თავის იმედზე და ეტყობა ეს ისე მეტყობოდა ლაპარაკისას, დამიჯერა ლია დეიდამ და თავიდან კი გაიკვირვა, ბარგი რომ არაფერი მქონდა, მაგრამ სხვაგან მაქვს შენახული და მოვიტან მეთქი და შემიშვა ჩემს სახლუკაში. ერთი ოთახი იყო, დიდი ლოგინი იდგა, ჩემსაზე დიდიც კი და ერთ მხარეს აბაზანა ჰქონდა, მეორე მხარეს სამზარეულო და საერთოდ რას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი იყო, შემეძლო სახლის კარი ჩამეკეტა და ვერავინ შემოსულიყო. ვერავინ! თუ მე არ ვისურვებდი. და რაღა აზრი ჰქონდა თავშეკავებას და იმ დილას რომ დავიძინე, ჩემს ახალ ლოგინზე, ცარიელ მატრასზე და რომ შემცივდა, ლია დეიდას მოცემული ფარდა გადავიფარე, სულ სხვა ადამიანმა გავიღვიძე. ალბათ გარემოებებისადმი შეგუების უნარი ისევ მამაჩემისგან მქონდა მემკვიდრეობით გადმოცემული და კიდევ ერთხელ, მადლობა მამა! მარტო ცხოვრების პირველი მუღამი მარტო ჭამა იყო ჩემთვის, აქამდე არასდროს არც მისადილია და არც მისაუზმია და არც მივახშმია მარტო, სხვა თუ არავინ, მე დედა ვჭამდით ხოლმე ერთად, ერთად ვამზადებდით, ვმაიმუნობდით საჭმლის კეთებისას  და ეს ყველაფერი მომზადებულზე ნაკლებ გემრიელი არ იყო. არადა რომ გავიღვიძე, საჭმელი და სავსე მაცივარი კი არა, საიდანაც შეგიძლია ყველის ან ძეხვის ნაჭერი მოძიძგნო, სახლი დამხვდა ცარიელი და ჩემი ჯერ კიდევ გაუხეხავი კბილები გამიტყდა, ორი ორბიტი ერთად ჩავღეჭე და გავედი ჩემი ახალი სახლიდან.

ტაბუ, ნაწილი LI – მანანა

ნაწილი LI – მანანა

მომიყარა იმ დღეს მარიამის კაბები გასარეცხად, ახალი ნაყიდი ჰქონდათ. ისევ უჩემოდ წაიყვანა შოფინგზე და მოვიდნენ დახუნძლულები. ვერ ვხვდებოდი, მე რატომ არ მივყავდი, მარიამი ხო ვერ შევაჩვიე ტანსაცმლის ყიდვის სიხარულს და მე ვგიჟდებოდი, საათობით შემეძლო მეხეტიალა მაღაზიებში, ყველფერი მომესინჯა, რაც მომეწონებოდა და მეყიდა კიდეც. უკვე შემეძლო მეყიდა, ადრინდელისგან განსხვავებით, ტანსაცმლის კი არა, საჭმლის ფული რომ არ გვქონდა ხოლმე ხანდახან მე და ნოდიკოს, ხან ჩემი და ხან მისი მშობლები რომ გვიგზავნიდნენ ქილებით სადილებს და როგორ გამოძვრა მთელი ამ კოშმარიდან, ჩემი საყვარელი ბიჭი, ჩემი საყვარელი კაცი. კვირაობით დაიკარგებოდა ხოლმე ხანდახან და მოვიდოდა, რაღაცეებს მომიტანდა, ლამაზებს, ძვირფასებს და რომ ვეკითხებოდი, ნოდ, რა ქენი, რანაირად იშოვე, იღიმებოდა და პასუხს არ მცემდა, მშვიდი იყო და ბედნიერი. თეთრი, ნაქარგებიანი და ლამაზმაქმანებიანი ტრუსიკი და ლიფი ჩამომიტანა ერთხელ და მეხვეწა, დღესვე ჩაიცვიო და როგორ ვეტყოდი უარს. შხაპში რომ შევედი იმ დღეს, ვკვდებოდი მოლოდინისგან, ისე მინდოდა ჩემი ქმარი, ვერ ვითმენდი, ნეტა აბაზანის კარი შემოეღო ან წყლის ქვეშ შემოსულიყო ჩემთან ან მე გამოვეთრიე აქედან თუ უნდა თმით, წავეკუზე ნიჟარაზე და შემოსულიყო ჩემში, ღრმად, ძალიან ღრმად, მარა არა, არასდროს უქნია ეს, ლოგინში მელოდებოდა ხოლმე, იწვა ისე, თითქოს ფეხზე ეკიდა,მე დავუწვებოდი გვერდით თუ ვინმე სხვა. ჩავიცვი ეს ულამაზესი დვოიკა, თმაც დავივარცხნე და სუნამოც დავისხი ოდნავ, მისი ნაჩუქარი და მისი საყვარელი სუნამო, რომელიც ყველას ერჩია და საძინებელში რომ შევედი, ელდა მეცა, ისე იწვა, ეძინა თითქოს და მეთქი, ეჰ, მანჩო, რა თავს იკლავდი, რას ათვალიერებდი სარკეში შენს თავს, ხომ კარგად გამოიყურები და თმა როგორ გაქვს  და მოდი, წარბები ასე გავისწორო და ლიფის ბრეტელი ოდნავ გადავიწიო, ისე შემოვიცვა ხალათი და რა მექნა, ვერ გავაღვიძებდი, ისე გემრიელად ეძინა. ფრთხილად გადავწიე საბანი და შევწექი. შევეხე ხელზე და უცებ მეგონა დენმა დაარტყა, ისე მკვეთრად გადმოტრიალდა ჩემკენ, ორივე მკლავზე ხელები მომკიდა და დამაკრა ლოგინზე, მომწონდა მისი ძალადობა, მისი ძალა და ნავარჯიშები მკლავები მომწონდა და მიყვარდა და არ გამიწევია წინააღმდეგობა, ჯერ ლიფი რომ შემომახია და მერე ქვემოთ ჩაიწია და ეს მისი ჩამოტანილი, ლამაზი ტრუსიკი რომ გაგლიჯა, ფეხები გამიწია და ისეთი უცებ და ღრმად შემიყო ყლე, მოვკვდებოდი მეგონა, ტკივილისგან მოვკვდებოდი მეგონა და თან ხო მტკიოდა და თან ვიცოდი, რომ ჩემი კაცი იყო და სიამოვნებდა და ვგიჟდებოდი ამ გრძნობისგან, ტუჩებს ვიჭამდი და მუცელზე დავიდე ხელი, ცოტა მაინც შემემსუბუქებინა ის ტკივილი, შიგანს რომ მინგრევდა ყლით, კვდებოდი, ისე მტკიოდა და ვერ გავუძელი ბოლოს, ავკივლდი და სულ გაგიჟდა, მგონი ეს მოწონდა, მე რომ ვკიოდი ტკივილისგან და უცებ გამოიღო, გადმომატრიალა მუცელზე და უკნიდან შემიდო, წელზე ხელი დამაჭირა, რომ ჩავზნექილიყავი და მისთვის სასურველი მიმართულება მიმეღო და რომ მტკიოდა მე ისევ, ვაფშე ეკიდა, ეკვნესა მაინც ან რაიმე ხმა გამოეცა, რომ მივმხვდარიყავი, როგორ სიამოვნებდა, როგორც მანამ ზედ რომ მაწვა, ვხვდებოდი, სახეზე ეტყობოდა, მაგრამ არა, ასე მეგონა ჩემი ტკივილი სიამოვნებდა და ტუჩებს იჭამდა ისიც და მერე ვაფშე უცებ გამომიღო ყლე მუტლიდან და სანამ მივხვდებოდი რას აპირებდა, გაწევაც ვერ მოვასწარი, წელით დამიჭირა და ტრაკში შემიყო, არც ნელ-ნელა და არც სიყვარულით, თავი სადარბაზოში გაუპატიურებელ ქალად ვიგრძენი ისე მატკინა, საკუთარ თავს გადააჭარბა, აღარც მსიამოვნებდა და აღარც არაფერი, იმ დღემდე ანალური სექსი არ გვქონია და პირველი იყო და მეგონა, მოვკვდებოდი ტკივილისგან, რას წარმოვიდგენდი, გაუსწორდებოდა და ჯოჯოხეთად მიქცევდა ღამეებს. კიდევ კაი, ნახევრად არც იყო სახლში, თორემ არ ვიცი, როგორ გავუძლებდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეშინოდა მისი სახლში მოსვლის, ღამის ტკივილების და კოშმარების მოლოდინის, მაგრამ სად წავსულიყავი?! ჩემი მშობლები პენსიაზე ცხოვრობდნენ, თავისი გასჭირვებოდათ, ჩვენ რომ არ დავხმარებოდით, ძაან ეყოფოდათ ის პენსია და ახლა კიდე მე მომეკიდა მარისთვის ხელი და მივდგომოდი, ვერ ვიზამდი და ცალკეც ვერ წავიდოდი, რა მეჭმია და ჩამეცმია ბავშვისთვის და ან გამიშვებდა როო? ვჭირდებოდი, სახლში რომ იყო, ყოველ წამს ვჭირდებოდი, ხან პერანგის გაუთოება უნდოდა, ხან წიგნის მოძებნა, ხანაც საუზმე და ცხელი ყავა. ხანდახან მეგონა, ორი შვილი მყავდა, ორი მოსავლელი და საფუფუნებელი არსება, რომელთაგან ერთი ჩვილობაში მკლავდა, არ მაძინებდა, სულ ტიროდა და მითხოვდა და მეორე მერე მკლავდა, მართლა მკლავდა, თავისი სიუხეშით და ტკივილებით.