გორის მერია: ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ივლისში უნდა დასრულდეს

806

გორში, ჭავჭავაძის გამზირის 506-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 429 991 ლარია, ჭავჭავაძის გამზირის აღმაშენებლის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

“პროექტის დასრულების შემდეგ გამზირით სარგებლობისას პრობლემები აღარ შეექმნებათ მგზავრებს” , – აცხადებენ მერიაში.

ინფორმაციისთვის, სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულების ვადა ივლისში იწურება.