Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/301314
Title: პლატონ გოლეთიანი მუაშში
Other Titles: ანტონ გოლეთიანის ფოტო-არქივი
Keywords: ჯგუფური ფოტო
გოლეთიანი, პლატონ ანტონის ძე (1898-1978)
საკურორტო ფოტო
ლექცია
"კომუნისტური ოჯახი"
კურორტი მუაში
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის რაიონი
Issue Date: 23-Jul-1940
Abstract: პლატონ ანტონისძე გოლეთიანი (1898- 01.05.1978) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში (1910-15), თბილისის სასულიერო სემინარიაში (1915-17), სადაც მოუსწრო რევოლუციამ და გადავიდა ვაჟთა მე-6 გიმნაზიაში. შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში (რექტორი კორნელი კეკელიძე).მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ლეჩხუმის სოფლის სკოლებში, სრულყოფილად ფლობდა გერმანულ და რუსულ ენებს. 1965 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
Description: ფოტო გადაღებულია კურორტ მუაშში. მოაგარაკეთატვის ჩატარდა ლექცია თემაზე "კომუნისტური ოჯახი". კურორტი მუაში სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. კურორტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით. გაშლილი მინდვრები, ტყეები, მთების საოცარი ხედები და ტყის პირას ჩადგმული კოხტა კოტეჯები შესანიშნავია მთაში დასვენების მოყვარულთათვის. მუაში ბალნეო-კლიმატური კურორტია. იგი ნოტიო ჰავით ხასიათდება, ზამთარი აქ ცივია, ზაფხული კი - ხანგრძლივი და გრილი. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. თუკი ბუნების სიმშვიდეში განტვირთვა გსურთ, მუაში ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
Owner: ანტონ გოლეთიანი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Goletiani 0039.jpgრექტო145.25 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.