ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა – ინვესტიცია 4 მილიონია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა – ინვესტიცია 4 მილიონია

გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და ინვესტიციამ 4 000 000 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა შატილში ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ესწრებოდნენ. „გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, შატილში ახალი, თანამედროვე სტანდარტის ცენტრი აშენდა, სადაც ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ყველა მათთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტის, იმ ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელიც ახასიათებს ამ კუთხეს. გერმანიის მთავრობასთან წლებია ვთანამშრომლობთ და უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და ამავდროულად, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩვენს ბუნებას გააჩნია ეკოტურისტული თვალსაზრისით, რათა მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას და მეტ შემოსავლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, შუასაუკუნოვანი კოშკებითა და უნიკალური ლანდშაფტებით, თანაბრად იზიდავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დაცული ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, როგორიცაა: სუბ-ალპური ტყეები, ალპური მდელოები, კლდოვანი მთები, შთამბეჭდავი ხეობები და ტბები. იგი, ასევე, შუა საუკუნეების დროინდელი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდა და ვიზიტორთა ცენტრი დაარსდა, რომელიც დაკომპლექტებულია რეინჯერებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სხვა თანამშრომლებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტორთა ცენტრი მიიღებს სტუმრებს როგორც გერმანიიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. მჯერა, რომ შატილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდება”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.
ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ; გარდა ამისა, ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მოგზაურების მოთხოვნების იდენტიფიცირება და ეკოტურისტული პროდუქტების სწორად დაგეგმვა/განვითარება.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ ახალი ვიზიტორთა ცენტრი კიდევ უფრო გაზრდის ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობას, მეტი ვიზიტორი კი დადებითად აისახება შატილის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…