როგორ შევიძინო?

ავტორიზაცია

ყველა კატეგორია

რა ვაჩუქო?
აქსესუარები სილამაზე და კოსმეტიკა საჩუქარი ბავშვებისთვის დეკორი სხვადასხვა
ავტო ნაწილები ბავშვებისათვის ვიდეო თამაშები & კონსოლები ზოო პროდუქცია კომპიუტერული ტექნიკა მობილური ტელეფონები & აქსესუარები მუსიკა მუსიკალური ინსტრუმენტები საათები სათამაშოები & ჰობი
ასაწყობი სათამაშოები ბურთები, ფრიზბი & ბუმერანგები გამჭვირვალე & ფერადი ბურთულები დრონები თამაშები კლასიკური სათამაშოები მანქანები, თვითმფრინავები, გემები & ძრავები მატარებლები მოდელები & კომპლექტი მოქმედებითი / მოძრავი მცირე წლოვნებისთვის რობოტები, მონსტრები, კოსმოსური მხეცები საბავშვო დისტანციური მანქანები საბავშვო სატერფულიანი მანქანები საბითუმო გაყიდვები საგანმანათლებლო სათამაშო ჯარისკაცები საპნის ბუშტები სატელევიზიო & ფილმის პერსონაჟები სწრაფი კვების სათამაშოები ფაზლები, თავსატეხები, რუბიკის კუბები ფუმფულა / ბეწვის სათამაშოები ცნობილი ცხოველები ძველებური & ანტიკვარული სათამაშოები საბითუმო გაყიდვები
სამკაულები სამომხმარებლო ელექტროტექნიკა სახლი და ეზო სპორტული საქონელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ფოტო და ვიდეო კამერები წიგნები ჯანმრთელობა და სილამაზე

რამდენიმე რჩევა-როგორ ავარჩიოთ ნაძვის ხე სწორად?

ვერონიკა დოლიძე
6057

წაკითხვა

მოწონება

ბლოგერი : ვერონიკა დოლიძე

რა უნდა იცოდეთ ნაძვის ხის შეძენამდე

 

თუ ახალ წელს აღარ ახლავს უწინდელი ჯადოსნურობა, ცვლილებების დროა!
სადღესასწაულო განწყობას ქმნის თვალისმომჭრელად ლამაზი ნაძვის ხე, აი, ისეთი, როგორიც ყოველთვის გინდოდა, რომ გქონოდა, ახლა კი ყუთში შეფუთული გელოდება და შენც ერთი სული გაქვს, როდის ააწყობ, მორთავ და მისით დამშვენებულ სადღესასწაულო მოგონებებს სურათებად შეინახავ.
ასეთი ნაძვის ხის შერჩევა მარტივი საქმე არ არის, მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევანი მრავალფეროვანია. ათასნაირი რეკლამით გამოწვეულ ცდუნებას რომ არ აყვეთ და შემდეგ წელს არ აღმოაჩინოთ, რომ თურმე, შარშანდელი ნაძვის ხე უკვე სულაც აღარ მოგწონთ, გაგიმხელთ რამდენიმე ყურადსაღებ რჩევას:


პირველი გადაწყვეტილება: ნაძვის ხის დიზაინი
თქვენ უკვე არაერთ ლამაზ მოდელს ნახავდით, შეიძლება მათმა სიმრავლემ და თავისებურმა სილამაზემ თვალიც კი აგიჭრელათ, მაგრამ ჩვენ „უი, რა ლამაზია!“ ემოციაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებებს ხომ არ ვიღებთ?! არა, ჩვენ აქ ვაფასებთ დიზაინის დადებით და უარყოფით მხარეებს და დაფიქრებულად ვიღებთ ისეთი გადაწყვეტილებას, რის გამოც შემდეგი წლები საკუთარ თავს მადლობას გადავუხდით.
დიზაინის მიხედვით რამდენიმე კატეგორიას გამოვყოთ:

 

  •  კლასიკური- გულისხმობს სადა მწვანე ნაძვის ხეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ფანტაზიას მივცეთ სრული გასაქანი და მოვრთოთ ხე ბევრი სხვადასხვა ვარიაციით. მოსართავად ძალიან უპრეტენზიოა და რადგან კლასიკური მოდელია, დროსა და ტენდენციების ცვლილებას მარტივად გაუძლებს. მორთულობის მიხედვით შეგიძლიათ ყოველ წელს განსხვავებული შესახედაობა მიანიჭოთ, ამიტომ თუ ჩამოყალიბებული არ ხართ, როგორი ნაძვის ხე მოგწონთ, ან აზრი სწრაფად გეცვლებათ, სადა, კლასიკური ნაძვის ხე თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო არჩევანი იქნება.

  • დათოვლილი- დათოვლილ ნაძვის ხეს ყველა სათამაშო არ მოუხდება, ამიტომ შეძენამდე გადახედეთ თქვენს დეკორაციას. თუ მორთვასთან დაკავშირებული სირთულე არ გაწუხებთ, ისღა დაგვრჩენია მოგილოცოთ. ასეთ ნაძვის ხეს ხშირად ან ყველგან ვერ ნახავთ, მითუმეტეს თუ ქალაქში ცხოვრობთ. ალბათ, კუკუშკიდან თუ დაგინახავთ დაბურულ ტყეში მარტო მდომი, თეთრი და ბრჭყვიალა თოვლით დამძიმებული. დათოვლილი დიზაინით ყველა ერთნაირად ვერ მოიხიბლება, მე კი მგონია, რომ ჩემი ნაძვის ხის სახით სახლში ზამთრის ზღაპრის პატარა ნაწილი შემოვიტანე.

  • ბუნებრივის მსგავსი - იდეალური გამოსავალია, როცა ბუნებრივ ესთეტიკას აფასებთ და იცით, რომ ბუნებრივი ნაძვის ხე:

1.ზიანია გარემოსთვის;
2. ხმება ძალიან მალე;
3. ცვივა წიწვები;
4. რთულად საშოვნელია ჩამაგრებული ტოტების გარეშე.
არაფერი ზემოთჩამოთვლილი არ გემუქრებათ ბუნებრივის მსგავსი ხელოვნური ნაძვის ხის შეძენისას. მოდელი წიწვები აწყობილია მაღალი ხარისხის სილიკონისგან, რის გამოც რთული გასარჩევია ბუნებრივისგან, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მოირთვება.თუ თქვენთვის, მნიშვნელოვანია, სახლში ბუნებრივი ნაძვის ხის სურნელი ტრიალებდეს, შეგიძლიათ დეკორაციისთვის ტოტები შეიძინოთ.

  • გაფორმებული-თუ  არ გიყვართ ერთფეროვნება, მაშინ ეს დიზაინი თქვენთვის ზედგამოჭრილია! კატეგორიაში შეხვდებით გირჩებითა და კენკრით გაფორმებულ კოპწია ნაძვის ხეებს, რომლებზეც, როგორც წესი, ამბობენ „ისეთი ლამაზია, მორთვაც არ სჭირდება“. თუ შემდეგ წელს რომელიმე ატრიბუტი აღარ მოგეწონებათ, მის მოძრობასაც მარტივად შეძლებთ.

 

მეორე გადაწყვეტილება: რა ზომის ნაძვის ხე ავარჩიოთ?

 

ზომების სამი კატეგორია არსებობს:
პატარა: 120-150სმ
საშუალო: 180- 210 სმ
დიდი: 240-270სმ +
თუ სახლში ბავშვები გყავთ, გეცოდინებათ, როგორ გულით ელოდებიან გრანდიოზულ ნაძვის ხეს. მათთვის იმედების გაცრუება არც ჩვენ გვინდა, მაგრამ ზომის არჩევისას მოგვიწევს პრაქტიკულები ვიყოთ.

  • თუ პატარა ნაძვის ხეზე შეაჩერებთ არჩევანს, კარგი იქნება, წინასწარ მოიფიქროთ, რაზე აპირებთ დადგათ. პირდაპირ იატაკზე დადგმული 120სმ სიმაღლის ნაძვის ხე თვალთახედვიდან დაიკარგება. დასჭირდება თავისი სადგამი და შესაბამისი მორთულობა;

  • საშუალო ზომის ნაძვის ხე თითქმის ყოველთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, მოსართავადაც მარტივია, არც სჭირდება განსაკუთრებული რაოდენობის სათამაშო და საკმარისი სიდიდე აქვს იმისთვის, რომ პირველი დანახვისას ჩვენი პატარების გაოცებული შეძახილი გამოიწვიოს;

  • თუ 240სმ ან უფრო დიდი ნაძვის ხით დაინტერესდით, უკვე მოიფიქრეთ, სად გსურთ დადგათ? გაითვალისწინეთ, რომ ჭერამდე თავისუფალი სივრცე მინიმუმ 50სმ მაინც უნდა დარჩეს, ხოლო გარშემო მის ხედს ავეჯი არ უნდა ფარავდეს. ნაძვის ხის სილამაზე და კოხტა მორთულობა წყალში ჩაიყრება, თუ ის ლილიპუტების ქვეყანაში მოგზაურ გულივერს მოგაგონებთ.

მესამე გადაწყვეტილება: აწყობის ტიპი
შეიძლება ახლა ნაძვის ხის სილამაზით გაბრუებული ხართ და ნაკლებად გაინტერესებთ, როგორ იწყობა, მაგრამ სულ მალე დადგება მომენტი, როცა აწყობის ტიპი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.
არსებობს ორი სახეობა:

  • ჩასამაგრებელი ღეროებით-ამ ტიპის ნაძვის ხეები ასაწყობად შედარებით რთულია, მაგრამ საშუალებას იძლევა თქვენი სურვილის მიხედვით გამოხშიროთ ან დატვირთოთ ნაძვის ხე ტოტებით. წინასწარ მითითებულია ნომრების საშუალებით, რომელი ტოტი სად უნდა განთავსდეს, ამიტომ ჩემი მხრიდან „სირთულის“  ხსენება, ცოტა გადამეტებულად გამოვიდა.
  • გადმოსაშლელი ღეროებით-ადვილად შეგიძლიათ გაშალოთ და დაკეცოთ ნაძვის ხე, სრულად ასაწყობად  5 წუთიც არ დაგჭირდებათ. ხოლო თუ სახლში პატარა ონავარიც გყავთ, ნაძვის ხის ტოტების დაძრობის არ შეგეშინდეთ.

 

 იმედი მაქვს, ჩემი რჩევები გამოგადგებათ და ბედნიერ ახალ წელს ზუსტად ისეთი ნაძვის ხით შეხვდებით, როგორიც ყოველთვის გსურდათ გქონოდათ. ამაში კი დაგეხმარებათ www.order24.ge, სადაც შეგიძლიათ ერთი კლიკით შეიძინოთ ნაძვის ხეები კურიერთან გადახდით, გადარცხვით თუ განვადებით. ორდერის ელფები საახალწლო ამანათს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მოგართმევენ.

 

 

ბლოგერი : ვერონიკა დოლიძე
წაკითხვა : 6057
მოწონება :
გაზირება :
სხვა ბლოგები :
კომენტარები :