ნივთის შეძენა ისეთივე მარტივია როგორც 1,2,3
1. გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია
2. ჩაირიცხეთ თანხა თქვენს პროფილზე
3. დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა”
სხვა დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
Visa, Mastercard, American Express
-თანხის ჩასარიცხად საიტის პროფილიდან გადადით ბალანსის გვერდზე
-დააკლიკეთ ღილაკს "ბალანსის შევსება"
-შეიყვანეთ ბარათის მონაცემები
-დადასტურების შემდეგ თანხა ავტომატურად ჩაგერიცხებათ
Express Pay, TBC Pay, PayBox
-თანხის ჩასარიცხად გადახდებში იპოვეთ ჩვენი ლოგო
-ჩაწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე
-ეკრანზე დაინახავთ თქვენს სახელს, გვარსა და ბალანსს
-შეიტანეთ სასურველი თანხა
-დადასტურებიდან რამდენიმე წამში თქვენს პროფილზე აისახება ჩარიცხული თანხა
თიბისი ბანკი
- გადადით კომუნალურ გადახდებში
- აირჩიეთ "გადახდის დამატება"
- აირჩიეთ "ამანათები და ფოსტა"
- აირჩიეთ "Ebaygeorgia"
- შეიყვანეთ მობილურის ნომერი რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე
საქართველოს ბანკი
- გადადით გადახდებში
- აირჩიეთ "გადახდის დამატება", (მობილური აპლიკაციის სარგებლობის შემთხვევაში "შაბლონის შექმნა")
- აირჩიეთ "სხვა გადახდები"
- აირჩიეთ "ამანათები და ფოსტა"
- დაამატეთ "EBG"
- შეიყვანეთ მობილურის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე
↪ სად მივიღებ ამანათს?
გამოწერილი ამანათის გატანას შეძლებთ საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ფილიალიდან
*სასურველ ფილიალს აირჩევთ ყიდვის დროს.
*ამ ეტაპზე გამოწერილი ამანათების სახლში მიწოდების სერვისი არ გვაქვს.
↪ როგორ ჩავრიცხო თანხა?
რა იცით ფეხსაცმლის შესახებ?
წაკითხვა
მოწონება
ეგვიპტელები მას წვავდნენ და კვამლს ყნოსავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით თავის ტკივილს დიამებდნენ. ამერიკის კონტინენტის მცხოვრებლები წვებოდნენ და მათ მუცელზე ილაგებდნენ. რატომ? მიაჩნდათ, რომ ამით კუჭის ტკივილს უშველიდნენ. წარსულში, არაბი მამაკაცი თავისი ცოლის ამ ნივთს კარს გარეთ მოისროდა ხოლმე. რას ნიშნავდა ასეთი საქციელი? ამით ქმარი აჩვენებდა, რომ ცოლიც იგივე ხვედრს გაიზიარებდა. ეს ოჯახური იდილიის დასასრულს ნიშნავდა. რაზე ვსაუბრობთ? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფეხსაცმელზე. საინტერესოა, როგორი მდიდარი ფანტაზია გააჩნია ადამიანს. მართალია, დღეს თავის ტკივილს ციტრამონით შველიან და გაყრის შემთხვევაში იუსტიციის სახლებს მიმართავენ, მაგრამ ფეხსაცმლის გარეშე ჩვენი დღევანდელი ყოფა უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა.
როცა ტემპერატურა იწევს და სიცხე გაუსაძლისი ხდება, იბადება კითხვა: რა ჩავიცვა ფეხზე? დღეს გვინდა მოკლედ ვისაუბროთ რამოდენიმე სტილის ფეხსაცმელზე და მათ პრაქტიკულ მხარეებზე. ასევე გავეცნობით მათი წარმოშობის ზოგად ისტორიას. მართალია ზაფხულზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჩამოთვილი ფეხსაცმელების უმეტესობა შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს ჩაიცვათ, შეუსაბამოთ თქვენს ინდივიდუალურ სტილს, სიტუაციას, გარემოს და რათქმაუნდა ამინდს. მაგრამ სანამ უშუალოდ ცალკეულ სტილზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით მოვიხსენიოთ ზოგადი პრინციპი, რომელიც მისი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ. აუცილებელია, რომ ზაფხულობით ფეხს ასე ვთქვათ „სუნთქვის“ საშუალება მივცეთ და ხშირად ნიავდებოდეს. თუ ასე არ მოხდა, ხშირი ოფლიანობა დისკომფორტს შეგვიქმნის როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ გარშემო მყოფებს. ჩვენი ფეხი შეიძლება ქიმიურ იაღარად იქცეს თუ ფეხზე გახდა მოგვიწევს! რათქმაუნდა ეს არავისთვის იქნება სასიამოვნო. ეხლა კი, ცოტა ვისაუბროთ უშუალოდ ფეხსაცმელებზე.
ბევრისთვის პოპულარული და პრაქტიკული აღმოჩნდა ე.წ. „ბოუთ შუზები“. ხომ არ დაფიქრდებოდით მათ შეძენაძე? როგორც ამბობენ ეს დიზაინი 1935 წელს პოლ სპერის მოუვიდა თავში. მან ეს სტილი კონკრეტულად მეზღვაურებისთვის შექმნა. რატომ დასჭირდათ ის მეზღვაურებს? წარმოიდგინეთ, რომ მეზღვაური ხართ და სველ გემბანზე ყოველდღე გიწევთ მოძრაობა, გეშინიათ ფეხი არ მოგიცურდეთ ან ტერფი არ გაიჭრათ. ამ დროს კი ფიქრობთ ფეხზე რა ჩაიცვათ. პოლ სპერიმ გამოსავალს მიაგნო: მან ტყავის ფეხსაცმელს რეზინის ძირები გაუკეთა. ასე რომ, არც ფეხი სრალებს და ტერფის გაჭრის საშიშროებაც ნაკლებია. გავიდა დრო, „ბოუთ შუზები“ გემბანს გაცდა და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. დღეს მას როგორც წესი წინდების გარეშე იცმევენ, ძირითადად, მაისურთან და ნახევრად კლასიკურ შარვლებთან, მაგრამ ზოგის აზრით შორტებსაც კარგად ეხამება. თუ უბრალოდ მეგობართან გინდათ გახვიდეთ ან სადმე ჩამოჯდეთ, მაშინ ჯობია ისინი გარდერობიდან გადმოიღოთ და ჩაიცვათ.
რა ვიცით მათ შესახებ? როგორც ამბობენ ისინი მე-XIX ს. დასასრულს გამოჩდნენ ასპარეზზე. ბოტასების დიზაინი და სტილი, ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა სპორტსმენების და სხვა ათლეტებისთვის. მაგალითად ჩოგბურთელებისვის და მორბენლებისთვის ისინი მართლაც მოსახერხებელი და პრაქტიკულია. სპორტსმენების შემხედარე სხვებმაც გაიფიქრეს, რატომაც არაო და დღეს ის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფეხსამოსელია. მათ შორის ყველაზე პოპულარული adidas და NIKE ფირმებია. ამ ზაფხულს ბოტასები თქვენც დაგჭირდებათ. გადაწყვიდეთ პარკში საღამოობით ცოტა ირბინოთ? თუ თქვენც ოთხფეხა მეგობართან ერთად ვარჯიშობთ? ამ სიტუაციაში ბოტასი ზედგამოჭრილია. ისინი ჰაეროვნებით გამოირჩევა და თუ სწორად შევარჩევთ, ჩვენს ფეხს „სუნთქვა“ არ გაუჭირდება. იქნებ ფეხბურთის თამაში გიზიდავთ? ამ დროს კედებს ამჯობინებენ ხოლმე. ბოტასებმა და კედებმა ყველა ბარიერი გადალახეს და ერთაირად პოპულარულია როგორც მამაკაცებში ისე ქალბატონებშიც.
იცოდით თუ არა, რომ მოკასინებს ამერიკელი ინდიელები ირმის ტყავისგან ამზადებდნენ? ისინი ნადირობით იყვნენ განთქმულები და კლდე-ღრეებში თავისუფლად გადაადგილება რომ შეძლებოდათ, გამძლე, მაგრამ მსუბუქი ფეხსაცმელი სჭირდებოდათ. ასე გაჩნდა მოკასინების შექმნის იდეა — ფეხსაცმელი თასმის გარეშე. დროთა განმავლობაში ეს იდეა ევროპელებმაც აიტაცეს და ამერიკის კონტინენტის დაპრყობასთან ერთად მოკასინებმა დიდი ოკეანე გადაკვეთეს. მაგრამ ჩვენს დროში მათ ცოტა სახე იცვალეს და სწორი ძირი ქუსლიანმა ძირებმა შეცვალა. მოკასინები როგორც კლასიკურ ისე სპორტულ სტილს ერთნაირად ერწყმის. გეზარებათ თქვენი პატარასთვის ყოველ დილით თასმების შეკვრა? ან პატარებს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხომ არ გეზარებათ? ამ სირთულის გადაჭრა მარტივად შეიძლება.
უძველესი სანდალი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ მისი ასაკი 10 000 წელს ითვლის. ნეტა ვინ კერავდა მაშინ ფეხსაცმელებს? მათ დასამზადებლად თოკებს, პაპირუსებს, პალმის ფოთლებს და სხვა მასალას იყენებდნენ. მაგრამ დროის სვლასთან ერთად ადამიანმა მისი მოდიფიცირებაც შეძლო და ყოვედღიურობას მოარგო. ამგვარად გაჩნდა ე.წ. „ბასანოშკები“ თუ „ტაპოჩკები“. სხვა ფეხსაცმელებზე თუ არა, ამათზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულისთვისაა შექმნილი. ღია ფეხსაცმელი ფეხს განიავების საშუალებას აძლევს. დიზაინერები უფრო შორს წავიდნენ და ვიღაც ჭკვიანს აზრად მოუვიდა, რომ მისთვის გამძლე ძირები დაეკერებინა. რატომ? ამდაგვარად ლაშქრობისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც ამერიკელი ინდიელებისა არ იყოს, მთებში თუ უსწორ-მასწორო გზებზე გადაადგილებაში გვეხმარება. სახლში ხართ და ფეხშიშველი ვერ ივლით? იქნებ დაბლა პურის ამოსატანად უნდა ჩაირბინოთ? ლაშქრობაზე ხომ არ მიდიხართ? ამ დროს დამდვილად დააფასებთ სანდლების გამომგონებელს.
და ეს რაღაა? მისი სტილი ძალიან წააგავს მოკასინებს. „ესპადრელები“ დაახლოებით მე-XIV ს.-ში შექმნეს საფრანგეთსა და ესპანეთში. მას ძირითადად კი კატალონიასა და ბასკეტში იყენებდნენ, საიდანაც შეიძინა ეს სახელწოდებაც. „ესპადრილები“ ზაფხულობით ძალიან პრაქტიკულია მისი დიზაინის გამო. ძირითად მას მყარი ძირი აქვს და ზემოდან თხელი ნაჭერით არის დაფარული. ამის გამო ის ძალიან მჩატეა და საერთოდ ვერ გრძნობ ფეხზე თუ რამე გაცვია. „ესპადრელები“ ორგვარია — ბრტყელძირიანი და ქუსლებიანი. მეგობარმა ყავაზე დაგპატიჟათ? გინდათ თქვენი ოთხფეხა მეგობარი პარკში გაასეირნოთ? სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა ზედგამოჭრილი ეს ფეხსაცმელები.
„ოქსფორდები“ იგივე თასმებიანი ფეხსაცმელები, მე-XIX ს.-ის დასაწყისში შოტლანდიასა და ინგლისში გამოჩნდა. ის ძალიან პოპულარული იყო „ოქსფორდის“ კოლეჯის სტუდენტებში და სახელიც სწორედ აქედან შეირჩა. ჩამოთვლილთაგან განსხვავებით იგი ძირითადად კლასიკურ ჩაცმულობასთან ასოცირდება. მეგობრის ქორწილში გიწევთ წასვლა? საქმიანი შეხვედრა გაქვთ? სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა ზედგამოჭრილი ეს ფეხსაცმელი.
მაშ ასე, ესეც ფეხსაცმლების მოკლე მიმოხილვა. სიტუაციის და მდგომარეობის შესაბამისად შეგვიძლია სასურველი ფეხსაცმელი შევარჩიოთ.
დეტალურად
.დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე
.სტატია კავშირში უნდა იყოს ebg-ს საქმიანობასთან ან და პროდუქციასთან
.გაფორმებული უნდა იყოს ხარისხიანი ფოტო მასალით
.არ უნდა არღვევდეს კანონს საავტორო უფლებების შესახებ
.და, რაც მთავარია, უნდა იყოს საინტერესო
.ყოველ გამოქვეყნებულ სტატიაზე თქვენ მიიღებთ 15 ლარს ebg.ge-ს ბალანსზე
.დამატებითი ანაზღაურება განისაზღვრება 30 დღის განმავლობაში დაგროვებული
უნიკალური წაკითხვის შესაბამისად : 2000 წაკითხვა = +5 ლარი
გადმოგვიგზავნეთ სრულყოფილი სტატია.
ჩვენი რედაქტორი მალევე დაგიკავშირდებათ