ნივთის შეძენა ისეთივე მარტივია როგორც 1,2,3
1. გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია
2. ჩაირიცხეთ თანხა თქვენს პროფილზე
3. დააჭირეთ ღილაკს “ყიდვა”
სხვა დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
Visa, Mastercard, American Express
-თანხის ჩასარიცხად საიტის პროფილიდან გადადით ბალანსის გვერდზე
-დააკლიკეთ ღილაკს "ბალანსის შევსება"
-შეიყვანეთ ბარათის მონაცემები
-დადასტურების შემდეგ თანხა ავტომატურად ჩაგერიცხებათ
Express Pay, TBC Pay, PayBox
-თანხის ჩასარიცხად გადახდებში იპოვეთ ჩვენი ლოგო
-ჩაწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე
-ეკრანზე დაინახავთ თქვენს სახელს, გვარსა და ბალანსს
-შეიტანეთ სასურველი თანხა
-დადასტურებიდან რამდენიმე წამში თქვენს პროფილზე აისახება ჩარიცხული თანხა
თიბისი ბანკი
- გადადით კომუნალურ გადახდებში
- აირჩიეთ "გადახდის დამატება"
- აირჩიეთ "ამანათები და ფოსტა"
- აირჩიეთ "Ebaygeorgia"
- შეიყვანეთ მობილურის ნომერი რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე
საქართველოს ბანკი
- გადადით გადახდებში
- აირჩიეთ "გადახდის დამატება", (მობილური აპლიკაციის სარგებლობის შემთხვევაში "შაბლონის შექმნა")
- აირჩიეთ "სხვა გადახდები"
- აირჩიეთ "ამანათები და ფოსტა"
- დაამატეთ "EBG"
- შეიყვანეთ მობილურის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე
↪ სად მივიღებ ამანათს?
გამოწერილი ამანათის გატანას შეძლებთ საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ფილიალიდან
*სასურველ ფილიალს აირჩევთ ყიდვის დროს.
*ამ ეტაპზე გამოწერილი ამანათების სახლში მიწოდების სერვისი არ გვაქვს.
↪ როგორ ჩავრიცხო თანხა?
წაკითხვა
მოწონება
ფაქტია,რომ დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ ტექნიკის, ინტერნეტისა და კომპიუტერების ოქროს ხანაში, და რა იქნება საუკეთესო გასართობი, თუ არა ინტერნეტთამაშების მეგობრებთან ერთად თამაში. მაგრამ თუ გინდათ, რომ მეგობრულ დაცინვას გადაურჩეთ და მათ თვალში ე.წ. "noob''-ი (ანუ კომპიუტერისა თუ ინტერნეტის გამოყენების უცოდინარი) არ იყოთ (რაც უმეტეს შემთხვევაში თქვენი მოძველებული სისტემის ბრალი იქნება), მაშინ თქვენ გჭირდებათ ახალი კომპიუტერული სისტემა. ასევე, თუ პროგრამირების შესწავლა გსურთ ან უკვე ხართ პროგრამისტი და ძლიერი კომპიუტერი გჭირდებათ, ამ ბლოგში შემოთავაზებული რჩევები თქვენთვისაცაა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, კომპიუტერი შეიძინოთ, რაც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავლადაა. მაგრამ ეს გაცილებით ბევრი დაგიჯდებათ, ვიდრე თქვენი ხელით აწყობა, ამასთან ერთად, თქვენზე უკეთ არავის ეცოდინება, რა სიძლიერის და პარამეტრების კომპიუტერი გჭირდებათ. მაშ ასე, დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების არჩევა.
კომპიუტერის ქეისი, იგივე ,,ყუთი" უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რადგან მასში თავსდება მთელი მუშა მექანიზმი. ამასთანავე, მას უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ვიდრე შიდა ნაწილებს, ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ თანხის სიმცირეს არ უჩივით, ახალი ქეისი შეიძინოთ, რადგან ასეთი არამარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ - გაგრილების სისტემით, განათებებითა და იმითაც, რომ თითქმის საერთოდ არ ხმაურობს. ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყოდით, რომ ჩინური პროდუქციის შეძენა არ ღირს. შეიძლება, ისინი ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებიან, მაგრამ ხარისხით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. მე პირადად NZXT Phantom მაქვს და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
2) პროცესორი
მეორე და წინაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გარეშეც კომპიუტერი ვერ იმუშავებს, პროცესორია. ბაზარზე 2 ძირითადი კომპანიაა წარმოდგენილი: პირველია Intel-ი, მეორე კი AMD-ი. დღესდღეობით ბაზარზე პირველი პროდუქტი ლიდერობს, მაგრამ AMD-ი მის ბიუჯეტურ ვერსიას წარმოადგენს და რეალურად, დიდად არ ჩამორჩება. ჩემი რჩევა იქნება, ჩაიხედოთ საფულეში და ამის მიხედვით განსაზღროთ, რომელს შეიძენთ. შეგიძლიათ, შეიძინოთ არა უახლესი, არამედ წინა ვერსიებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში intel-ს მიანიჭეთ უპირატესობა. თუკი თანხის ნაკლებობას არ უჩივით, მაშინ intel core i9 სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.
3) დედაპლატა
დედაპლატა - ნაწილი, სადაც ყველაფერი ერთად იყრის თავს. დედაპლატის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მას უნდა გააჩნდეს პროცესორთან დამაკავშირებელი ისეთი ველი, რომელიც მას იდეალურად მოერგება. ამის გაგება მარტივია მონაცემების გადახედვით. i9 პროცესორისათვის საუკეთესო დედაპლატაა MSI X299.
თუკი კომპიუტერის აწყობას აპირებთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ ოპერატიულია. ასე რომ, მასზე თანხის დაზოგვაზე არ უნდა იფიქროთ. ჩემი რჩევაა, შეიძინოთ Kingston HyperX Fury, რომელიც ძალიან ძლიერი სისტემაა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც თამაშისას ყველაზე ხშირად ვაწყდებით, ის არის, რომ კომპიუტერი ჭედავს, ძალიან ცუდი გამოსახულება აქვს ან ერთ კადრზე ხშირად იყინება. სწორედ ამ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან ვიდეობარათი. მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო ვიდეობარათი, რომელსაც წინააღმდეგობასა და კონკურენციას სხვა ვიდეობარათები ვერ უწევს, Titan X გახლავთ.
6) კვების ბლოკი
ძლიერი ნაწილების კომპიუტერულ სისტემას საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება, ამიტომ მათთვის ცუდი კვების ბლოკი ნიშნავს დედაბარათის გადაწვის მაღალ რისკს, ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ ცნობილ და ლიცენზირებულ პროდუქტს ენდეთ, ისეთს, როგორიც EVGA 700 BR 80-ია.
7) მაუსი და კლავიატურა
თუკი თამაშს აპირებთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ მაუსი, რომელიც სწორედ გეიმინგისთვის იქნება შექმნილი. მაუსის არჩევისას მის განათებასა და ესთეტიკურ მხარეს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, აქცენტი გააკეთეთ ფირმასა და ხარისხზე. შეეცადეთ, შეიძინოთ ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა, მაგალითად: Intel, Razor, Bloody და Asus. მათი მაუსები უფრო დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.
კლავიატურაც უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს გეიმინგისათვისა თუ პროგრამირებისთვის. დღევანდელ დღეს ყველაზე კარგი კლავიატურის გამორჩევა რთულია, მაგრამ გეიმერების 67%-ი razer hutsman-ს ირჩევს. ის საკმაოდ მაღალი ხარისხის კლავიატურაა და გახლავთ მსოფლიოში გეიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კარგი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია, რომელიც ასევე აწარმოებს მაუსებს, ქეისებს, მაუსის დასადებებს, ყურსასმენებს და კომპიუტერის თითქმის ყველა სხვა ატრიბუტებს.
მოგეხსენებათ, კომპიუტერის პროცესორი და დედაპლატა ძალიან დიდ სითბოს გამოყოფს და იქმნება სისტემის გადახურების საფრთხეც. ამის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უახლესი სისტემა, რომელიც 100-ჯერ ეფექტურია, ვიდრე მინივენტილატორები, რომლებიც პროცესორებს მოყვება, ამასთანავე, ისინი ძალიან ლამაზია. მე პირადად გირჩევდით NZXT Kraken-ს, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილი კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მიერაა შექმნილი. შეგიძლიათ, უფრო დიდი მასშტაბის გამაგრილებელი სისტემაც შეიძინოთ, მაგრამ ისეთი კომპიუტერისთვის, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილები აქვს, (რომელსაც ყველანაირი თამაშის ჩართვა შეუძლია) ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, დიდი გაგრილების სისტემის ჩაყენება სპეციალურ მომზადებას მოითხოვს, რომლის გარეშეც შეიძლება, თქვენმა ქულერმა მოლოდინი არ გაამართლოს, რაც ასეთ ძვირ პროდუქციაში გადახდილ თანხას სულ ქარს გაატანს.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ აქ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებია მითითებული, რომელიც გეიმინგისათვის ყველაზე აუცილებელია (და ისეთი ნაწილები, როგორიცაა შიდა მეხსიერება, არ გამომრჩენია, უბრალოდ, მათ ძალიან მნიშვნელოვნად არ ვთვლი). ასევე, მიიღეთ რჩევა და შეეცადეთ, ამ ნაწილების ისეთ პერიოდში შეძენა, როდესაც ფასდაკლებებია მაგ: ახალ წელს, ჰეოუინის და სხვათ დღესასწაულების დროს - ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდ თანას დაზოგავთ.
დეტალურად
.დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე
.სტატია კავშირში უნდა იყოს ebg-ს საქმიანობასთან ან და პროდუქციასთან
.გაფორმებული უნდა იყოს ხარისხიანი ფოტო მასალით
.არ უნდა არღვევდეს კანონს საავტორო უფლებების შესახებ
.და, რაც მთავარია, უნდა იყოს საინტერესო
.ყოველ გამოქვეყნებულ სტატიაზე თქვენ მიიღებთ 15 ლარს ebg.ge-ს ბალანსზე
.დამატებითი ანაზღაურება განისაზღვრება 30 დღის განმავლობაში დაგროვებული
უნიკალური წაკითხვის შესაბამისად : 2000 წაკითხვა = +5 ლარი
გადმოგვიგზავნეთ სრულყოფილი სტატია.
ჩვენი რედაქტორი მალევე დაგიკავშირდებათ