როგორ შევიძინო?

ავტორიზაცია

ყველა კატეგორია

რა ვაჩუქო?
აქსესუარები სილამაზე და კოსმეტიკა საჩუქარი ბავშვებისთვის დეკორი სხვადასხვა
ავტო ნაწილები ბავშვებისათვის ვიდეო თამაშები & კონსოლები ზოო პროდუქცია კომპიუტერული ტექნიკა მობილური ტელეფონები & აქსესუარები მუსიკა მუსიკალური ინსტრუმენტები საათები სათამაშოები & ჰობი
ასაწყობი სათამაშოები ბურთები, ფრიზბი & ბუმერანგები გამჭვირვალე & ფერადი ბურთულები დრონები თამაშები კლასიკური სათამაშოები მანქანები, თვითმფრინავები, გემები & ძრავები მატარებლები მოდელები & კომპლექტი მოქმედებითი / მოძრავი მცირე წლოვნებისთვის რობოტები, მონსტრები, კოსმოსური მხეცები საბავშვო დისტანციური მანქანები საბავშვო სატერფულიანი მანქანები საბითუმო გაყიდვები საგანმანათლებლო სათამაშო ჯარისკაცები საპნის ბუშტები სატელევიზიო & ფილმის პერსონაჟები სწრაფი კვების სათამაშოები ფაზლები, თავსატეხები, რუბიკის კუბები ფუმფულა / ბეწვის სათამაშოები ცნობილი ცხოველები ძველებური & ანტიკვარული სათამაშოები საბითუმო გაყიდვები
სამკაულები სამომხმარებლო ელექტროტექნიკა სახლი და ეზო სპორტული საქონელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ფოტო და ვიდეო კამერები წიგნები ჯანმრთელობა და სილამაზე

2020-2021 ზამთრის სეზონის 10 მოდური ქურთუკი

Vivi Todua
2344

წაკითხვა

მოწონება

ბლოგერი : Vivi Todua

10 ძირითადი ტენდენცია მოდური ქურთუკის არჩევისას 2020-2021 შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ქალის გარდერობში ქურთუკს განსაკუთრებული, ჩაუნაცვლებელი, ადგილი უკავია. მისი უნიკალურობა კი ყოველ შემოდგომა&ზამთრის სეზონზე დასტურდება.
წელს დიზაინერებმა მეტი ყურადღება დაუთმეს გარე ელემენტებს და ქურთუკის მასალის მრავალფეროვნებას. ტანსაცმელში აღარ არის აქტუალური ასიმეტრია და რთული კომბინაციები.  ფაქტობრივად, ხელუხლებელი დარჩა კლასიკური სტილი. მოდაშია როგორც გრძელი ქურთუკი, მაქსი, ასევე ელეგანტური და საყვარელი მოკლე ქურთუკის მოდელები, რომელიც ბლეიზერს მოგაგონებთ. 
10 ძირითადი ტენდენცია მოდური ქურთუკის არჩევისას 2020-2021 შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

1. არისტოკრატული ნაცრისფერი
ერთ-ერთი ძირითადი და საბაზისო ფერი, რომელიც ყველაფერს ჰარმონიულად უხდება, უდავოდ, ნაცრისფერია. ამ სეზონში ნაცრისფერმა ქურთუკმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გარე ტანსაცმლის მოდის ტენდენციებში. უპირველეს ყოვლისა, ნაცრისფერი ქურთუკები გამოირჩევიან მარტივი მინიმალიზმით, რომელიც თან ახლავს ტანსაცმლის საოფისე-ბიზნეს სტილს. ამის მიუხედავად სტილები, რომელშიც ნაცრისფერი პალტოები გვხვდება საკმაოდ მრავალფეროვანია.

 

2. მეტი სიკაშკაშე
მოდის გურუები დაუღალავად ამტკიცებენ, რომ არ უნდა შეგეშინდეთ შემოდგომა-ზამთრის სამოსში ნათელი ფერების გამოყენების. სეზონის აქტუალური ფერებია ღაჟღაჟა ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე და წითელი. შეგიძლიათ შეუთავსოთ ასეთ პალტოს სხვა ნათელი დეტალები ან შეურჩიოთ ტრენდული აქსესუარები.

3. ბეწვი არასდროს არის ბევრი
როდესაც ძნელია აირჩიოთ მოდური ბეწვის ქურთუკის და პალტოს შორის, არჩევანი შეგიძლიათ შეაჩერეთ ელეგანტურ კომბინირებულ მოდელებზე ბეწვის დეკორაციით. ძვირადღირებული ბეწვის საყელოები და ხელთათმანები არ არის მარტო ის, რასაც დღეს საუკეთესო სტილისტები გვთავაზობენ. შემოდგომა-ზამთრის ქურთუკები 2020-2021 გამოირჩევიან იმით, რომ შეიძლება შედგებოდნენ მთლიანად ბეწვისგან.

4. თეთრი და შავი
იდეალური ვარიანტი ამ სეზონზე შეიძლება იყოს როგორც ქათქათა თეთრი ქურთუკი, ასევე იდუმალი შავი. სრულიად საპირისპირო ტონები თანაბრად ელეგანტური და უზადოა. კლასიკური სტილის არჩევისას, მიიღებთ მოდურ ქუთუკს, რომელიც დარჩება თქვენთან ერთად არა ერთი სეზონი.

5. ყავისფერის ყველა ტონი
ალბათ, უკვე შენიშნეთ, რომ ქალის ყავისფერი ქურთუკები უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. დღეს ტენდენციაშია ყველა ყავისფერის ტონი, დაწყებული კრემისფერით და დამთავრებული კარამელის ფერით. ეგრეთ წოდებულ  camel-ს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სტილისტების მხრიდან, ამიტომ ამ ფერის პალტოები გახდა 2020-2021 წლების სეზონის ყველაზე სანატრელი პროდუქტი.

6. უნისექსი
მამაკაცის ქურთუკის სტილისთვის დამახასიათებელი, სწორი, თავისუფალი და უხეში მხრები, ხშირად გამოიყენება ქალის მოდელებშიც. ყოველდღიურ ჩაცმულობაში ასეთი ქურთუკები ძალიან კარგად ჯდება. მთავარი განსხვავება მოდურ, უნივერსალურ, ქურთუქსა და "ოვერსაიზის" შორის იქნება ნეიტრალური ფერის პალიტრა, ძირითადად შავი და მუქი ნაცრისფერი ტონის მქონე მოდელები.

 

7. მოდური პრინტები
რაც შეეხება მოდურ პრინტის მქონე პალტოებს, 2020-2021 სეზონის ფავორიტებია:  ბადე, ლეოპარდი ქტუალურია აბსტრაქტული გეომეტრიული ფიგურები, საყვარელი ყვავილები და კამუფლაჟის სტილი.

8. სამხედრო სტილი
რადგან მოდაშია მოდური პრინტები, ცალკე არ შემეძლო არ გამომეყო ქალთა სამხედრო სტილის ქურთუკები, რომლებიც ახალ სეზონში გარდა მხრების სამაგრებისა და მეტალის ღილაკებისა, დამახასიათებელი პრინტებით და ფერებითაც შეივსო.

 

9. ტყავი
ტყავის ნაწარმი პოპულარობის პიკზეა, ამიტომ არაა გასაკვირი , რომ ტყავის ქურთუკები ასე სწრაფად შეიჭრა 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციებში. ტყავის მოდელის არჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიეთ გრძელი პალტო, რომელსაც შემდგომში გამოიყენოთ, როგორც გრძელი კაბას.

10. ელეგანტური "კეიპი"
თუ გსურთ რომ თქვენი გარდერობი იყოს ორიგინალური და ამავე დროს დარჩეთ ელეგანტური და უნიკალური, აუცილებლად უნდა სცადოთ კეიპის სტილის ქურთუკები, რომლებიც ამ სეზონში აქტუალურია. საინტერესო ფაქტურა, რომელიც შერწყმულია უჩვეულო მკლავებთან, შეიტანს უნიკალურ შტრიხს თქვენს სტილში.

 

 

ეს იყო ძირითადი ტენდენციები რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოთ მოდური ქურთუკის არჩევისას 2020-2021 შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ვიმედოვნებთ რომ ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენი  გარდერობის შერჩევისას. რომელ მოდელს მიანიჭებდით უპირატესობას? რომელია თქვენი ფავორიტი? გაგვიზიარეთ თქვენი არჩევანი.

 

 

 

ბლოგერი : Vivi Todua
წაკითხვა : 2344
მოწონება :
გაზირება :
სხვა ბლოგები :
კომენტარები :