კოკერ-სპანიელი

                                                                          ინგლისურიკოკერ სპანიელი   

 images (9)სიმაღლე: ხვადი 39-41 სმ, ძუ 38-40 სმ.

წონა:. ხვადი 14-15კგ, ძუ12-14კგ.

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14-16 წელი.

წარმომავლობა:  ესპანეთი.


images (10)

წარმომავლობა:

ინგლისური–კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა “Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყის ქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყის ქათამზე სანადიროდ იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. 1902 წელს ეს ჯიში ოფიციალურად ცნეს.

 

cockerangliyskiy_koker_spaniel

იერსახე:

ინგლისური კოკერსპანიელი იდეალურადაა დაწყობილი.

  • არის კვადრატული ფორმის პატარა, პროპორციულად განვითარებული ტანის ძაღლი.
  • თავი დიდია, მაგრამ აქვს სწორი ფორმა, თვალები მრგვალია, მუქია, გრძელი ყურები დაბლაა ჩამოწეული.
  • პატარა ზომების მიუხედავად ინგლისური კოკერ–სპანიელი საკმაოდ ძლიერი ძაღლია.
  • გამოირჩევა კარგი მონადირული ინსტიქტით და ყნოსვით.
  • ისინი ძალიან აქტიური და მხიარული ძაღლები არიან რის გამოც მათ აქვთ განვითარებული კუნთები.
  • მათ აქვს ბევრი განსხვავებული ფერი. (დასაშვებია ერთფერიანი, ლაქებიანი, წინწკლებიანი. წითური, შავი, ორფეროვანი და სხვა…)
  • ბეწვი საშუალო ზომისაა და ფუმფულაა.
  • ისინი შესანიშნავად ცურავენ

 

183953_402206579850342_2087162734_nengleski-koker-spanijel

ხასიათი: 

კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით,  სპანიელი არის ძალიან დამჯერი, აქტიური, უაღრესად მხიარული ძაღლი. მუდმივად უყვარს თავგადასავლების ძიება. კარგად ეგუება ნებისმიერ ცხოველს.ის მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.

 images (8)

დანიშნულება:

ინგლისური კოკერ–სპანიელი ერთერთი საუკეთესო მონადირე ძაღლია. კარგად განვითარებული ყნოსვის გამო მას იყენებენ პოლიციაშიც ნარკოტიკების აღმოსაჩენად. ის ფართო ძებნის უნარს მოკლებულია, ნაბულს არ აკეთებს, მცირეოდენი შეჩერებით აიძულებს ფრინველს აფრინდეს. რბილი ხასიათისაა და ადვილად იგეშება. გამძლეა ნადირობის დროს. დაუნდობელია დაჭრილი და გამქცევი ფრინველის მიმართ, განსაკუთრებით იხვზე ნადირობის დროს. ადვილად შედის წყალში, ეკალ-ბარდში, ლერწმით დაფარულ ჭაობში და გამოაქვს ნანადირევი. ასევე არის დეკორატიული ძაღლი.

images (12)images (8)

მოვლა: 

მათი მოვლა საკმაოდ ადვილია, უნდა ვვარცხნოთ რეგულარულად, თუმცა, მოგრძო ბეწვსა და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა. საჭიროა მისი ხშირად დავარცხნა, პრობლემურია ყურები, ყურადღება უნდა მიექცეს მათ სისუფთავეს და სიჯანსაღეს, რადგანაც, ამ ჯიშის ძაღლებისათვის ეს ყველაზე სუსტი ადგილია. ასევე საგულისხმოა მათი მსუნაგი ხასიათი, არ შეიძლება მათი დოზაზე მეტი საკვებით გადატვირთვა.

images (9)images (13)

 

ამერიკული კოკერ–სპანიელი

სიმაღლე:ხვადი 35-39სმ, ძუ 33-36სმ.

წონა:ხვადი 12-15კგ, ძუ10-13კგ.

სიცოცხლის ხანგრძლივობა:12-14 წელი

წარმომავლობა:აშშ

 1338467155_amerik_koker

წარმომავლობა

ამერიკული კოკერ–სპანიელი გამოიყვანეს ამერიკაში მე–19 საუკუნეში და მან უმოკლეს დროში მიიქცია დიდი ყურადღება. ამერიკული კოკერ–სპანიელი წარმოიშვა ინგლისური კოკერ–

სპანიელისგან. 1946 წელს ამერიკული კოკერ–სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს.

 1338467155_amerik_koker_1

ჯიშის აღწერა

ამერიკული კოკერ–სპანიელი არის ძლიერი კომპაქტური ძაღლი კარგად განვითარებული მუსკულატურით. აქვს მრგვალი თავი, გრძელი დაბლა დასმული ყურებით. ბეწვი ხშირი და გრძელი. შეფერილობა შავი, ჩალისფერი, ორმაგი შეფერილობით, დასაშვებია ნებისმიერი ერთიანი შეფერილობა. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

 images

ხასიათი

ამერიკული კოკერ–სპანიელი არის ძალიან დამჯერი, ერთგული, მხიარული, ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარგად ეგუებიან ბავშვებს. არიან ძალიან აქტიურები და ესაჭიროებათ მინიმუმ დღეში ორჯერ ხანგრძლივი სეირნობა.

 americki_koker_spaniel       

დანიშნულება

ამერიკული კოკერ–სპანიელი მონადირე ძაღლია მაგრამ ამ მიზნით მას მხოლოდ ამერიკაში იყენებენ. დანარჩენ მსოფლიოში ის მხოლოდ დეკორატიული ძაღლია.amerikanskij-koker-spaniel6

4 thoughts on “კოკერ-სპანიელი

  1. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა ძაღლებზე, მაგრამ მაინტერესებს, ამ ბლოგის პატრონს თუ ჰყავს ოთხფეხა მეგობარი, იქნებ მასზე გვიამბოს.:)

  2. ამერიკელი კოკერი ძალიან კარგი მონადირეცაა. ეგკიარა თვითმფრინავებზეც აკეთებს ხოლმე დგომს სადაც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ 🙂
    მე მონადირე არ ვარ, თუმცა მონადირე ჯიშები ძალიან მომწონს. კოკერები, სპანიელები ზოგადად და სეტერები…

Leave a comment