პროფესორი გიორგი პეტრიაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი გიორგი პეტრიაშვილი ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

გიორგი პეტრიაშვილი ავერსის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი და საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრია.

1987 წელს მან მიიღო მკურნალის კვალიფიკაცია „მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში“, 1989 წელს კი უმცროსი ექიმის კვალიფიკაცია ოფთალმოლოგიის მიმართულებით „მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის ინსტიტუტში“.

გიორგი პეტრიაშვილი აქტიურადაა ჩართული ტრენინგ-კურსებში, სამეცნიერო აქტივობებსა და სემინარებში ფასილიტატორის, მომხსენებლის და მონაწილის რანგში, როგორიცაა:

  • 2018 - ტორიული ბროლების გამოთვლა და იმპლემენტაცია (Verion) - ფასილიტატორი
  • 2019 - შუნტის გამოყენება გლაუკომის დროს (Express) - მონაწილე
  • 2020 - საცრემლე გზების ენდონაზალური დრენირება - ორგანიზატორი
  • 2021 - ანტი VGEF პრეპარატების გამოყენება ოფთალმოლოგიაში - ფასილიტატორი
  • 2022 - ხელოვნური ბროლის ფიქსაცია ღრძობის დროს - ფასილიტატორი

მისი ავტორობით 2022 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი/სტატია „Dacryocystorhinostomy and Screening of the Recurrence”, Journal of Biomedical and Medical Sciences-ში. 2021 წელს კი წარადგინა სტატია თემაზე “Postoperative IOL dislocation, solution and methods”თბილისის ოფთალმოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

გააზიარე გვერდი:

Hello World!