ძაღლის მოყვარულთა კლუბი

ძაღლის მოყვარულთა კლუბი

 თუ გიყვართ ძაღლები, მაგრამ არ გაქვთ საშუალება საკუთარი იყოლიოთ, არ იდარდოთ, გამოსავალი უკვე გამონახეს. Hundelieb – Dogsharing Community“  არის ძაღლების გაზიარების პირველი გერმანულენოვანი პლატფორმა, რომელმაც უმალ უამრავი ადამიანი და ადამიანის ოთხფეხა მეგობარი გააერთიანა. ამ პლატორმით გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში უკვე 120 ათასი მომხმარებელი სარგებლობს.  ძაღლის პატრონი და ძაღლების მოყვარული  საიტის მეშვეობით პოულობენ ერთმანეთს. მერე  ძაღლი, მისი პატრონი და ძაღლთან დამეგობრების მსურველი რეალურად შეხვდებიან ერთმანეთს. თუ ძაღლმა და ადამიანებმა საერთო ენა გამონახეს, ახალ მეგობარს შეეძლება გარკვეული დრო ძაღლთან, პატრონის გარეშეც, გაატაროს. ყველა ბედნიერია. ძაღლის ახალშეძენილ მეგობარს შეუძლია, გაერთოს ცხოველით, ისე რომ არ იკისროს სრული პასუხისმგებლობა. ძაღლის პატრონს შეუძლია აღარ ინერვიულოს, თუ მიზეზთა გამო, სახლში აგვიანდება; და ძაღლიც ბედნიერია, რომ არ უწევს მარტო და მოწყენილი იყოს სახლში.

აქ გაიგებთ მეტს გერმანულ  ენაზე.

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *