მთავარიამერიკააშშკევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს

კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს

კევინ  მაკკარტის წინააღმდეგ კამპანია რესპუბლიკელმა მეტ გეტცმა დაიწყო. მის ინიციატივას მხარი 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის 8 რესპუბლიკელმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 210.
კევინ მაკკარტისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც კევინ მაკკარტიმ როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების ხმები უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დასამტკიცებლად და, შედეგად, ქვეყანამ თავიდან აიცილა 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა.

 

რესპუბლიკელი მეტ გეტცი – Mark Schiefelbein/Copyright 2023 The AP
მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის ისტორიაში შევიდა პირველ სპიკერად, რომლის ასარჩევად 2023 წლის იანვარში 15 კენჭისყრა გახდა საჭირო.
9 თვის შემდეგ კი კევინ მაკკარტი კონგრესის ქვედა პალატის ისტორიაში გახდა პირველი, ვინც სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს. ყოფილი სპიკერი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend