მთავარიმსოფლიოევროპააქტივისტები ითხოვენ ევროკავშირის კანონმდებლობის გამკაცრებას ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

აქტივისტები ითხოვენ ევროკავშირის კანონმდებლობის გამკაცრებას ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

ფინელი მომღერალია შარლინა ბრიუსელში ასრულებს სიმღერას სახელწოდებით „რაც დარჩა ჩემგან“. სიმღერა შარლინას ბავშვობისეულ გამოცდილებას ეხება, როცა მასზე სექსუალურად იძალადეს.

მომღერალი ერთ-ერთი აქტივისტია მათ შორის, რომლებმაც პეტიცია 500 000-ზე მეტი ხელმოწერით ევროპარლამენტს გადასცეს. ისინი ითხოვენ, რომ გამკაცრდეს ევროკავშირის კანონმდებლობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.

შარლინა, აქტივისტი და ძალადობას გადარჩენილი: „ძალიან ბევრი ბავშვი დღეს მეტად ვიდრე ოდესმე განიცდის სექსუალურ ძალადობას, რადგან ჩვენს რეალობაში გვაქვს ონლაინ სივრცე, რომელსაც არ აქვს შემაკავებელი რეგულაციები, რათა დავიცვათ ბავშვები ამ საშინელი დანაშაულისგან და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარავინ გამოცადოს ის, რაც მე გამოვიარე“.

ევროპული პარლამენტი ამ თემაზე უკვე მუშაობს. მათ მიერ მიღებული საბოლოო ტექსტის მიხედვით ონლაინ პლატფორმებს აღარ შეეძლებათ საკუთარი შეხედულებისამებრ  მოიძიონ და წაშალონ მასალები, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას შეიცავს. ამის უფლება ტექნოლოგიურ კომპანიებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექნებათ.

ინტერნეტის 3 მომხმარებლიდან ერთი ბავშვია. 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით ონლაინპლატფორმების მეშვეობით ბავშვთა შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ 32 მილიონი ცნობა გამოვლინდა. კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, ელის, რომ კომპანიები გაზრდიან ძალისხმევას ამ მიმართულებით.

მოლაპარაკებები ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროპის კომისიას შორის მალე უნდა დაიწყოს, მაგრამ ევროპის სახელმწიფოებში აზრთა სხვადასხვაობაა და ისინი შიდა განხილვისთვის მეტ დროს ითხოვენ.

ამასობაში კი ევროკავშირმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იქნება და მაგალითს მისცემს სხვა რეგიონებს, თუ როგორ ებრძოლონ ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend