პეკანის ტარტი

დესერტი
clock icon 40 წუთი pie chart icon 444 კალორია

ცომის ინგრედიენტები:

✔️ 1 კვერცხი

✔️ 160 გრ შაქარი

✔️200 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი

✔️ 1 ჩ/კ სოდა

✔️ 1 ჩ/კ ძმარი

✔️0.5 ჩ/კ დარიჩინი

✔️ 300 გრ ფქვილი ( + 30-50 გრ, ცომის სისქე კვერცხის ზომაზეც არის  დამოკიდებული, ამიტომ გაითვალოსწინეთ)

 

ფქვილში ჩავყაროთ შაქარი, დარიჩინი, დავამატოთ კარაქი, კარგად ავაფხვიეროთ, დავამატოთ კვერცხი, ძმარში კარგად გახსნილი სოდა და მოვზილოთ ცომი. უნდა მიიღოთ რბილი ცომი.

 

⁉️ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და ჩატკეპნეთ, რაც დაგრჩებათ ცალკე გააბრტყელეთ და ამოჭერით სასურველი ფორმები ტარტზე მოსალაგებლად⁉️

 

შიგთავსი:

✔️200 გრ პეკანი

✔️2 ვაშლი

✔️70 გრ კარაქი

✔️ 2 ს/კ ყავისფერი შაქარი

✔️მწიკვი მუსკატის კაკალი

✔️0.5 ჩ/კ დარიჩინი

✔️ 3 კვერცხი

 

მოხალეთ პეკანი, დაუმატეთ კარაქი, დაჭწრით ვაშლი, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი, მოაყარეთ კარაქიანი პეკანი, მუსკატის კაკალი და დარიჩინი, მოასხით კვერცხი და კარგად ამოურიეთ.

 

⁉️ტარტის ფორმაში მოთავსებულ ცომს მოაყარეთ  გულსართი და მოალაგეთ ამოჭრილი ფორმები, რომელსაც გადაუსვამთ, გათქვეფილ კვერცხს და მოაყრით ყავისფერ შაქარს⁉️

 

⭕️ შედგით წინასწარგახურებულ ღულმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთი