მენიუ დახურვა

ევაკუატორი "კრეატივი"

ევაკუატორი "კრეატივი"

ევაკუატორი “კრეატივი”: დაზიანებული ავტომობილის გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე ხშირად გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაუგეგმავად ხდება ეს ან, როდესაც დაზიანებული ავტომობილი დგას ძნელად მისადგომ ადგილას.

ასეთ დროს, პირველ რიგში, თქვენი საზრუნავია მოიძიოთ ისეთი ევაკუატორი, რომელიც გამოძახებიდან მცირე დროში მოვა თქვენთან. შემდეგ, აკეთებთ არჩევანს ევაკუატორის მომსახურების შემოთავაზებულ ფასებს შორის და ინტერესთებით, თუ რამდენად უსაფრთხოდ უზრუნველყოფენ თქვენი ავტომობილის ტრანსპორტირებას. 

მსგავს სირთულეებს ჩვენ აგარიდებთ!

გამოიძახე "ევაკუატორი კრეატივი"

ჩვენს შესახებ

“კრეატივი” გთავაზობთ ევაკუატორის მომსახურებას საუკეთესო ფასად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. 

გვყავს როგორც სტანდარტული, ასევე ამწე ევაკუატორი ე.წ “ობობა”. 

ასევე გთავაზობთ ავტო ასისტანსის ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: საწვავის მიწოდება, მანქანის დაქოქვა და საბურავის შეცვლა.

საკონტეინერო ტერმინალებიდან ავტომობილების გამოყვანა

თუ თქვენი ავტომობილი ფოთისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალშია, არ გაქვთ დრო იმისთვის, რომ ტრანსპორტირება თვითონ განახორციელოთ ან თქვენი ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავია და ვერ ხერხდება თვითტრანსპორტირება მსგავს შემთხვევებში ჩვენი მომსახურების მიღება საუკეთესო გამოსავალია. 

გთავაზობთ ფოთიდან და ბათუმიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ტრანსპორტირებას უმოკლეს დროში. დაგვიკავშირდით დღესვე და შეიტყვეთ მეტი აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით. 

რატომ "კრეატივი?"

24/7 ავტო ასისტანსი

თუ თქვენს ავტომობილს გზაზე წარმოექმნა პრობლემა და ვერ გადაადგილდებით გამოიძახეთ “კრეატივი”. ჩვენი ევაკუატორი თვენთან მოვა დროულად, ზარის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. 

ტექნიკური მხარდაჭერა

ავტომობილის დაქოქვა

საწვავის მიწოდება

თქვენი ავტომობილის ევაკუატორით ტრანსპორტირება მოხდება ყოვლეგვარი დაზიანების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში თქვენს ავტომობილს აღმოვუჩენთ ტექნიკურ დახმარებას. 

ევაკუატორის მომსახურების ფასი დამოკიდებულია მანძილზე. თბილისის ფარგლებში ავტომობილის ტრანსპორტირების მინიმალური ფასი შეადგენს 40 ლარს, ხოლო თბილისის ფარგლებს გარეთ და შორ მანძილებზე მომსახურების ფასის დადგენა ხდება ინდივიდუალურად. დაგვიკავშირდით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია თუ საიდან სად გსურთ ავტომობილის გადაყვანა და ჩვენი ოპერატორი დაგიანგარიშებთ მომსახურების ფასს. 

ჩვენი ევაკუატორები - ავტოპარკი

“კრეატივი” ფლობს საკუთარ ავტოპარკს, რომელიც სხვადასხვა გაბარიტების ევაკუატორებით არის დაკომპლექტებული. ჩვენი ყველა მანქანები ტექნიკურ შემოწმებას გადის ყოველთვე იმ მიზნით, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს გზებზე შეფერხებული ავტომობილების ევაკუატორით ტრანსპორტირება.

ევაკუატორი “კრეატივი” –   “როცა გზებზე დახმარება გჭირდებათ” – “საიმედო, უსაფრთხო და ყველაზე სწრაფი ევაკუატორი”. 

Call Now Button