რას ნიშნავს სილამაზე შენთვის?

 

 გიფიქრიათ  იმაზე თუ  რას  ნიშნავს  თქვენთვის  სილამაზე  და რასთან ასოცირდება ის ?  რა განცდა  და  აზრი გეუფლებათ  როდესაც  გესმით  სიტყვა  სილმაზე ?

  სილამაზის  აღქმა    ინდივიდუალურია და ეს თავად   პიროვნებაზეა დამოკიდებული   რას  ანიჭებს  უპირატესობას  და  რაზე  ამახვილებს  ყურადღებას . ადამიანისთვის  სილამაზე  შეიძლება იყოს  ლამაზი ბუნება, პიროვნების  როგორც ვიზუალი ასევე მისი თვისებები,   პატარა ლამაზი დეტალები, რომელიც  შეიძლება  რამის  შემადგენელი ნაწილი იყოს  და მთლიანობაში შენთვის  სილამაზეს ქმნიდეს.  ფრაზა  რომელიც  საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს   და  დარწმუნებული ვარ  თითოეულ თქვენგანს ერთხელმაინც  მოსმენილი აქვს   “გემოვნებაზე არ  დაობენ” არადა რეალურად  ხშირად  დაობენ,  თუმცა  ალბათ  დამეთანხმებით  რომ  ამაზე  დავა  ნამდვილად  არ  შეიძლება  და  ცოტა  არ  იყოს  ჩემთვის  პირადად  ცოტა  სასაცილოც  კი  არის.   სიტვაცია როდესაც, ორი ადამიანი გარკვეული პიროვნების  ვიზუალზე კამათობს და  განიხილავენ იმას,  რომ   არის  თუ არა  ის ლამაზი. თუ გარკვეული პიროვნება  შენთვის ლამაზია არ ნიშნავს  იმას  რომ სხვისთვისაც ლამაზი იქნება  და  პირიქით.  დაიმახსოვრეთ   რომ  “გემოვნებაზე არ დაობენ”

This slideshow requires JavaScript.

  დღესდღეობით ადამიანები სილამაზეს  გარკვეულ სტანდარტებში  აქცევენ, როდესაც  საქმე  პიროვნების   ვიზუალამდე მიდის  გრძელი ფეხები,  ბარბივით სახე და წონა რომელიც საკმაოდ რთული  შესანაჩუნებელია განსაკუთრებით  ზრდასრულ ასაკში. და  ვინ  დააწესა ეს ? ახალგაზრდა გოგონების უმეტესობა ცდილობს გამოიყურებოდეს  ისე როგორც ცნობილი მოდელები გამოიყურებიან, მაგრამ  მოდელებს ამ შედეგის მისაღწევად ინტენსიური ვარჯიში  და ნებისყოფის უნარი  სჭირდებათ გარდა ამისა ისინი ვალდებულები არიან გამოიყურებოდნენ  ასე  რადგან ეს მათი სამსახურია.

სულაც არ არის საჭირო მოდელის გარეგნობა  გქონდეს იმისთის რომ იყოთ ლამაზები

  • იყავით პირველრიგში ინდივიდუალურები
  • მოუარეთ თქვენსთავს
  • იყავით მრავალფეროვნები ინტერესებითა და შეხედულებებით

 საბოლოოდ აქვს თუ  არა სტანდარტი   სილამაზეს ?  პირადად მე ვფიქრობ რომ სილამაზე  სტანდარტის  გარეშე არსებობს  მისი  დანახვა  ყველგან შეგიძლია უბრალოდ თვალები ფართოდ  გაახილე   ნუ  ჩაჯდები ჩარჩოებში   და ნუ  ეძებ  მხოლოდ ერთი კონკრეტული ასპექტით.

პირადად ჩემთვის  სილამაზე ასოცირდება ხელოვნებასთან რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ბუნებასთან რომლის  წვლილიც გასაოცარია  სილამაზის აღქმაში და ამ მხრივ საკმაოდ განებივრებულბი ვართ  , უბრალოებასთან რომელიც ყველაზე  დიდი სილამაზეა, თავდაჯერებულობასთან, თანაგრძნობასთან,ინდივიდუალურობასთან , ცხოვრების სტილთან,  სიკეთესა და ბედნიერებასთან.

 

 

16105966_1096697943790391_2013583269358275587_n
ბედნიერება  დეტალებშია რომლითაც უნდა  დატკბე  და  ეს  სწორედ  ის  სილამაზეა,  რომლსაც  ხშირად   ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით.

 

 

 

Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑