ზოდიაქოს რომელი 3 ნიშნისთვის იქნება 2024 წლის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი?

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდება და არაერთი სასიამოვნო თავგადასავლის წინაშე აღმოჩნდებიან.

კირჩხიბი

წლის დასაწყისი თქვენთვის, რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერ და სასიამოვნო დღეებს შემოიტანს და ყოველდღიურობას გაგიმრავალფეროვნებთ. შედეგად, უფრო მოტივირებული გახდებით და შეძლებთ, განახორციელოთ ყველა ის მიზანი და გეგმა, რომლებიც უენერგიობისა და უმოტივაციობის გამო გვერდზე გადადეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, წინ კარიერული წინსვლა, თქვენი შრომის დაფასება და აღიარებაცაა. ამიტომაც, გამოიყენეთ ეს პერიოდი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ.

ქალწული 

წლის დასაწყისში ვარსკვლავები გიბიძგებთ, რომ იმაზე ბევრად გაბედული, შემოქმედებითი და აქტიური იყოთ, ვიდრე წინა პერიოდები. დრო მოვიდა, წარსულის ნეგატიური გამოცდილებების, უარყოფითი ფიქრებისა და შედეგებისაგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და თქვენი შესაძლებლობები და პოტენციალი სრულად გამოავლინოთ. ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა! შედეგად კი, აღიარებასა და დიდ წარმატებას მიიღებთ. გარდა ამისა, წლის დასაწყისში თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ქმედებების მოსალოდნელი შედეგები ზუსტად განსაზღვროთ და აირჩიოთ ის შეთავაზებები, რაც თქვენთვის მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება.

მერწყული

მერწყულებს წლის დასაწყისში მეგობრებთან ერთად ბევრი მოვლენით დატვირთული სოციალური ცხოვრება ელით. ეს კი განტვირთვისა და ძალების აღდგენის შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდება და დიდ მოტივაციასაც იგრძნობთ. პლანეტა ვენერა იანვრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებულ პერიოდს გპირდებათ. ახლა შეგიძლიათ, ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განავითაროთ, პირველი ნაბიჯები გადადგათ, სიყვარულში გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანს... როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადიხართ და საკუთარი თავის განსხვავებული კუთხით აღმოჩენას იწყებთ. თქვენს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნდებით, იგრძნობთ თავდაჯერებულობას და შეძლებთ იმ საქმეების წამოწყებას, რომელთა განხორციელებასაც ადრე ვერ ბედავდით.

წყარო: beaumonde.ge ბომონდი 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714759295

სოციალური მედია

„დასვენება მინდა, აწი თქვენ იბრძოლეთ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს - „სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით სჯობს თ...

ჟურნალისტი

1714755882

ახალი ამბები

რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში? - „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს

„ქართული ოცნება“ აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სრულ ტექსტს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი და დასკვნები თავად გამოიტანოს. „ბოლო დღეებ...

პარტია "ქართული ოცნება"

1714755290

საზოგადოება

„უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, ამ დროს დაიწყეს გინება“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზ...

მარჯანიშვილის ხიდი

1714752307

ახალი ამბები

დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

„მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭ...

დავით კაჭარავა

1714749720

ახალი ამბები

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორ...

კეკელია