სამშობიარო სახლი, სადაც ახალშობილები აერიათ, პასუხს აგებს

იტალიის ქალაქ ბრეშას სამშობიარო სახლს, ახალნამშობიარები ქალი და მისი ოჯახი უჩივის. საქმე იმაში გახლავთ, რომ სამედიცინო პერსონალს, ორი ახალშობილი გოგონა ერთმანეთში აერიათ და ქალი მთელი დღის განმავლობაში სხვის შვილს კვებავდა და უვლიდა.

"დაახლოებით ღამის ორ საათზე ვიმშობიარე. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს, მე კი სამშობიარო ბლოკში დავრჩი, რადგან პალატაში გადასასვლელად, კოვიდტესტის პასუხს უნდა დავლოდებოდი. მეორე დილით ბავშვი მოვიკითხე და ცოტა ხანში მართლაც მომიყვანეს. მთელი დღის განმავლობაში მე მყავდა, გამოვკვებე, ჩემი ოჯახის წევრებს მისი ფოტოები გავუგზავნე," - იხსენებს ქალი.

პირველი, ვისაც ეჭვი შეეპარა, რომ ბავშვი, რომელიც დედას მიუყვანეს, სხვა ახალშობილი იყო, ბავშვის მამა გახლდათ. ის დარწმუნებით იმეორებდა, რომ მშობიარობისას სხვა ბავშვი ნახა. ეჭვი იმანაც გაამძაფრა, რომ ჩვილს ხელზე საიდენტიფიკაციო სამაჯური არ ეკეთა. სამაჯური ბავშვის ლოგინში იპოვეს, მაგრამ მასზე სხვა სახელი და გვარი ეწერა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ახალშობილები მართლაც პერსონალს აერია, რის შემდეგაც დედას თავისი ნამდვილი შვილი მიუყვანეს.

აღნიშნული ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, მაგრამ მშობლებმა გადაწყვიტეს მორალური ზიანის გამო, კლინიკას უჩივლონ. ქალი ამბობს, რომ იმ დღის შემდეგ, თავის ნამდვილ შვილთან დედაშვილურ კავშირს ვერ ამყარებს და ბავშვთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. კლინიკის დირექცია შეცდომას არ უარყოფს და პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს. მეორე ჩვილის მშობლები კლინიკას არ უჩივიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714755290

საზოგადოება

„უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, ამ დროს დაიწყეს გინება“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზ...

მარჯანიშვილის ხიდი

1714752307

ახალი ამბები

დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

„მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭ...

დავით კაჭარავა

1714749720

ახალი ამბები

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორ...

კეკელია

1714747782

სოციალური მედია

„საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“ - გიორგი ჩაკვეტაძე

„მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714745217

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე.  ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა. „ექსკლუზივი“ მომხდარზე მეტ დეტალს შსს-ში არკვევს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე