“იტალიური ეზო“ - რატომ ეძახიან ასე თბილისურ ეზოებს

ე. წ. იტალიური ეზოები, თბილისში მე-19 საუკუნიდან ჩნდება. ამ დრომდე თბილისი ბანიანი ქალაქი იყო. ამბობდნენ, შეგეძლო ქალაქი ისე მოგეარა ბანიდან ბანზე, მიწაზე ფეხის დადგმა არ დაგჭირდებოდაო. ბანზე იმართებოდა წვეულებები.

მე-19 საუკუნის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანის მიერ გადამწვარი ქალაქი ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. გადაწყდა თბილისი ევროპული სტილის ქალაქად ქცეულიყო, შესაბამისად ბანიანი სახლების მშენებლობა კანონმდებლობით აიკრძალა. ევროპული კლასიკა და მოდერნი კი ქალაქმა ვერ იგუა და დაიწყო მისი გადაკეთება: გარედან ევროპა, შიგნით თბილისი - ასე შეიქმნა ახალი კულტურული ფენომენი.

აივნების არქიტექტურამ შიგნით გადაინაცვლა. გარედან პირქუში შენობები, შიგნით სულ სხვა რეალობას ქმნიდა, უნიკალური ღია მაქმანებიანი აივნებით დამშვენებული ევროპული სახლები ქალაქის მთავარ ღირებულებად იქცა.

გასაბჭოების შემდეგ ასეთ სახლებში ბევრი სხვადასხვა ადამიანი შეასახლეს, დიდებული სასახლეები კომუნალურ სახლებად იქცა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობდნენ. ეზოები სხვანაირად ახმაურდა.

ამ ეზოების იტალიურ ეზოებად "მონათვლაში" დიდი როლი ითამაშა იმ პერიოდში ძალიან პოპულარულმა ნეო- რეალისტურმა ფილმებმა, სადაც მარჩელო მასტროიანი და სოფი ლორენი მონაწილეობდნენ. მოქმედება ხდებოდა სამხრეთ იტალიაში, სადაც ასეთივე ხალხმრავალი ქალაქებია. თბილისელებმა საკუთარი ქალაქის ეზოები სწორედ იმ ქალაქების ეზოებს მიამსგავსეს და საკუთარ ეზოებს იტალიური ეზოები დაარქვეს.

მიუხედავად იმისა, არქიტექტურული თვალსაზრისით სამხრეთ იტალიის ქალაქები ნაკლებად ჰგავს თბილისს, სახელწოდება “იტალიური ეზო“ დღემდე შემოგვრჩა. 

 

წყარო: თბილისური სახლების ისტორია

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალია დღეიდან პლასტმასის ნივთებს ემშვიდობება - კანონის დამრღვევი 25 ათას ევრომდე დაჯარიმდება

📌 სილვიო ბერლუსკონი, 24 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

📌 იტალიის პოლიციის პროტესტი - იტალიამ პოლიციელებს ვარდისფერი ნიღბები დაურიგა

📌 ემიგრაცია: “ჩამიქროლა, მერე დაამუხრუჭა და მომიტრიალდა: ქართველი ხარ? - მეძახის. - ქართველი ვარ, აბა, ვინ ვარ! - გავძახე“

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715095963

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

1715095661

ახალი ამბები

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს