"5 წლის იყო, როცა დედა მოუკლეს... "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი და ერლომ ახვლედიანის შვილი, ბაქარ ახვლედიანი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსთავი 2-ის“ თანამშრომელი, ბაქარ ახვლედიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობილია, რომ მას გულის გადანერგვა სჭირდებოდა.

ბაქარ ახვლედიანი, ქართველი მწერლის, სცენარისტის, კინოდრამატურგისა და პუბლიცისტის ერლომ ახვლედიანის შვილია.

„ბაქარმა დაგვტოვა… გულის გადანერგვის მოლოდინში, დონორის მოლოდინში, საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში…. დაიღალა და გარდაიცვალა… ბაქარი ჩემი შვილის ნათლია იყო. არის და იქნება, მანამდე ჩემი პატარა მეგობარი იყო, ტაბიძის აღმართზე შტაბი რომ ჰქონდა ტყის პირზე, ტყეში ჩადგმული სახლი რომ ჰქონდა,
მისი სახლიდან რომ ხუთ წუთში კუს ტბაზე ვიყავით, ერლომი რომ ჰყავდა მამად, ახვლედიანი, ის ბიჭი იყო ბაქარი,
ჩემთვის ძალიან რთულ მომენტში რომ თავისი ანცობით მაცინებდა ის ბიჭი იყო, ერთხელ აბაზანაში რომ დასაბანად შევუშვი და კარგა ხნის მერე, უზარმაზარი ქაფის მთები რომ დააყენა ის ბიჭი იყო, რაღაცნაირად კეთილი, დიდგულა….

მერე ცხოვრება ისე წავიდა, როგორც სჩვევია, გიჟური რიტმით… გაუსაძლისად რთულად, თვალის დახუჭვამდე მისული სასოწარკვეთით…. მერე დიდხანს გაგრძელდა ეს დინამიკა…. იმდენად დიდხანს, რომ თბილთვალება ბაქარი იმ ხაზის იქით აღმოჩნდა, რომელი ხაზიც ცხოვრებამ გამივლო” მდე” და “შემდეგ”.

“მდე” -ც არ იყო მაინცდამაინც იავარდით მოფენილი, მაგრამ “ შემდეგ” ნარეკალის გლეჯვა იყო და ხოხვა…. გადარჩენისთვის…. ასე გავიდა ორი ათწლეული…. შიგადაშიგ ვეხმიანებოდით, იშვიათად…..

მერე გულის პრობლემები დაეწყო…. რა დროს შენი გულია-თქო ბიჭო, არც მიმიღია სერიოზულად, “რუსთავი-2” ოპერატორი იყო და კამერის თრევამ ხო არ დაგიმძიმა მეთქი, გავეხუმრე, მერე წერილი დამხვდა მესინჯერში
“მაპატიეთ შენ და გიომ, რომ ვერც ნათლიად ვივარგე და ვერც მეგობრადო”. გავუჯავრდი, მეორედ არ თქვა მსგავსი რამთქო, სამსახურიდან წამოვედი, გულის გადანერგვა მჭირდებაო…. მერე პოსტებიც ვნახე მეგობრების, ბაქარის გარშემო რომ გაერთიანებულიყვნენ…. წამოდი დედა პარასკევა ვნახოთ მეთქი, კიო, მანამდე შენთან გამოვალ და დავგეგმოთო…

ჯანდაბა!

ჯანდაბა!

ჯანდაბა!

არ ვიცი რატომ ვწერ….

ვისთვის, შენ ხომ აღარ ხარ “ ბაქიბუქა”?

როდის გაიზარდე ბიჭო

როდის დაკაცდი,

მე ისევ ისეთს გხედავ, ტაბიძიდან მზიურამდე მორბენალს, ხუმარას, უცელქესს,

შე გაბურძგნულო!!!!

მაპატიე ბაქარ….

მეც მაპატიე რა, რომ ამ გაუსაძლის ცხოვრებას თავი ვერ გავართვი, ვერ გავძლიერდი, ვერ ამოვისუნთქე შევხვდებით…. იმედია უკეთეს სამყაროში“ – დაწერა ფიქრია ყაზაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵83 წლის მაზლმა 73 წლის რძალი მოკლა - ტრაგედია კასპში

🔵დიდ დიღომში ახალგაზრდა 30 წლის ახალგაზრდა მეზობელმა ცივი იარაღით მოკლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714834399

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭ...

ააა

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე

1714830920

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ინფორმაციას მთა...

პრემიერ-მინისტრი

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული