09:08 - 07 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 12:38:11, 527 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - გაიცანით გიორგი ნიპარიშვილი - ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლი ოსტატი

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ახალგაზრდა მეწარმეს, პროფესიით ინჟინერ მშენებელს, 28 წლის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლ ოსტატ - გიორგი ნიპარიშვილს აცნობს.

მერიის ცნობით, გიორგი ნიპარიშვილმა ფანდურზე დაკვრა 14 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა, შემდეგ ჯერ საკრავების დამზადება და მათი რესტავრაცია დაიწყო.

„გაიცანით კასპელი ახალგაზრდა მეწარმე, პროფესიით ინჟინერ მშენებელი, 28 წლის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლი ოსტატი გიორგი ნიპარიშვილი. გიორგიმ ქართული ფოლკლორის სიყვარულით ფანდურზე დაკვრა 14 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა, შემდეგ ჯერ საკრავების დამზადება და მათი რესტავრაცია დაიწყო.

პირველი კლასიკური ფანდური 16 წლისამ დაამზადა და მას დღემდე ინახავს. საკუთარი ხელთ აშენებულ სახელოსნოში ფანდურს, ჩონგურს, ქართულ გარმონს, სალამურს, დუდუკს, ჭიანურს, დაირას, დოლს, კონტრაბას ამჯერად საკუთარი დიზაინით ამზადებს. ნარჩენი მასალის ხელახლა გადამუშავებით სხვადასხვა დანიშნულების ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარებს ბავშვის სათამაშოებს, სათვალეს, სათვალის ჩასდებს, ა/მანქანის გასაღების საკიდს, ბეჭედი და სხვა ნივთებს ამზადებს.

გიორგი ქართული კულტურის დაცვა-განვითარებაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იმ უძველესი ქართული ინსტრუმენტების გაცოცხლებას აპირებს რომლებიც დაკარგვის პირასაა და მათი დამამზადებელი ოსტატები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამ შესაძლებლობების ერთ-ერთ კომპონენტად კი ახალგაზრდების დაინტერესებას და მათთვის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების შესწავლას განიხილავს. გიორგის მიერ შექმნილი ინსტრუმენტები და აქსესუარები მოთხოვნადია არა მარტო საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთაც.

წარმატებები ახალგაზრდა მეწარმეს“,- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ე.წ უცხო ქვეყნის აგენტებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics