რა უნდა ვიცოდეთ, შოკოლადის დღესთან დაკავშირებით?

შოკოლადის დღის შექმნის ისტორია 

შოკოლადის მსოფლიო დღე

შოკოლადის დღე 2009 წლიდან აღინიშნება, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში შოკოლადის შემოტანის თარიღთან. მანამდე, შოკოლადი ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე – მექსიკაში იყო!

ევროპაში შოკოლადის გავრცელების ისტორია, ესპანელ მკვლევარ ერნან კორტესს უკავშირდება. მას, აცტეკების იმპერატორმა, საჩუქრად შოკოლადის შემცველი სასმელი გადასცა

მკვლევარმა, სასმელი ევროპაში წაიღო და მეტი სიტკბოსა და გემოს მრავალფეროვნებისთვის შაქარი, ვანილი და დარიჩინი დაუმატა!

შოკოლადის დღის მნიშვნელობა ადამიანებისთვის 

შოკოლადი სიამოვნებისთვისაა შექმნილი

მყარი სახით შოკოლადის გავრცელება, 1800 – იანი წლებიდან იწყება!

  1. შოკოლადი არის სიხარული, სიამოვნება და ზეიმი. იგი, სამყაროს ტკბილ განზომილებაში გვამოგზაურებს. ადამიანებს გვასტიმულირებს, გავცვალოთ ემოციები
  2. შოკოლადის დღე მსოფლიო დღესასწაულია, რომელიც 7 ივლისს აღინიშნება. ეს არის დღესასწაული, რომელიც სცილდება კულტურულ საზღვრებს. ამ დღის აღნიშვნა, ემსახურება საყოველთაო სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულებას შოკოლადის მიმართ
  3. 7 ივლისს, შოკოლადისგან წარმოებული ტკბილეულის ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი. შოკოლადის რძე, ცხელი შოკოლადი, მყარი შოკოლადები, ნამცხვრები და ა.შ.
  4. კონდიტრებისთვის, შოკოლადის დღესასწაული არის ასპარეზი, წარმოაჩინონ თავიანთი ოსტატობა. შეხვდები შოკოლადისგან შექმნილ „ხელოვნების ნიმუშებს“, ხელნაკეთ ფიგურებს. საერთოდ, შოკოლადის მრავალფეროვნად გამოყენების შესაძლებლობაში დარწმუნდები!

როგორ შეიძლება შოკოლადის დღის აღნიშვნა საქართველოში? 

შოკოლდის ფანტანი - chocolate fountain
Chocolate fountain, fondue
  • მიეცი თავს შოკოლადით ტკბობის უფლება. შოკოლადის ახალი და განსხვავებული სახეობების გამოსაცდელად, სწორედ შესაბამისი დღეა. დაასაჩუქრე შენი თავი საყვარელი შოკოლადის გემოებით!
  • შეგიძლია გამოცდა მოუწყო შენს თავს. გამოცადო შენი კულინარიული შესაძლებლობები. ან, სულაც, შეჯიბრი მოაწყო ოჯახის წევრების და მეგობრების მონაწილეობით. ტკბილეულის მომზადების პროცესით და შედეგით ყველა ნასიამოვნები დარჩება
  • დაეგეგმე წვეულება! წინასწარ მოემზადე და სტუმრებს შოკოლადის ფანტანი დაახვედრე. ფუფუნების საგანს უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. შოკოლადის ფანტანის ფასი 49 ლარიდან იწყება. ამ დღესთან დაკავშირებით 25%-იანი ფასდაკლება აქვს extra.ge – ს. ბუღალტერია შენთვის მომინდვია. სიამოვნებისთვის 36 ლარის გადახდა არ გიღირს?
  • ვითვალისწინებ, რომ შოკოლადის დღე სამუშაო დღეს დაემთხვა. შესაძლოა, სამსახურში ყოფნა მოგიწიოს და რჩევა მაქვს. იყავი ინიციატორი. შენ შეახსენე ხვალინდელი დღის შესახებ სხვებს. თანამშრომლებთან კავშირის გამყარების საუკეთესო საშუალება, საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებაა. წაახალისე თანამშრომლები. შესთავაზე, რომ ლანჩის დროს ყველამ საყვარელი შოკოლადი მოიტანოს. ისეთ ტკბილეულებს აღმოაჩენ, რომლის შესახებ მანამდე არ იცოდი. მრავალფეროვნებას ეს უპირატესობა აქვს!
  • თუ, ბევრი შოკოლადის მოყვარული შეიკრიბებით, შეგიძლიათ შოკოლადის მუზეუმში ვიზიტი დაგეგმოთ. იცოდი, რომ საქართველოშიც არსებობს შოკოლადის მუზეუმი?
  • კიდევ ერთი აზრი გამიჩნდა. ძალიან გიყვარს შოკოლადი? შენს გრძნობებში დარწმუნებული ხარ? გააღრმავე კავშირი! შექმნები შოკოლადის საკუთარი გემო. წიგნების კატეგორიაში, „შოკოლადის ოქროს წიგნი“იძებნება, რომელშიც 300-ზე მეტი რეცეპტია თავმოყრილი. Go On! შეცურე ახალ თავგადასავლებში!

Good Luck! კომენტარებში გაგვიზიარე შედეგები!

Facebook Comments Box

მსგავსი