სწავლულობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბედისწერამ მეფობა არგუნა; ცოდნა მიაჩნდა საკუთარ სიძლიერედ, მაგრამ ხელში - ერთადერთ
ჯანმრთელ ხელში - ფარი და ხმალი მიაჩეჩეს...მერე კი უღალატეს...
„დავიფიცე, რომ მამაჩემის სიკვდილის გამო შურს ვიძიებდი. შესაძლოა ნახევარკაცი ვიყო, მაგრამ ფიცი სრულად უნდა შევასრულო!“
შურისძიებამ საზარელ შეთქმულებას ფარდა უნდა ახადოს; შურისძიებამ მოღალატე(ებ)ს უნდა შეახვედროს... ამ შეხვედრამდე კი გრძელი გზაა გასავლელი: ნებისმიერ ფასად უნდა გადარჩეს - ეცადოს, იბრძოლოს, იშრომოს, მოკლას...
და ეს ყოველივე ერთი ხელით მოახერხოს.
იქცევა უზურპატორის მსხვერპლი უზურპატორად?